27308/95
WyrokETPCz2000-11-21ECLI:CE:ECHR:2000:1121JUD002730895
Analiza orzeczenia
Sekcja wygenerowana przez AI na podstawie treści orzeczenia — nie stanowi cytatu.
Zagadnienie prawne
Czy śmierć męża skarżącej w trakcie zatrzymania przez siły bezpieczeństwa oraz brak skutecznego śledztwa w tej sprawie naruszyły prawo do życia z art. 2 Konwencji? Czy państwo pozwane naruszyło prawo do indywidualnej skargi z art. 25 (obecnie 34) Konwencji poprzez wywieranie presji na skarżącą i jej rodzinę?Ratio decidendi
Trybunał uznał, że państwo ponosi odpowiedzialność za śmierć męża skarżącej, ponieważ władze nie podjęły rozsądnych środków w celu ochrony jego życia podczas operacji, w której został użyty jako 'tarcza' lub znajdował się w niebezpiecznej bliskości materiałów wybuchowych, podczas gdy żandarmi zachowywali bezpieczny dystans. Trybunał stwierdził również naruszenie art. 2 z powodu braku skutecznego śledztwa w sprawie okoliczności śmierci, wskazując na zaniedbania prokuratury (brak oględzin miejsca zdarzenia, brak przesłuchania żandarmów, niewystarczająca autopsja). Podkreślono, że obowiązek państwa do prowadzenia skutecznego śledztwa nie jest ograniczony, nawet jeśli śmierć nie jest bezpośrednio spowodowana przez funkcjonariuszy państwowych. W kwestii art. 25, Trybunał uznał, że brak jest wystarczających dowodów na to, by państwo wywierało presję na skarżącą lub jej rodzinę.Stan faktyczny
Skarżąca, Asiye Demirey, obywatelka Turcji, złożyła skargę w imieniu własnym i swojego zmarłego męża, Ahmeda Demireya. Jej mąż został zatrzymany 21 lipca 1994 r. w Diyarbakır. 14 sierpnia 1994 r. jego ciało znaleziono w pobliżu wsi Dibek. Władze tureckie twierdziły, że zginął w wyniku eksplozji miny-pułapki podłożonej przez PKK, gdy prowadził żandarmów do składu broni. Skarżąca utrzymywała, że jej mąż został zabity przez siły bezpieczeństwa i wykorzystany jako 'tarcza', a władze nie przeprowadziły skutecznego śledztwa. Skarżąca zarzuciła również, że po złożeniu skargi do Trybunału, ona i jej rodzina byli poddawani presji ze strony sił bezpieczeństwa.Rozstrzygnięcie
Trybunał odrzucił jednomyślnie wstępne zarzuty Rządu. Stwierdził czterema głosami do trzech, że doszło do naruszenia art. 2 Konwencji w związku ze śmiercią Ahmeda Demireya. Stwierdził jednomyślnie, że doszło do naruszenia art. 2 Konwencji w związku z brakiem skutecznego śledztwa. Stwierdził jednomyślnie, że nie jest konieczne rozstrzyganie, czy doszło do naruszenia art. 5 Konwencji. Stwierdził jednomyślnie, że nie doszło do naruszenia art. 25 ust. 1 (dawnego) Konwencji. Zasądził skarżącej 40 000 USD za szkody materialne i niematerialne oraz 2 000 USD za koszty i wydatki (pomniejszone o 3 700 franków francuskich z tytułu pomocy prawnej). Odrzucił pozostałe roszczenia o słuszne zadośćuczynienie.Pełny tekst orzeczenia
დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მესამე სექცია
დემირეი თურქეთის წინააღმდეგ
(განაცხადი N 27308/95)
2000 წლის 21 ნოემბრის
განჩინება
საბოლოო
04/04/2001
საქმეში დემირეი თურქეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მესამე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ბატონი ჟ.-პ. კოსტა, პრეზიდენტი
ბატონი ვ. ფურმანი
ბატონი ლ. ლკაიდესი
ბატონი პ.კურისი
სერ ნიკოლას ბრატზა
ქალბატონი ჰ.ს.გრევი, მოსამართლეები,
ბატონი ფ. გოლკუკლუ, ad hoc მოსამართლე,
და ასევე ქალბატონი ს. დოლე, სექციის რეგისტრატორი,
იმსჯელა რა განმარტოებით 2000 წლის 7 მარტს, 17 ოქტომბერს და 24 ოქტომბერს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
საქმეს საფუძვლად დაედო განაცხადი (N27308/95) თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ. განაცხადი წარდგენილ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში (,,კომისია“) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის(,,კონვენცია“) ადრე მოქმედი 25-ე მუხლის საფუძველზე თურქეთის მოქალაქე ქალაბატონი ასიე დემირეის მიერ (განმცხადებელი) 1995 წლის 18 აპრილს.
განმცხადებელს სამართლებრივ დახმარებას უწევდა ბატონი მ.ს. ტანრიკულუ ადვოკატი დიარბაკირიდან. თურქეთის მთავრობა („მთავრობა“) წარმოდგენილი იყო ბატონი ა. კილიჩით, თურქეთის მუდმივი წარმოამდგენელი ევროპის საბჭოში.
განმცხადებელი დაობდა, რომ მისი მეუღლე მოკლულ იქნა უშიშროების ძალების მიერ მისი დაკავებისას პერიოდში და სამართლებრივ ორგანოებს ამასთან დაკავშირებით არ ჩაუტარებიათ გამოძიება.
საქმე სასამართლოს გადაეცა 1998 წლის 1 ნოემბერს, როდესაც კონვენციის N11 ოქმი ძალაში შევიდა (დამატებითი ოქმი N11 მუხლი 5, § 2).
განაცხადი განაწილებული იქნა სასამართლოს მესამე სექციაში (რეგლამენტი, მუხლი 52, §1). სექციის ფარგლებში შერჩეული იქნა ის პალატა, რომელიც საქმეს განიხილავდა (კონვენცია, მუხლი 27, § 1), როგორც ეს გათვალისწინებულია სასამართლოს რეგლამენტის 26-ე მუხლის პირველ პარაგრაფში). ბატონი ტურმენი, რომელიც არის თურქეთის მოსამართლე სასამართლოში, არ მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში (რეგლამენტი, მუხლი 28). შესაბამისად, მთავრობამ აირჩია ბატონი ფ. გოლკუკლუ როგორც ad hoc მოსამართლე (კონვენცია, მუხლი 27, § 2 და რეგლამენტი, მუხლი 29 § 1).
1999 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, პალატამ განაცხადი დასაშვებათ გამოაცხადა [რეგისტრატურის შენიშვნა: სასამართლოს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია რეგისტრატურაში.].
განმცხადებელმა და მთავრობამ წარადგინეს თავიანთი შენიშვნები საქმის გარემოებებთან დაკავშირებით (სასამართლოს რეგლამენტი, მუხლი 59, § 1). სასამართლომ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გაიმართებოდა სასამართლო მოსმენა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით (წესი 59, § 2). თითოეულ მხარეს მოეთხოვა წარმოედგინა წერილობითი კომენტარები შენიშვნებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, განმცხადებელი დაობდა კონვენციის 41-ე მუხლთან დაკავშირებით, მაგრამ მთავრობამ განმცხადებელს არ უპასუხა.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
8. განმცხადებელი არის თურქეთის მოქალაქე. ის დაიბადა 1969 წელს და ცხოვრობს დიარბაკირში. მან განაცხადი წარადგინა როგორც თავისი სახელით ასევე, მისი მეუღლის აჰმედ დემირეის სახელით. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე მოკლულ იქნა სახელმწიფოს უშიშროების ძალების მიერ მაშინ, როდესაც ის დაკავებული იყო.
ა. განმცხადებლის მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები
1. ფაქტები, როგორც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი
9. 1994 წლის 21 ივლისს განმცხადებლის მეუღლე აჰმედ დემირეი დაკავებული იქნა დიარბაკირში.
10. 1994 წლის 28 ივლისს აჰმედ დემირეის მამამ და პროკურორმა სისხლისსამართლებრივი სარჩელით მიმართა დიარბაკირის ეროვნული უსაფრთხოების სასამართლოს სოფლის დაცვის წარმომადგენლების წინააღმდეგ - ჰ.ე., ტ.ე., ო.ე. და სხვები, რომელთა ვინაობაც მისთვის უცნობი იყო. იგი მათ ბრალს სდებდა 1994 წლის 22 ივლისს თავისი შვილის მოტაცებაში. იგი ამტკიცებდა, რომ მისი შვილის სიცოცხლე საფრთხეში იყო და ეს პიროვნებები იყვნენ აღნიშნულზე პასუხიმგებელნი.
იმავე დღეს პროკურორმა შეატყობინა აჰმედ დემირეის მამას, რომ მისი შვილი დაკავებულ იქნა დიარბაკირის ჟანდარმერიის ცენტრალურ განყოფილებაში.
11. 1994 წლის 15 აგვისტოს ლაისის პროკურორმა შეატყობინა ლაისის მერს, რომ აჰმედ დემირეის ცხედარი ნაპოვნი იქნა 1994 წლის 14 აგვისტოს სოფელ დიბეკის (ლაისი) მახლობლად. ასევე, მან განაცხადა, რომ სასამართლო ექეპერტისზის წარმოამდგენლებმა გამოიკვლიეს ცხედარი და ჩაატარეს აუტოფსია. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ რადგან გარდაცვლილის ნათესავები იქ არ იმყოფებოდნენ და ისინი იყვნენ სოფელ ჰარზოში ცხედარი დამარხულ იქნა მათ გარეშე ლაისის რაიონული საბჭოს მიერ.
12. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მეუღლის სიკვდილის შესახებ მან გვიან გაიგო.
2. ფაქტები, როგორც მთავრობის მიერ წარმოდგენილი
13. 1994 წლის 21 ივლისს აჰმედ დემირეი დაკავებულ იქნა დიარბაკირის უშიშროების გამგეობის ოფიცრის მიერ საეჭვო ქმედებისათვის. დაკითხვის დროს მან განაცხადა, რომ ბმპ-ს (ბასრას მუშათა პარტია) წევრი იყო და შესთავაზა უშიშროების ძალებს, რომ უჩვენებდა მათ ორგანიზაციის ერთ-ერთ იარაღის საწყობს.
იმავე დღეს იგი გადაყვანილ იქნა დიარბაკირის სამხარეო ჟანდარმერიის მეთაურის მიერ დაკითხვისათვის.
საბოლოოდ, იარაღის საწყობის ადგილმდებარეობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით იგი გადაეცა ლაისის რაიონული ჟანდარმერიის ჯგუფს 1994 წლის 8 აგვისტოს, რათა მიეყვანა ისინი საწყობთან.
14. 1994 წლის 13 აგვისტოს აჰმედ დემირეიმ ჩვენება მისცა ლაისის ჟანდარმერიას.
15. იმ ადგილზე ვიზიტი, სადაც სავარაუდოდ იარაღის საწყობი იყო ორგანიზებული იყო ჟანდარმერიის მიერ. 1994 წლის 14 აგვისტოს აჰმედ დემირეი, სამი ჟანდარმის თანხლებით ღამის 4 საათსა და 30 წუთზე მივიდა შემთხვევის ადგილზე. როდესაც ის მიუახლოვდა იარაღის საწყობს ჟანდარმებმა გაიგონეს აფეთქების ხმა. აჰმედ დემირეი იმსხვერპლა დანაღმული ყუმბარის აფეთქებამ, რომელიც ბმპ-ს მიერ იყო განთავსებული. სხვა მსხვერპლი არ ყოფილა.
16. 1996 წლის 29 მაისის ბრძანებაში ლაისის პროკურატურამ აღნიშნა, რომ აჰმედ დემირეი იმსხვერპლა ბმპ-ს მიერ დანაღმული ყუმბარის აფეთქებამ. პროკურატურამ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ratione materiae იურისდიქცია იმისათვის, რომ განეხილა აჰმედ დემირეის მამის საჩივარი. პროკურატურამ გადაწყვიტა ქალაქის დაცვასთან დაკავშირებული საგამოძიებო მასალები გადაეცა კოჟაკოის ადგილობრივი ადმინისტრაციული საბჭოსათვის გამოსაძიებლად საჯარო მოხელეთა სისხლისამართლებრივ დევნის შესახებ კანონის შესაბამისად.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა კვლავ მიმდინარეობს.
17. 1994 წლის 27 სექტემბერს პროკურორმა მიმართა დიარბაკირის ეროვნული უშიშროების სასამართლოს, რომ შეეწყვიტა განმცხადებლის მეუღლის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესი იმ საფუძვლით, რომ იგი უკვე გარდაცვლილი იყო.
3. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალა
18. კომისიისა და სასამართლოს წინაშე მიმდინარე განხილვებისას მხარეებმა წარმოადგინეს რამდენიმე სამართლებრივი დოკუმენტი. სხვა მასალებთან ერთად, სასამართლომ მთავრობას მოსთხოვა წარედგინა იმ საგამოძიებო მასალების სრული ასლი, რომელიც დაკავშირებული იყო აჰმედ დემირეის სიკვდილის ინციდენტთან. მთავრობამ ვერცერთი დოკუმეტი წარმოადგინა აჰმედ დემირეის მკვლელების იდენტიფიცირების შესახებ გამოძიების დაწყებასთან დაკაშირებით. ეს მკვლელები სავარაუდოდ ბმპ-ს წევრები იყვნენ.
საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილია შემდეგი საინტერესო დოკუმენტები:
(ა) ლაისის ჟანდარმერიის განყოფილებაში ჩატარებული აჰმედ დემირეის დაკითხვის ჩანაწერი
19. ეს დოკუმენტი წარმოდგენილი იყო მთავრობის მიერ, მაგრამ განმცხადებელი დაობდა აჰმედ დემირეის ხელმოწერის ავთენტურობაზე. მან სასამართლოს გადასცა, 1993 წლიდან, ის დუკუმენტები, რომლებზეც იყო მისი მეუღლის ხელმოწერა და აცხადებდა, რომ განსხვავება იყო აშკარა. დაკითხვის ჩანაწერის მნიშვნელოვანი ნაწილი შემდეგნაირია:
“კითხვა: ხართ თუ არა წევრი რაიმე პარტიის, ასოციაციის ან სავაჭრო კავშირის, რომელიც ახორციელებს კანონიერ ან უკანონო საქმიანობას?
პასუხი: მე არ ვარ წევრი არცერთი პარტიის, სავაჭრო კავშირის ან ასოციაციის, მაგრამ მე მხარს ვუჭერ ბმპ-ს ტეორისტულ ორგანიზაციას. მე ბმპ-ს გავუწიე ფინანსური დახმარება. მე ბმპ-ში ვმუშაობდი როგორც კურიერი და ვუძღვებოდი და ვუზრუნველვყოფდი მას ლოჯისტიკური დახმარებით. მე ვაგროვებდი ფულს სხვადასხვა სოფლებში და გადავცემდი ბმპ-ს.
კითხვა: რა ქმედებები გაქვთ განხორციელებული ბმპ-ს ფარგლებში?
პასუხი: ... ჩვენ წავედით, რათა დაგვენაღმა მესამე ხიდის მიმდებარე ტერიტორია. ... როდესაც თქვენ ამას მოისრუვებთ, მე შემიძლია გაჩვენოთ იარაღის საწყობის ადგილსამყოფელი, ფანტანთან ახლოს. ... მე აღარ მსურს ასეთი ქმედებების განხორციელებაში ვიყო ჩაბმული და ვნანობ, რომ მონაწილეობას ვიღებდი ტერორისტულ საქმიანობაში. ახლა, მე ჩემს ოჯახზე ვფიქრობ და მინდა ვითანამშრომლო გამოძიებასთან. მე შემიძლია თქვენ გაჩვენოთ ორგანიზაციის იარაღის საწყობის ადგილმდებარეობა (იარაღი და ნაღმები).“
(ბ) დანაშაულის ადგილის აღწერილობითი რუკა
20. მთავრობამ წარმოადგინა დანაშაულის ადგილის აღწერილობითი რუკა, რომელიც მომზადებული იყო ჟანდარმერიის მიერ. რუკის თანახმად, აფეთქების დროს აჰმედ დემირეი იმყოფებოდა 1 მეტრის დაშორებით იარაღის საწყობიდან, ორი ჟანდარმი, რომელებიც მას მიყვებოდნენ იყვნენ 30 მეტრის დაშორებით იარაღის საწყობიდან და მესამე ჟანდარმი 50 მეტრის დაშორებით ისე, რომ იარაღის საწყობის გარშემო იქმნებოდა სამკუთხედი.
(გ) 1994 წლის 14 აგვისტოს აუტოფსიის დასკვნა (ამონარიდი)
21. ეს დასკვნა მომზადებულ იქნა ექიმ სემი კარაკას მიერ. დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი იკითხება შემდეგნაირად:
„იმავე დღესვე, ჟანდარმერიიდან ინფორმაციის მიღების შემდეგ, პირის დაღუპვის შესახებ, როცა იგი ჟანდარმერიას ბმპ–ს მიერ განთავსებული ნაღმების ადგილსამყოფელს აჩვენებდა, ჩვენ [პროკურორი, სასამართლო მდივანი და ექიმი], დილის 7 საათსა და 40 წუთზე წავედით რაიონული სადესანტო რაზმის კომისრის ბაღში, სადაც გარდაცვლილის გვამი გადაიყვანეს. ჩვენ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ შეგვეძლო ინციდენტის ადგილის დათვალიერება. გამომდინარე იქედან, რომ არც სასამართლო ექსპერტი და არც პათოლოგიის სპეციალისტები არ იყვენენ წარმოდგენილნი, ჩვენ ავუხსენით ექიმ სემი კარაკას თუ რა უნდა გაეკეთებინა და მან დადო ფიცი. ...
ჩვენ ამოვიცანით გარდაცვლილი იმ ფოტოს მიხედვით, რომელიც იყო მის პირადობის მოწმობაში. ...
მას თავის არეში, ქვედა ყბა მთლიანად დაზიანებული ჰქონდა. ასევე, გულმკერდის წინა მხარე და მასთან დაკავშირებული სხეულის სხვა ორგანოები მთლიანად დაზიანებული ჰქონდა. მკლავის 2/3 ნაწილი ამპუტირებული იყო აფეთქებასთან სიახლოვის გამო. გარდაცვლილს სხეულის დანარჩენ ნაწილზე არ აღენიშნებოდა იარაღით ან ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები. რესპირატორული უკმარისობა ორი ან სამი საათით ადრე, რომ ყოფილიყო სიკვდილის მიზეზი ამ შემთხვევაში, კლასიკური აუტოფსია აღარ იქნებოდა აუცილებელი“.
(დ) ლაისის პროკურორის ბრძანება საქმეზე იურისდიქციის არ ქონის შესახებ
22. ეს გადაწყვეტილება 1996 წლის 29 მაისს ლაისის პროკურატურამ გადასცა კოჟაკოის რაიონული კომისიონერის სამსახურს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:
„პროკურორი
დაზარალებული: ჰოსნი დემირეი [განმცხადებლის მამამთილი]
ეჭვმიტანილები: [სოფლის სამი გუშაგი]
დანაშაული: გატაცება და მკვლელობა
დანაშაულის ჩადენის თარიღი: 27 ივლისი 1994 წელი
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული დაობდა ეჭვმიტანილების მიერ მისი შვილის მოტაცებისა და მკვლელობის ფაქტებზე უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვლილი, რომელიც ორგანიზაცია ბმპ-ს წევრი იყო დაკავებული იქნა 1994 წლის 21 ივლისს დიარბაკირის უშიშროების მმართველი ჯგუფის მიერ.
მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ის მოქმედებდა სასოფლო ზონაში, 1994 წლის 23 ივლისს იგი გადაეცა სამხარეო ჟანდარმერიის მეთაურს და გადაყვანილ იქნა სოფელ იოლკატიში ლაისის რაიონული ჟანდარმერიის მეთაურის მიერ. როდესაც იგი მათ უჩვენებდა ბმპ-ს იარაღის საწყობს იგი დაიღუპა ბმპ-ს მიერ განთავსებული ყუმბარის აფეთქების შედეგად. ამ ფაქტების შესახებ შეტყობინებულ იქნა სამხარეო ჟანდარმერიის მეთაურისთვის 1995 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტით და ლაისის რაიონული ჟანდარმერიის მეთაურისთვის 1995 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული დოკუმენტით. საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამ დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა. პროკურატურამ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ratione materiae იურისდიქცია, რადგან ბრალდებულები იყვნენ სოფლის გუშაგები და მათ მიერ ჩადენილ ქმედებებზე გამოძიება გათვალისწინებულია N285 საკანონმდებლო ბრძანებულების მე-4 მუხლით, რომელიც განსაზღვრავს გადაუდებელ შემთხვევებში უფლებამოსილების გამოყენებას. პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ საქმე გამოძიებისათვის გადაეცა კოჟაკოის რაიონული კომისიონერის სამსახურისათვის, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებდა საჯარო მოხელეთა სისხლისამართლებრივი დევნის შესახებ კანონის თანახმად“.
(ე) განმცხადებლის 1999 წლის 18 ოქტომბრის განცხადება
23. განმცხადებელმა გააკეთა განცხადება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელშიც ის იმყოფებოდა მაშინ, როცა მან გაიგო მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ:
„მე როგორც მახსოვს ლაისის პროკურორმა ჩემი მეუღლის გარდაცვალების ცნობა გაგზავნა ჰაზროში, სადაც ჩემი მამამთილი ცხოვრობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, არსებობს შესაბამისი ჩანაწერი. ამასთან დაკავშირებით ჰაზროს პროკურორმა გამოიძახა ჩემი მამამთილი, რათა მას წაეღო გარდაცვალების ცნობა. ამის შემდეგ, ჩემი მამამთილი ჩამოვიდა დიარბაკირში. ჩვენ შევხვდით ქალაქის მერს იმისათვის, რომ გაგვერკვია დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები. მან ჩვენ გვაცნობა, რომ გარდაცვლილის გვამის სხეულის ნაწილები ბრძანების შესაბამისად იქნა დაკრძალული. ჩვენ მას ვკითხეთ თუ რა ბედი ეწია ჩემი მეუღლის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ტანისამოსს და სხვა პირად ნივთებს, რაზეც მერმა გვიპასუხა, რომ ისინი გადაეცა პროკურორს. მან გვირჩია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურორს დავკავშირებოდით.
იმავე დღეს ჩვენ წავედით ლაისის პროკურატურაში, მაგრამ პროკურორი ადგილზე არ იმყოფებოდა. ჩვენ ვესაუბრეთ პროკურორის მოადგილეს და ვთხოვეთ, რომ გაეხსნათ საფლავი, რათა გვენახა იქ ნამდვილად ჩემი მეუღლე იყო თუ არა. მოადგილემ გავითხრა, რომ მას საფლავის გახნის უფლებამოსილება არ ჰქონდა; მან, არც ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სურათები გვიჩვენა. ჩვენ გვსურდა, რომ მას გადმოეცა ჩემი მეუღლის ტანისამოსი, მაგრამ ლაისის პროკურატურის თანამშორომელმა განგვიმარტა, რომ ტანისამოსი გარდაცვალების მოწმობასთან ერთად გადაგზავნილ იქნა ჰაზროს პროკურატურაში. ამის შემდეგ, ჩვენ წავედით ჰაზროს პროკურატურაში და იქ განვაცხადეთ ზემოთქმულ ფაქტთან დაკავშირებით. მათ ჩვენ გვითხრეს, რომ ტანისამოსი მათ უკან არ მიუღიათ და ჩვენ აღარ გვქონდა ამის მოთხოვნის უფლება.
მე არ ვიცოდი ჩემი მეუღლის გარდაცვალების შესახებ, ვიდრე ჩემი მამამთილი არ ჩამოვიდა დიარბარკში, მას შემდეგ, რაც გარდაცვალების მოწმობასთან დაკავშირებით იგი დაიბარეს ჰაზროს პროკურატურაში. თუ სწორად მახსოვს მე ერთი კვირის დაგვიანებით შევიტყვე ამ ამბის შესახებ.
თუმცა, იმ პირებმა, რომლებმაც დააკავეს ჩემი მეუღლე იცოდნენ ჩვენი მისამათი, რადგან იგი მითითებული იყო იმ ჩვენების ფურცელზე, რომელზეც იყო ხელმოწერა, ეს უკანასკნელი კი, ჩემი რწმენით გაყალბებული იყო, რადგანაც არ ეკუთვნოდა ჩემს მეუღლეს. ამ პერიოდში ჩვენ ვაქირავებდით იმ ბინას, რომელშიც მე ჯერკიდევ ვცხოვრობ. გამომდინარე იქედან, რომ ჩემი მისამართი მათთვის ცნობილი იყო, მათ შეეძლოთ ეცნობებინათ მეუღლის გარდაცვალების შესახებ და მე მოვითხოვდი აუტოფსიაზე დასწრებას. ის ფაქტი, რომ მე არ დამიბარეს აჩვენებს, რომ გარკვეული საკითხები მიმდინარეობდა ფარულად და ჩემი მეუღლე მოკლულ იქნა. ...“
ბ. განაცხადის წარდგენის შემდეგ განვითარებული მოვლენები
24. 1996 წლის 28 ივნისისა და 17 ივლისის განმცხადებლის მიერ კომისიისათვის გაგზავნილ წერილებში აღნიშნული იყო, რომ მას შემდეგ, რაც განაცხადი წარდგენილ იქნა, მთავრობის უშიშროების ძალები ახორციელებდნენ ზეწოლას განმცხადებელსა და მისი მეუღლის ოჯახზე, რათა ეს განაცხადი მათ უკან გამოეხმოთ. იგი ასევე, მიუთითებს, რომ აჰმედ დემირეის მამა და ძმა დაკავებულ იქნენ პოლიციის მიერ. 1996 წლის 6 ივლისის წერილში განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლის ძმა, ბატონი ერდალ დემირეი პოლიციის მიერ დაკავებულ იქნა 1996 წლის 4 ივლისს იგივე მიზეზით.
განმცხადებელმა წარმოადგინა მისი მეუღლის ძმის 1999 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული განცხადება. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ იგი დაკავებულ იქნა უშიშროების ძალების მიერ და პოლიციაში ყოფნის დროს მას ეკითხებოდნენ თუ რატომ წარადგინა განაცხადი განმცხადებელმა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
25. სასამართლოს წინაშე წარდგენილი დოკუმენტებიდან (დაკავების ოქმი და დიარბაკირის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება) ირკვევა, რომ ბატონი ერდალ დემირეი დაკავებულ იქნა 1996 წლის 4 ივლისს და გათავისუფლებულ იქნა 1996 წლის 9 ივლისს. 1996 წლის 30 ივლისს იგი ბრალდებულ იქნა სახელმწიფოს მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში. 1997 წლის 22 სექტემბრის დიარბაკირის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლებულ იქნა.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პარქტიკა
26. ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი ელემენტები ამ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:
27. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მკვლელობის ყველა ფორმა (მუხლები 448-ე და 455-ე) და მკვლელობის მცდელობა (მუხლები 61-ე და 62-ე) წარმოადგენენ სისხლის სამართლის დანაშაულებს. ხელისუფლების ვალდებულება აწარმოოს წინასწარი გამოძიება ზემოთხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც მას ეცნობა, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე-153-ე მუხლებით. ნებისმიერი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, უშიშროების ძალებს და პროკურატურას. საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნას, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი ფორმით. თუ იგი წარმოდგენილი იქნება ზეპირი ფორმით, შესაბამისმა ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მოამზადონ ჩანაწერი (მუხლი 151).
პროკურორი, რომელიც ნებისმიერი ფორმით ინფორმირებული იქნება საეჭვო დანაშაულებრივი სიტუაციის შესახებ ვალდებულია გამოიძიოს ფაქტები, რათა მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 153-ე მუხლი).
28. თუ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სიკვდილი არ დამდგარა ბუნებრივი გზით, უშიშროების ძალებმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობონ პროკურორს ან სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეს (მუხლი 152). სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც არ შეატყობინებს პოლიციას ან პროკურატურას იმ დანაშაულს, რომლის შესახებაც მისთვის ცნობილი გახდა თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, პასუხს აგებს დაპატიმრებით.
29. როდესაც დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულია საჯარო მოხელე და დანაშაული ჩადენილ იქნა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისას, საქმესთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება განსაზღვრულია საჯარო მოხელეთა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ 1914 წლის კანონით. ეს კანონი ზღუდავს პროკურატურის ratione personae იურისდიქციას საქმის სასამართლოში განხილვის დროს. ასეთ შემთხვევებში, შესაბამისი ადგილობრივი ადმინისტრაციული საბჭო (რაიონისა და პროვინციისათვის დამოკიდებულია ბრალდბულის სტატუსზე) ატარებს წინასწარ გამოძიებას და შესაბამისად, გადაწყვეტს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხს. მას შემდგეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება პროკურორი დაიწყებს საქმის გამოძიებას.
ამ შემთხვევაში, საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიძლება წარდგენილ იქნას საბჭოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
30. 1987 წლის 10 ივლისის N285 საკანონმდებლო ბრძანების მე-4 მუხლის (i) პარაგრაფის თანახმად, 1914 წლის კანონი გამოიყენება ასევე, იმ უშოშროების ძალებთან დაკავშირებით, რომლებიც მერს ექვემდებარებიან.
სამართალი
I. მთავრობის პირველადი არგუმენტები
31.მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებლის მამამთილის მიერ სოფლის სამი გუშაგის - ჰ.ე.-ს, ტ.ე.-ს და ო.ე.-ს წინააღმდეგ აღძრულ იქნა საქმე აჰმედ დემირეის გატაცებასთანდ დაკავშირებით. ამ საქმესთან დაკავშირებით ადგილობრივ ადმინისტრაციულ საბჭოში კვლავ მიმდინარეობდა განხილვა. ასევე, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ბმპ-ს წევრების იდენტიფიცირებასთან და მათ დაკავებასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელნი მიიჩნეოდნენ ბრალდებულებად აჰმედ დემირეის მკვლელობაში. შესაბამისად, ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშულებები არ იყო ამოწურული.
32. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მისმა მამამთილმა თავისი შვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით მანამდე აღძრა სარჩელი ვიდრე შეიტყობდა შვილის დაპატიმრების ამბავს. იგი აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავების პერიოდში გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების შემდეგ პროკურორს ex officio უნდა დაეწყო გამოძიება გარდაცვალების გამომწვევ ზუსტ გარემოებეთან დაკავშირებით და ეწარმოებინა სამართლებრივი პროცესები იმ ჟანდარმების წინააღმდეგ, რომლებიც მას ახლდნენ იარაღის საწყობის სანახავად.
33.სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის წესი, რომელიც განსაზღვრულია კონვენციის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით ავალდებულებს განმცხადებელს, რომ სასამართლოსათვის მიმართვამდე მან გამოიყენოს ის პირველადი სამართლებრივი დაცვის საშულებები, რომლებიც ხელმისაწვდომი და საკმარისია ეროვნულ დონეზე არსებულ სამართლებრივ სისტემაში ზიანის ანაზღაურებისათვის. სამართლებრივი დაცვის საშუალების არსებობა უნდა იყოს საკმარისად სარწმუნო არამარტო თეორიაში, არამედ პრაქტიკაშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი დაცვის საშუალება ვერ იქნება ხელმისაწვდომი და ეფექტიანი (იხ. იასა თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 2 სექტემბრის განჩინება, ანგარიში განჩინებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ 1998-VI, გვ. 2431, § 71).
34.სამართლებრივი საშულებების ამოწურვის წესი მოქმედებს დასაშვებობასთან დაკავშირებით თუმცა, ფაქტობრივად იგი ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში იმ მექანიზმს წარმოადგენს, რომელზეც კონვენციის ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ. შესაბამისად, სასამართლომ აღიარა 35-ე მუხლის მოქნილად გამოყენების შესაძლებლობა გადაჭარბებული ფორმალიზების გარეშე. ამავე დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვასთან დაკავშირებული წესი არც აბსოლუტური იყო და არც ავტომატურად გამოიყენებოდა; ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს საქმი ყოველი გარემოება. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა მიიღოს არამარტო სამართლებრივი დაცვის საშუალებების ფორმალურად არსებობა წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობაში, არამედ ის კონტექსტიც, რომელშიც ასეთი სამართლებრივი დაცვის საშუალება გამოიყენება და კონკრეტული განმცხადებელის საჭიროებები.
ამის შემდეგ, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ განმცხადებელმა საქმის გარემოებების გათვალისწინებით, გონივრულობის ფარგლებში, განახორციელა ყველაფერი, რათა ამოეწურა ეროვნულ დონეზე არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები (იხ. აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 16 სექტემბრის განჩინება, ანგარიშები 1996-IV, გვ. 1211, § 69; აკსოი თურქეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 18 სექტემბრის განჩიენება, ანგარიშები 1996-VI, გვ. 2276, §§ 53-54; იხ. ზემოთ იასას განჩინება გვ. 2432, § 77).
35. სასამართლომ განაცხადის დასაშვებობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით მთავრობის მიერ წარმოდგენილი პირველადი არგუმენტაცია უკავშირდებოდა განმცხადებლის პოზიციას კონვენციის მე-2 მუხლთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის მიერ წარმოდგენილი პირველადი არგუმენტაციის მათ ძირითად არგუმენტებთან ერთად განხილვის შესახებ(იხ. პარაგრაფები 48-54).
II. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
36. განმცხადებელი აცხადებს, რომ მისი მეუღლე მოკლულ იქნა უშიშროების ძალების მიერ დაკავების პერიოდში და აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივი ორგანოების მხრიდან არ განხორციელებულა ეფექტიანი გამოძიება. იგი ჩიოდა, რომ ამით დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს:
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის შეიძლება წაერთვას სიცოცხლე განზრახ. სიცოცხლის წართმევა დასაშვებია მხოლოდ სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რაც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის წართმევა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენების აბსოლუტურ აუცილებლობას:
ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
ბ) კანონიერი დაკავების ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
ც) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.“
37. მთავრობამ უპასუხა ამ განცხადებებს და აღნიშნა, რომ განმცხადებლის მეუღლე დაიღუპა ბმპ-სე მიერ განთავსებული ყუმბარის აფეთქების შედეგად მაშინ, როდესაც იგი ჟანდარმებს უჩვენებდა იარაღის საწყობს. შესაბამისად, ისინი დაობდნენ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე კონვენციის ამ დებულებასთან დაკავშირებით.
ა. განმცხადებლის მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები
38. განმცხადებელმა მიუთითა, რომ უშიშროების ძალების არცერთი წევრი არ იქნა დაშავებული იმ აფეთქების შედეგად, რომელმაც მისი მეუღლე იმსხვერპლა თუმცა, ყუმბარა აფეთქებისას ჩვეულებრივ რამდენიმე ფრაგმეტსაც ისვრის. იგი მიუთითებს, რომ მისი მეუღლე გამოყენებული იქნა, როგორც ყუმბარის აფეთქებისგან თავდაცვის საშუალება, როდესაც ხდებოდა იარაღის საწყობის მონახულება. შესაბამისად, მისი სიკვდილის გარემოებების გათვალისწინებით სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა.
39.მთავრობა უარყოფს პასუხისმგებლობას კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით და აცხადებს, რომ მხოლოდ ბმპ-ს წევრები იყვნენ პასუხისმგებელნი აჰმედ დემირეის სიკვდილთან დაკავშირებით.
40.სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მე-2 მუხლი იცავს სიცოცხლის უფლებას და გამორიცხავს ისეთი გარემოებების არსებობას, როდესაც სიცოცხლის უფლების შეზღუდვა გამართლებულია. ეს წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ დებულებას და უფლებას, რომლისგანაც გადხვევა დაუშვებელია. კონვენციის მე-3 მუხლთან ერთად იგი განამტკიცებს დემოკრატიული საზოგადოების ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროპის საბჭო. მკაცრად უნდა განისაზღვროს ის გარემოებები, როდესაც სიცოცხლის უფლების შეზღუდვა გამართლებულია. კონვენციის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტის, ობიექტისა და მიზნიდან გამომდინარე მე-2 მუხლი უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს ისე, რომ პრაქტიკული და ეფექტიანი დაცვა (იხ. სალმენი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N/93, § 97, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000-VII).
41.კონვენციის მე–2 მუხლი წაკითხული უნდა იქნეს მთლიანად, რადგანაც იგი მოიცავს, როგორც მკვლელობას საერთაშორისო გაგებით ასევე, შემთხვევებს, როდესაც ნებადართულია ძალის გამოყენება, რომელმაც შეიძლება არაგანზრახ სიცოცხლის უფლების შეზღუდვა გამოიწვიოს. მე–2 მუხლი ასევე მოიცავს იმ დეტალურად განსაზღვრულ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლების ორგანოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება მიიღონ პრევენციული ზომები, რათა დაიცვან ინდივიდი პასუხიმგებლობისაგან (იხ. mutatis mutandis, ოსმანი გაერთიენებული სამეფოს წინააღმდეგ, 1998 წლის 28 ოქტომბერი, ანგარიშები,1998-VIII, გვ.3159, § 115).
42. მე–2 მუხლით გათვალისწინებულ დაცვასთან დაკავშირებით სასამართლომ სიცოცხლის უფლების შეზღუდვა განსაკუთრებით მკაცრ შემთხვევებში უდნა განიხილოს. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არამარტო სახელმწიფო მოხელის ქმედებები, არამედ არსებული გარემოებები. პირები, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობაში არიან მოწყვლად მდგომარეობაში, ხოლო ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან დაიცვან ისინი. შესაბამისად, როდესაც ინდივიდი დაკავებული იქნება ჯანმრთელ მდგომარეობაში, მისი გათვისუფლებისას თუ მას ჯანმრთელობა აქვს დაზიანებული, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება სათანადოდ დაასაბუთოს თუ რა გახდა ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი. ვალდებულება იმისა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა პატიმრის მიმართ განხორციელებული ქმედებები ახსნას განსაკუთრებით მკაცრია მაშინ, როდესაც პატიმარი კვდება (იხ. ზემოთ სალმენის საქმე, § 99).
43. მტკიცებულებათა შეფასებისა, ზოგადი პრინციპი, რომელიც გამოიყენება არის „გონივრულ ეჭვს მიღამა“ მტკიცებულების სტანდარტი. თუმცა, მტკიცების ასეთი სტანდარტი შეიძლება არსებობდეს მაშინ, როდესაც იგი ეფუძნება საკმარისად საფუძვლიან, ნათელ და შეთანმხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას ან უდავო ფაქტობრივ ვარაუდებს. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არსებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ძირითადად სახელმწიფო ორგანოები ფლობენ, მაგალითად ციხეში მყოფ პირებზე კონტროლის განხორციელება. ამ შემთხვევაში, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანება და მისი სიცოცხლის მოსპობა სწორედ მისი დაკავების პერიოდში მოხდა. ცალსახაა, რომ ასეთი გარემოებების არსებობისას სახელმწიფო ორგანოებს აქვთ მტკიცების ტვირთი იმისა, რომ წარადგინონ საკმარისი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება.
44. აღნიშნულ საქმეში აჰმედ დემირეის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმის გარემოებები სადავოა. მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ განმცხადებლის მეუღლე ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა, აჰმედ დემირეის სიკვდილის გარემოებების გათვალისწინებით ივარაუდება, რომ იგი გამოყენებული იქნა, როგორც ფარი. აღნიშნული მტკიცება ოფიციალურად განხილული იქნა მთავრობის მიერ.
45. სასამართლო აღნიშნავს, საქმესთან დაკავშირებით არსებული შეზღუდული მტკიცებულებების გათვალისიწინებით შეუძლებელია დადგინდეს აჰმედ დემირეის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ზუსტი და სარწმუნო გარემოებები. საჭიროა განისაზღვროს, შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს თუ არა გონივრული ზომები იმისათვის, რომ თავიდან აერიდებინათ სიცოცხლისათვის აშკარა საფრთხის შექმნა ან სიკვდილი, რომლის შესახებაც მათ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ.
46. სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შესაბამისი ორგანოები იმყოფებოდნენ იმ მდგომარეობაში, რომ შეეფასებინათ ის რისკები, რაც იარაღის საწყობის ნახვით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული, განსაკუთებით სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი აღწერილობითი რუკის თანახმად, აჰმედ დემირეი 1 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა იარაღის საწყობიდან, რომელიც ცენტრში იყო მაშინ, როდესაც ორი ჟანდარმი 30 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა იარაღის საწყობიდან, მესამე კი 50 მეტრის დაშორებით (იხ.ზემოთ პარაგრაფი 20). იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ვერ წარმოადგინა მიზეზები, ოპერაციის ასე დაგეგმვასთან დაკავშირებით წარმოშობს სერიოზულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერაცია ითვალისწინებდა ზომებს აჰმედ დემირეის დაცვასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მიიღეს სათანადო ზომები, რომელიც იქნებოდა გონივრული განმცხადებლის მეუღლის სიცოცხლის დასაცავად.
47. გამომდინარე აქედან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი.
ბ. სავარაუდო არასათანადო გამოძიება
48. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულება განხილულ უნდა იქნეს სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებასთან კავშირში, რომელიც კონვენციის პირველი მუხლის თანახმად ,,ყველასათვის თავისი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფს კონვენციით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დაცვას“. ეს ვალდებულება გულისხმობს, ეფექტიანი ოფიციალური გამოძიების ჩატარებას მაშინ, როდესაც ინდივიდი დაიღუპა ძალის გამოყენების შედეგად (იხ. ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N23763/94, § 101, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1999-IV).
49. აღნიშნულ საქმეში მთავრობა ამტკიცებდა, რომ ორი პროცესი მიმდინარეობდა აჰმედ დემირეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შესაბამისად, ეროვნული დაცვის მექანიზმები ამოწურული არ იყო (იხ. ზემოთ პარაგრაფი 31).
50. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმის აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება აწარმოოს გამოძიება არ იზღუდება მაშინ, როდესაც მკვლელობა გამოწვეულია სახელმწიფო მოხელის მიერ. მოცემულ საქმეში სახელმწიფომ იცოდა, რომ სიკვდილი ipso facto წარმოშობდა ასეთ ვალდებულებას მე-2 მუხლის თანახმად (იხ.ზემოთ ტანრიკულუს საქმე, § 103). ანალოგიურად, ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მამთილმა აღძრა სარჩელი და არა თავად განმცხადებელმა ამ შემთხვევაში არ არის მნიშვნელოვანი. განმცხადებლის მიერ სარჩელის აღძვრის შემთხვევაშიც იგივე შედეგი დადგებოდა, რადგან დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი გამოძიება (იხ. ოგური თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა]. N21594/93, § 67, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1999-III).
51. სარჩელის საფუძველზე განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ლაისის პროკურატურას, იმისათვის, რომ ჩაეტარებინა გამოძიება არ დაუთვალიერებია ის ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა. ეს პროცედურა არც იმისთვის განხორციელებულა, რომ სულ მცირე, შეემოწმებინა ჟარდარმების მიერ წარმოდგენილი აღწერილობითი რუკის სიზუსტე. უფრო მეტიც, არცერთი ის ჟანდარმი არ იქნა დაკითხული, რომელიც აჰმედ დემირეის სიკვდილის მოწმე გახდა. საბოლოოდ, აუტოფსია ჩაატარა ზოგადი პარაქტიკის მქონე ექიმმა და იგი ნაკლებად წარმოადგენდა სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულებას. სასამართლოს აზრით, ხელისუფლების დასკვნა, რომ არ იყო აუცილებელი კლასიკური აუტოფსია, რომელსაც სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლი ჩაატარებდა, შეუსაბამოა იმ გარემოებებთან, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია. როგორც ჩანს ლაისის პროკურატურამ შეიზღუდა თავისი უფლებამოსილება, როდესაც 1996 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მას არ ჰქონდა ratione materiae იურისდიქცია. ამ გადაწყვეტილებით, მან დაადგინა, რომ აჰმედ დემირეი მოკლულ იქნა იმ ყუმბარის მიერ, რომელიც განთავსებული იყო ბმპ-ს მიერ. ლაისის პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება დააფუძნა ორ დოკუმენტზე, რომლებიც მას გადაეგზავნა სამხარეო ჟანდარმერიის მეთაურის მიერ და ერთი კი შედგენილ იქნა ლაისის რაიონული ჟანდარმერიის მეთაურის მიერ „საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გათვალისიწნებით“ (იხ. ზემოთ პარაგრაფი 22). სასამართლო მიიჩნევს, რომ სათანადო საგამოძიებო ზომების მიუღებლობა განპირობებული იყო იმ ინფორმაციის სიმწირით, რომელიც ამ დროისათვის ლაისის პროკურატურას ჰქონდა.
52.ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოძიების შემდგომში ჩატარება ნაკლებად გამოასწორებს ზემოთხესენებულ ნაკლოვანებებს. მთავრობა ამტკიცებს, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ მას არ წარმოუდგენია არანაირი ინფორმაცია გამოძიების პროგრესთან დაკავშირებით გარდა იმისა, რომ ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქმესთან დაკავშირებული მასალები გადაეცა კოჟაკოის რაიონული კომისიონერის სამსახურს. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმის აღნიშვნას, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ დამოუკიდებელი გამოძიება როგორც ეს არის მოცემული კონვენციის მე-2 მუხლში მისი ბუნებისა და შინაარსის გათვალისიწინებით (იხ. ზემოთ ოგურის საქმე, § 91). საბოლოოდ, გამოძიება, რომელიც მთავრობის მტკიცებით წარმოებულ იქნა იმისათვის, რომ იდენტიფიცირებულუი და დაკავებული ყოფილიყო ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან განმცხადებლის მეუღლის მკვლელობაში, ჯერ კიდევ მიმდიანრეობს. უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობას ამ გამოძიებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება (იხ.ზემოთ პარაგრაფი 18)
53. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ ჩაატარეს ეფექტიანი გამოძიება აჰმედ დემირეის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით. სასამართლო ადგენს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა უგულვებელყვეს თავიანთი უპირველესი ვალდებულებები ამ კუთხით. სასამართლო მზად არის სიცოცხლის დაკარგვის ტრაგიკული ფაქტი განიხილოს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მიმდინარე პროცესების კონტექსტში, როგორც ეს სხვა საქმეში თურქეთის წინააღმდეგ დაადგინა სასამართლომ (იხ. ზემოთ მაგალითად იასას და ტარიკულუს განჩინებები, გვ. 2440, § 104, and § 110, შესაბამისად). ამ შემთხვევაში, ასეთ გარემოებებს შეიძლება ხელი შეეშალა სარწმუნო მტკიცებულებების მოპოვებისთვის. მიუხედავად ამისა, ასეთი გარემოებები არ ათავისუფლებს ხელისუფლების ორგანოებს მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება. ამის გათვალისწინებით დგინდება, რომ განმცხადებელმა ამოწურა ყველა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალება ეროვნულ დონეზე.
54. შესაბამისად, სასამართლო დაუშვებლად ცნობს მთავრობის პირველად განაცხადს და ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი.
III. კონვენციის მე-5 მუხლის სავარაუდო დარღვევა
55. განმცხადებელი დაობდა, რომ მისი მეუღლე უკანონოდ იქნა დაკავებული. მან წარმოადგინა დაკავების ოქმი, რომელშიც აღნიშნული იყო უბრალო „ეჭვზე“ მისი მეუღლის ქმედებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მისი მეუღლის ოჯახი ერთი კვირის დაგვიანებით იქნა იფორმირებული დაკავებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც, სარჩელი იქნა აღძრული სოფლის გუშაგების წინააღმდეგ. განმცხადებელი დაობდა, რომ მისი მეუღლე დიდი ხნით იყო დაკავებული სასამართლოს წინაშე წარუდგენლად.
56.მთავრობა დაობდა, რომ განმცხადებლის მეუღლის ციხეში ყოფნასთან დაკავშირებით არაფერი იყო უკანონო იმიტომ, რომ პროკურორი ინფორმირებული იყო ციხეში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით პოლიციისა და ჟანდარმერიის მიერ.
57. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივრები არ უკავშირედება იმ საკითხებს, რომლებიც განხილულ იქნა მე-2 მუხლის კონტექტსში. სასამართლო მხედველობაში იღებს თავის დასკვნებს ამ მუხლთან დაკავშირებით (იხ. ზემოთ პარაგრაფერი 47 და 54) და იგი არ მიიჩნევს, რომ ხსენებული საჩივრები განხილული უნდა იქნეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
IV. კონვენციის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის სავარაუდო დარღვევა
58.განმცხადებელი დაობდა, რომ მას ხელი შეეშალა სასამართლოსათვის მიმართვის უფლების გამოყენებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ბრალდებები განხილულ უნდა კონვენციის ადრე მოქმედი 25-ე მუხლის პირველ ნაწილთან (ამჟამად მოქმედი 34-ე მუხლი) დაკავშირებით, რომელიც ადგენს:
“სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორციელებას.“
59. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ განაცხადის მთავრობისათვის წარდგენის შემდეგ, უშიშროების ძალები ზეწოლას ახორციელებდნენ მასზე და მისი მეუღლის ოჯახზე იმისათვის, რომ მას გამოეხმო განაცხადი. 1996 წლის 6 ივლისის წერილში განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 1996 წლის 4 ივლისს მისი მეუღლის ძმა დაკავებულ იქნა. განმცხადებელი ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა სისტემატური დაშინების ღონისძიებებს.
60.მთავრობამ უარყო განმცხადებლის ბრალდებები და დამატებით აღნიშნა, რომ თუ განმცხადებელს თავის არგუმენტებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული მტკიცებულება გააჩნდა, წარმოედგინა იგი და ამასთან დაკავშირებით დაიწყებოდა გამოძიება.
61.სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს ინდივიდუალური განაცხადის წარდგენის სისტემის ეფექტიანი მოქმედება კონვენციის ადრე მოქმედი 25-ე მუხლის თანახმად. არსებულ და პოტენციეურ განმცხადებელებს უნდა ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფლად მიმართონ კონვენციით შემოთავაზებულ ინსტიტუტებს სახელმწიფო ორგანოებისგან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, განაცხადის გამოხმობასთან და განაცხადის შეცვლასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში „ზეწოლა“ გულისხმობს არამარტო პირდაპირ იძულებას, არამედ დაშინების აშკარა ქმედებებს. ასევე, იგი გულისხმობს სხვა არაპირდაპირ ქმედებებს ან კავშირებს რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ გადაათქმევინოს ან ხელი შეუშალოს განმცხადებელს გამოიყენოს კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალება. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელსა და ხელისუფლების ორგანოებს შორის კავშირი თანაბრად მიუღებელია ადრე მოქმედი 25-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონკრეტული საქმის გარემოებები. ამ კუთხით, შეფასებული უნდა იქნეს განმცხადებლის მოწყვლადობა და მასზე ხელისუფლების ორგანოების მიერ ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ძველ საქმეებში სასამართლომ მხედველობაში მიიღო განმცხადებლის თანასოფლელების მოწყვლადი მდგომარეობა და ის რეალობა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ხელისუფლების ორგანოების წინაარმდეგ განაცხადის გაკეთება ქმნიდა რეპრესალიების რეალურ შიშს. ამ შემთხვევაში, განმცხადებელების დაკითხვა კომისიისათვის წარდგენილ განაცხადებასთან დაკავშიებით წარმოადგენდა ზეწოლის უკანონო და მიუღებელ ფორმას, რომელიც ხელს უშლიდა ინდივიდუალური განაცხადის განხილვის უფლებას და არღვევდა კონვენციის ადრე მოქმედ 25-ე მუხლს (იხ. ზემოთ ტანრიკულუს საქმე, § 130).
62. მოცემულ საქმეში არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, თურქეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ განმცხადებლის მეუღლის ოჯახზე ზეწოლასთან დაკავშირებით ბრალდებების მხარდასაჭერად. სასამართლო inter alia აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მეუღლის ძმის დაკავების ოქმი არ ამტკიცებს იმას, რომ იგი დაკითხულ იქნა განმცხადებლის მიერ კომისიისათვის განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებით.
63. საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება იმ ფაქტის არსებობა, რაც მისცემდა საშუალებას სასამართლოს დაედგინა, რომ რესპოდენტმა სახელმწიფომ შეაშინა ან ძალა გამოიყენა განმცხადებელის ან მისი მეუღლის ოჯახის წევრების მიმართ. ასევე, ვერ დასტურდება ის, რომ რესპოდენტმა სახელმწიფომ სხვა გზით ხელი შეუშლალა განმცხადებლის ინდივიდუალური განაცხადის წარდგენის უფლებას.
შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის ადრე მოქმედი 25-ე მუხლის დარღვევას.
V. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
64. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
65. განმცხადებელი ითხოვდა 74,238,230,577 თურქულ ლირას იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის, რაც მიადგა მას და მის ოთხ მცირეწლოვან შვილს. მან აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა შემოსავალი, რადგანაც მისი მეუღლე იყო ოჯახის მარჩენალი. თურქეთში მოსალოდნელი ცხოვრების საშუალო დონის გათვალისწინებით და ამ ქვეყანაში ოჯახის ადეკვატურო ცხოვრებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის დაანგარიშების შედეგად დგინდება, რომ იგი შეესაბამება ზემოთხსენებულ თანხას.
ასევე, განმცხადებელი ითხოვდა არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 50,000 აშშ დოლარს მისთვის და 20,000 აშშ დოლარს მისი ყველა შვილისთვის, მთლიანობაში 130,000 აშშ დოლარს.
66. მთავრობას თანხის ოდენობასთან დაკავშირებით თავისი არგუმენტები არ წარმოუდგენია.
67. მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს აშკარა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი განმცხადებლის სავარაუდო ზიანსა და კონვენციის დარღვევას შორის. ეს შესაძლებელია თუ მოიცავს მიუღებელი შემოსავლის კომპენსაციასაც (იხ.ბარბერა მესაჟი და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ, 1994 წლის 13 ივნისის განჩინება (მუხლი 50), სერია ა, N 285-C, გვ. 57-58, §§ 16-20 და ზემოთ, სალმენის საქმე, § 137). სასამართლომ დაადგინა (იხ.ზემოთ პარაგრაფი 47), რომ კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ხელისუფლების ორგანოები პასუხისმგებელნი იყვნენ აჰმედ დემირეის სივდილთან დაკავშირებით. საქმის გარემოებების გათვალისწინებით არსებობს პირდაპირი კავშირი კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევასა და დაკარგულ პოტენციურ ფინანსურ მხარდაჭერას შორის, რომელსაც მსხვერპლი უზრუნველყოფდა თავისი მეუღლისა და შვილებისთვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ კავშირისა, განმცხადებლის მეუღლე გარდაცვალების მომენტისათვის უმუშევარი იყო. აჰმედ დემირეის შემოსავალთან დაკავშირებით სხვა მტკიცებულებების არ არსებობის გათვალისწინებით ქალბატონი დემირეის მიერ ზემოთ დასახელებული თანხის ოდენობა მხოლოდ და მხოლოდ თეორიულია. თუმცა, სასამართლო აღიარებს, რომ აჰმედ დემირეი, რომ ცოცხალი ყოფილიყო მას ექებოდა შესაძლებლობა წვლილი შეეტანა თავისი ოჯახის ცხოვრებაში.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ კონვენციის 41-ე მუხლის გათვალისწინებით მხედველობაში მიიღო არამატერიალური ზიანი, რომელიც მიადგა განმცხადებელსა და მის მცირეწლოვან შვილებს. ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ განმცხადებელს მიაკუთვნა 40,000 აშშ დოლარი ზიანის ანაზღაურების სახით გადახდის დროისათვის არსებულ თურქული ლირის კურსში.
ბ. ხარჯები
68. განმცხადებელი ითხოვდა 12,000 აშშ დოლარს მისი ადვოკატის 120 საათიანი მომსახურებისთვის. იგი ასევე ითხოვდა, ასლების, თარგმნის და სხვა ხარჯებს, რომელთა შესახებაც მან წარმოადგინა დეტალური ანგარიში, რაც შეადგენდა ჯამში 308,000,000 თურქულ ლირას.
69. მთავრობამ აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ გამოხატა.
70. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს ხარჯებთან დაკავშირებით არანაირი საბუთი არ წარმოუდგენია. მიუხედავად ამისა, მან მართლაც გასწია ხარჯები ადვოკატის მომსახურეობისთვის. სამართლიანი შეფასებისა და სხვა ხარჯების გაღების მხედველობაში მიღებით სასამართლო განმცხადებელს მიაკუთვნებს 2,000 აშშ დოლარს, რომლისგანაც 3,700 ფრანგული ფრანკი ჩამოაკლდება, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ იქნა გაღებული სამართლებრივი დახმარებისთვის.
გ. საურავი
71. სასამართლო ადგენს, რომ იმ დროისათვის, როდესაც ანაზღაურება განისაზღვრა აშშ დოლარში, წლიური საპროცენტო განაკვეთი იყო 6%.
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო
1. უარყოფს ერთხმად, მთავრობის პირველად არგუმენტაციას;
2. ადგენს ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ აჰმედ დემირეის სიკვდილთან დაკავშირებით დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი;
3. ადგენს ერთხმად, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი ხელისუფლების ორგანოების მიერ განმცხადებლის მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარემოებების ეფექტიანად გამოუძიებლობასთან დაკავშირებით;
4. ადგენს ერთხმად, რომ არ არის აუცილებელი განისაზღვროს კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი;
5. ადგენს ერთხმად, რომ არ დარღვეულა კონვენციის ადრე მოქმედი 25-ე მუხლის პირველი ნაწილი;
6. ადგენს
(ა)ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ რესპოდენტმა სახელმწიფომ გადაუხადოს განმცხადებელს 40,000 აშშ დოლარი მატერიალური და არამატერიალური ზიანისათვის კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში;
(ბ) ერთხმად, რომ რესპოდენტმა სახელმწიფომ გადაუხადოს განმცხადებელს, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში, 2,000 აშშ დოლარი სასამართლოს ხარჯებისთვის, რომელსაც მოაკლდება 3,700 ფრანგული ფრანკი;
(გ) ერთხმად, რომ საურავის სახით გადახდილ იქნეს თანხის 6% გადახდის დროისათვის არსებულ თურქული ლირის კურსში, ზემოთხსენებული სამი თვის გასვლის შემდეგ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში;
7. უარყოფს ერთხმად, სამართლიან დაკამაყოფილებასთან დაკავშირებით მოთხოვნის არსებობას;
შესრულებულია ფრანგულ ენაზე და გაცხადებულია წერილობითი სახით 2000 წლის 21 ნოემბერს სასამართლოს რეგლამენტის 77–ე მუხლის მე–2 და მე–3 პარაგრაფების შესაბამისად.
ს.დოლე ჟ.-პ. კოსტა
რეგისტრატორი პრეზიდენტი
კონვენციის 45–ე მუხლის მე–2 ნაწილის და სასამართლოს რეგლამენტის 74–ე მუხლის მე–2 პარაგრაფის თანახმად, გადაწყვეტილებას თან ახლავს ბატონი კოსტას და ბატონი კურისის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი და ბატონი გოლკუკლუს დანართი.
ჟ.-პ.კ.
ს.დ.
მოსამართლე კოსტასა და მოსამართლე კურისის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი
(თარგმანი)
საკითხი, რომელშიც ჩვენ არ ვეთანხმებით უმრავლესობის აზრს შეეხება კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას. როგორც უმრავლესობამ ისევე, ჩვენ დავადგინეთ, რომ თურქეთის ხელისუფლების შესაბამისამა ორგანოებმა დაარღვიეს თავიანთი ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების არ ჩატერებისთვის, განმცხადებლის მეუღლის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ არ შეგვეძლო იმის განსაზღვრა, რომ ბატონი აჰმედ დემირეი მოკლულ იქნა მე-2 მუხლის დარღვევით.
აღნიშნულ საქმეში განმცხადებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ფაქტები განჩინების 9-12 და 23-ე პარაგრაფებში საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი. განმცხადებელს არ შეუძლია დაადანაშაულოს თურქეთის ხელისუფლების ორგანოები, განსაკუთრებით კი პროკურორი, რომ მათ ქალბატომ დემირეის არ მიაწოდეს ინფორმაცია მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ და ამის შესახებ მან მოგვიანებით შეიტყო (იხ. განჩინების 12-ე, 23-ე პარაგრაფები).
მთავრობის მტკიცებით წარმოდგენილი ფაქტები (იხ. პარაგრაფერბი 13-17 და 19-22) არის უფრო დეტალური, რაც თავის მხრივ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უფრო დამაჯერებელია. თუმცა, საქმის მასალებიდან გამომდინარე შეუძლებელია სიკვდილის გამომწვევი გარემოებების ზუსტად განსაზღვრა, როგორც ეს აღიარებულ იქნა განჩინების 45-ე პარაგრაფში. მიხედავად ამისა, უმრავლესობის აზრით, არ იქნა სათანადო ზომები მიღებული აჰმედ დემირეის მიმართ არსებული რისკების შესამცირებლად, რომელთაგანაც იგი დაუცველი იყო: ის აშკარად დათანხმდა ლაისის ჟანდარემერიას ეჩვენებინა მათთვის ბმპ-ს იარღის საწყობი; ის დაიღუპა იმ ყუმბარის აფეთქების შედეგად, რომელიც განთავსებული იყო ამ ორგანიზაციის მიერ, როდესაც იგი მიემართებოდა იარაღის საწყობისაკენ; ბოლოს, ის ფაქტი, რომ სამი ჟანდარმი მას მიჰყვებოდა 30 და 50 მეტრის დაშორებით, მაშინ როდესაც იგი ყუმბარის აფექთქებისას მისგან 1 მეტრის დაშორებით იყო ადასტურებს ხელისუფლების ორგანოთა პასუხიმგებლობას მსხვერპლის სიკვდილთან დაკავშირებით;
ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი ასეთ დასაბუთებაში. სახელმწფოში, სადაც მიმდონარეობდა კვაზი სამოქალაქო ომი 1994 წელს, უშიშორების ძალებს, ჩვენი აზრით, არ შეიძლება მოეთხოვოთ იგივე წესების დაცვა, რაც მათ მიერ დაკავებულ პირს მოეთხოვება, რომელსაც შეეძლო შეეტყუებინა ისინი მახეში. სათანადო განხილვის გარეშე არ შეიძლება დადგინდეს - როგორც ეს განჩინებაშია - ის, რომ ჟანდარმებმა აჰმედ დემირეი გამოიყენეს საფარად.
ამ კუთხის არსებული საქმე განსხვავდება განჩინებისგან სალმენი თურქეთის წინაარმდეგ ([დიდი პალატა], N21986/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000-VII), რომელშიც ჩვენ ორივემ მხარი დავუჭირეთ უმრავლესობის აზრს. სალმენის საქმეში სასამართლომ დაადგინა (იქვე,§ 99), რომ თუ ინდივიდი ციხეში მოთავსებამდე იყო ჯანმრთელ მდგომარეობაში და გათავისუფლების შემდეგ მას აღენიშნება დაზიანებები, სახელმწიფოს აქვს უპირველესი ვალდებულება ახსნას თუ რა გახდა აღნიშნული დაზიანებები მიზეზი (იხ. ასევე, მე-3 მუხლთან დაკავშირებით, სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N25803/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1999-V). მტკიცების ტვირთის შეცვლა, ჩვენი აზრით, გამართლებულია, რადგან სხვა შემთხვევაში მსხვერპლის ან მისი მემკვიდრეებისთვის რთული იქნებოდა რაიმეს მტკიცება. ამ საქმესთან დაკავშირებით კი ვითარება განსხვავებულია: სახელმწიფოს მიერ წარმოადგენილ იქნა დამაჯერებელი მტკიცებულებები. სასამართლო კი უფრო შორის მიდის, როდესაც პატიმრის სხეულის ნებისმიერი სახის დაზიანებისა და სიკვდილის რისკისგან დაცვას ითხოვს. მაშინაც კი, როდესაც მან შესთავაზა სამართალდამცავებს იარაღის საწყობის ჩვენება, გასათვალისწინებელია შეიარაღებული კონფლიქტის არსებობაც.
რეალურად, საკმარისად ნათელი იყო ის, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი, როდესაც არ ჩატარდა ეფექტიანი გამოძიება. ჩვენ არ ჩავთვალეთ აუცილებლად ან შესაძლებლად, სალმენის საქმეში მიღებული პრინციპის გამოყენება იმისათვის, რომ დაგვედგინა ამ დებულების პირდაპირი დარღვევა.
მოსამართლე გოლკუკლუს ნაწილობრივ განსხვავებული აზრი
(თარგმანი)
უმრავლესობის მოსაზრებას ვერ დავეთანხმები მე-2 (მე-2 მუხლის დარღვევა) და მე-6(41-ე მუხლის გამოყენება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით) პუნქტებთან დაკავშირებით. ჩემი დასაბუთება შემდეგია:
1.უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მე-2 მუხლი დაირღვა იმიტომ, რომ სახელმწიფომ ვერ მიიღო შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ დაეცვა განმცხადებლის მეუღლის, აჰემდ დემირეის, სიცოცხლე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი უპირველესი პოზიტიური ვალდებულება. განმცხადებლის მტკიცების თანახმად, მისი მეუღლე დაიღუპა ყუმბარის აფეთქების შედეგად, როდესაც იგი ჟანდარმებს აჩვენებდა ტერორისტული ჯგუფის ბმპ-ს იარაღის საწყობს; იგი ასევე, გამოყენებულ იქნა, როგორც ფარი, რომელიც ასევე წარმოშობს ხელისუფლების ორგანოების პასუხიმგებლობას.
სასამართლომ არაერთხელ განსაზღვრა ასეთი ვალდებულების შინაარსი თავისი წინა გადაწყვეტილებებით. სასამართლოს პარქტიკის თანახმად, ასეთი ვალდებულება განმარტებულ უნდა იქნეს ისე, რომ შეუძლებელი ან არაპროპორციული ვალდებულებები არ დააკისროს ხელისუფლების ორგანოებს; თანამედროვე საზოგადოების კონტროლის სირთულიდან გამომდინარე, ადამიანის ქმედების განსაზღვრის შეუძლებლობა და შესაძლო ალტერნატივები განხილულ უნდა იქნეს პრიორიტეტების და რესურსების გათვალისწინებით. შესაბამისად, სიცოცხლესთან დაკავშირებით ყველა რისკის არსებობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც კონვენციით ხელისუფლების ორგანოებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნა მიიღოს ზომები ასეთი რისკის განხორციელების წინააღმდეგ (იხ. mutatis mutandis, ოსმანი გარეთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1998 წლის 28 ოქტომბრის განჩინება, ანგარიშები გადაწყვეტილებებისა და განჩიენებების შესახებ 1998-VIII, გვ. 3159-60, §§ 115-16). ამ პრინციპის გამოყენებით სასამართლომ დაადგინა ოსმანის საქმეში მე-2 მუხლის დარღვევა.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ განვითარებული პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება არ არის აბსოლუტური, იგი მხოლოდ გულისხმობს ხელისუფლების ორგანოების მიერ ყველა შესაბამისი შესაძლებლობის გამოყენებას.
2.სასამართლო, კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ყოველთვის აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოს პასუხიმგებლობა უნდა დადგინედეს გონივრულ ეჭვს მიღმა მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელებიც ნათელი, შეთახმებული და უდავოა (იხ. იასა თურქეთის წინააღდეგ, 1998 წლის 2 სექტემბრის განჩინება, ანგარიშები 1998-VI, გვ. 2437, § 96).
უფრო მეტიც, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საკითხები, მის წინაშე წარდგენილი მასალიდან გამომდინარე და თუ საჭიროა propriomotu მოპოვებული მასალიდან გამომდინარე (იხ. ზემოთ იასას განჩინება გვ. 2437, § 94).
მოცემულ სამეში, სასამართლოს ხელთ არსებული არცერთი მტკიცებულება გონოვრულ ეჭვს მიღმა არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ აჰმედ დემირეის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით პასუხიმგებლობა ეკისრებოდა უშიშროების ძალების წარმოამდგენელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჟანდარმების მიერ წარმოდგენილ აღწერილობით რუკაზე - რომელიც სხვათაშორის არ არის ნათელი - აღნიშნული იქნა, რომ განმცხადებლის მეუღლე იარაღის საწყობთან უფრო ახლოს იმყოფებოდა ვიდრე ჟანდარმები, სათანადო მტკიცებულებების გარეშე ეს ფაქტი ვერ ამტკიცებს იმას, რომ უშიშროების ძალებმა განმცხადებლის მეუღლე გამოიყენეს, როგორც საფარი.
უმრავლესობამ იმაზე მეტი ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ პირი იმყოფებოდა 1 მეტრის დაშორებით იარაღის საწყობიდან მაშინ, როდესაც დანარჩენი ჟანდარმები მისგან 30 და 50 მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ, ვიდრე ეს საჭირო იყო (იხ. განჩინების 46-ე პარაგრაფი). სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ ეს იყო სამხედრო ოპერაცია და იგი უნდა წარმართულიყო სამხედრო მოთხოვნების მკაცრი დაცვით. სამი ჟანდარმი, რომ განმცხადებლის მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო შედეგი იგივე დადგებოდა და ერთის ნაცვლად ოთხი ადამიანი იქნებოდა განადგურებული.
მხედველობაში, რომ მივიღოთ ყველა ეს გარემოება არ არსებობს სხვა მტკიცებულება იმისა, რომ განმცხადებლის მტკიცების თანახმად უშიშროების ძალები პასუხიმგებელნი იყვნენ მისი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ამ კუთხით არ დარღვეულა მე-2 მუხლი.
საეჭვო დამთხვევა არის, მაგრამ როდესაც სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი ხელმოწერილ იქნა საერთაშორისო კონვენცია ადამიანის წინააღმეგ მიმართლი ნაღმების შესახებ. ეს ნაღმები იმ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ იქნა განთავსებული, რომლის წევრიც ბატონი დემირეი იყო და თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნულის წინააღმდეგ მიიღო კანონი.
3. მას შემდეგ, რაც დავადგინე, რომ არ დარღვეულა მე-2 მუხლი სიცოცხლის დასაცავად სათანადო ზომების მიუღებლობის გამო, მე არ ვიზიარებ უმრავლესობის მოსაზრებას ასეთი დიდი რაოდენობით მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, იმის შემოწმების გარეშე ასეთი ზიანი დადგა თუ არა. მე მიმაჩნია, რომ როდესაც განმცხადებელი ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მან უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. უმრავლესობამ კი, სანამ არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები განმცხადებლის მეუღლის შემოსავალთან დაკავშირებით (იხ. განჩინების 67-ე პარაგრაფი) ან დანაკარგის შესახებ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის საფუძველზე. ეს არის უბრალო განხილვა, რომელიც არ შეესაბამება მატერიალური ზიანის ანაზრაურებას.
© Rada Europy / Europejski Trybunał Praw Człowieka, źródło: HUDOC (hudoc.echr.coe.int), pozyskano 14.07.2026. · Źródło