31866/96

WyrokETPCz2000-10-10ECLI:CE:ECHR:2000:1010JUD003186696

Analiza orzeczenia

Sekcja wygenerowana przez AI na podstawie treści orzeczenia — nie stanowi cytatu.

Zagadnienie prawne
Czy brutalne pobicie więźniów przez funkcjonariuszy państwowych oraz nieskuteczne postępowanie wyjaśniające w tej sprawie stanowiły naruszenie zakazu nieludzkiego lub poniżającego traktowania z art. 3 Konwencji?
Ratio decidendi
Trybunał uznał, że wyjaśnienia rządu dotyczące obrażeń skarżących, rzekomo wynikających z upadku podczas protestu, były niewiarygodne w świetle dokumentacji medycznej potwierdzającej obrażenia od uderzeń. Podkreślono, że państwo ma obowiązek przedstawić wiarygodne wyjaśnienia, gdy osoba zdrowa trafia do aresztu i doznaje obrażeń. Trybunał stwierdził również poważne wady w krajowym postępowaniu wyjaśniającym, takie jak brak niezależności organów prowadzących śledztwo (Rada Administracyjna składająca się z urzędników państwowych, którzy mieli badać działania innych urzędników), przewlekłość postępowania oraz utrata kluczowych akt sprawy. Te wady uniemożliwiły skuteczne zidentyfikowanie i ukaranie odpowiedzialnych, co doprowadziło do naruszenia proceduralnego aspektu art. 3 Konwencji.
Stan faktyczny
Dziesięciu skarżących, więźniów w tureckim więzieniu Buca, zostało wyprowadzonych w celu transportu do sądu. Odmówili poddania się rewizji, w tym zdjęcia butów, co uznali za arbitralne. W odpowiedzi na ich protest, około 50 żandarmów i 30 strażników więziennych miało ich zaatakować pałkami i drewnianymi deskami, powodując u skarżących obrażenia, w tym złamanie żebra i uszkodzenie wątroby. Wersja rządu mówiła o upadku więźniów na schodach podczas protestu. Skarżący złożyli skargi, co doprowadziło do krajowego postępowania wyjaśniającego, które jednak zakończyło się brakiem postawienia zarzutów personelowi więziennemu, a akta dotyczące żandarmów zaginęły.
Rozstrzygnięcie
Trybunał jednogłośnie odrzucił wstępny zarzut rządu dotyczący niewyczerpania krajowych środków odwoławczych. Stwierdził naruszenie art. 3 Konwencji. Uznał, że nie ma potrzeby odrębnego rozpatrywania skargi na podstawie art. 2 Konwencji. Zasądził każdemu skarżącemu 5 000 GBP tytułem zadośćuczynienia za szkody niemajątkowe oraz łącznie 5 000 GBP na pokrycie kosztów i wydatków.

Pełny tekst orzeczenia

დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.   The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.   პირველი სექცია     საქმე ,,სათიკი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ’’     (განაცხადი N. 31866/96)     განჩინება     სტრასბურგი   10 ოქტომბერი 2000     საბოლოო   10/01/2001     ეს განჩინება გახდება საბოლოო კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული გარემოებების არსებობისას. იგი ექვემდებარება სარედაქციო გადახედვას, ვიდრე არ გახდება საბოლოო. საქმეში ,,სათიკი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ’’, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (I სექცია) შეიკრიბა პალატის სახით შემდეგ მოსამართლეთა შემადგენლობით:   ქ-ნი ე. პალმი, თავმჯდომარე, ქ-ნი ვ. ტომასენი, ბ-ნი გაუკურ იორუნდსონი, ბ-ნი ჯ. კასადევალი, ბ-ნი ტ. პანტირუ, ბ-ნი რ. მარუსტე, მოსამართლეები, ბ-ნი ფ. გიოლციუკლიუ, ad hoc მოსამართლე, და ბ-ნი მ. ო’ბოილი, სექციის რეგისტრატორი, იმსჯელა რა განმარტოებით 1999 წლის 31 აგვისტოსა და 2000 წლის 19 სექტემბერს, სასამართლოს გამოაქვს წინამდებარე განჩინება, რომელიც მიღებულ იქნა ბოლოს მითითებულ დროს:     პროცედურა:         საქმეს საფუძვლად დაედო განაცხადი (no. 31866/96), რომელიც წარმოდგენილ იქნა თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში (‘‘კომისია’’) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 25-ე მუხლის (ძველი რედაქციით) მიხედვით თურქეთის ათი მოქალაქის: ბ-ნი კადირ სათიკის, ბ-ნი მურატ სათიკის, ბ-ნი ალი ჰაიდარ იოზდემირის, ბ-ნი სონგიულ დირიბაშის, ბ-ნი ფესიჰ ილმაზის, ბ-ნი საიმე სეფერის, ბ-ნი იაშარ იაგჩის, ბ-ნი თერზან ადიბელის, ბ-ნი მეჰმეთ ერმიშის და ბ-ნი აბდიულკადირ ერასლანის (‘‘განმცხადებლები’’) მიერ 1995 წლის 26 ივლისს.       განმცხადებლებს წარმოადგენდა ბ-ნი თუნცერ ფირათი, პრაქტიკოსი იურისტი იზმირში (თურქეთი). თურქეთის მთავრობამ (,,მთავრობა’’) არ დანიშნა თავისი აგენტი სასამართლოში საქმის განხილვის მიზნით.       განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი სასტიკად სცემეს ციხეში მომუშავე პერსონალმა და ჟანდარმებმა, რადგან მათ უარი განაცხადეს სასამართლოში გადაყვანამდე დაქვემდებარებოდნენ ჩხრეკისათვის საჭირო პროცედურას. ისინი ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს.       განაცხადი გადაეცა სასამართლოს 1998 წლის 1 ნოემბერს, როცა კონვენციის მე-11 ოქმი შევიდა ძალაში (მე-11 ოქმის მე-5(2) მუხლი).       განაცხადი განაწილდა სასამართლოს პირველ სექციაში (სასამართლოს რეგლამენტის 52(1)-ე მუხლი). ამ სექციაში, პალატა, რომელსაც უნდა განეხილა ეს საქმე (კონვენციის 27(1)-ე მუხლი) შედგებოდა იმგვარად, როგორც ეს წარმოდგენილია სასამართლოს რეგლამენტის 26(1)-ე მუხლში. ბ-ნმა რიზა თიურმენმა, მოსამართლემ, რომელიც თურქეთის სახელით იყო არჩეული, ამ საქმეში მონაწილეობაზე უარი განაცხადა (რეგლამენტის 28-ე მუხლი). მთავრობამ, შესაბამისად, დანიშნა ბ-ნი ფეიაზ გიოლციუქლიუ, როგორც ad hoc მოსამართლე (კონვენციის 27(2)-ე მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 29(1)-ე მუხლი).       1999 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით პალატამ დასაშვებად ცნო განაცხადი.     მხოლოდ განმცხადებლებმა წარადგინეს თავიანთი მოსაზრებები არსებით მხარესთან დაკავშირებით (სასამართლოს რეგლამენტის 59(1)-ე მუხლი). მთავრობამ 2000 წლის 7 აგვისტოს წერილით წარადგინა დამატებითი ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ მხარეზე. პალატამ მხარეებთან კონსულტაციების შემდგომ გადაწყვიტა, რომ არ იყო მოთხოვნილი ზეპირი მოსმენა საქმის არსებით მხარეზე (სასამართლოს რეგლამენტის 59(2)-ე მუხლი in fine).   რაც შეეხება ფაქტებს           საქმის გარემოებები         ფაქტები, რომლებიც წარმოადგინეს მხარეებმა, შეიძლება ამგვარად შეჯამდეს.         განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ფაქტები         1995 წლის 20 ივლისს ათი განმცხადებელი, სხვა 12 პატიმართან ერთად, ბუჩას ციხეში (Buca Prison) თავიანთი საკნებიდან გამოიყვანეს, რომ წარედგინათ იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს (İzmir State Security Court) წინაშე სასამართლო განხილვებისათვის. მანამ, სანამ განმცხადებლები ელოდებოდნენ სხვა პატიმრებთან ერთად შეგროვებას, ციხის მოხელეებმა სცადეს გაეჩხრიკათ ისინი, მათ შორის მათი ფეხსაცმელებიც. განმცხადებლებმა გააპროტესტეს გაჩხრეკა, რადგან თვლიდნენ რომ ეს იყო თვითნებური აქტი და რომ ისინი იტყოდნენ უარს სასამართლოში წასვლაზე, თუ ციხის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვდა დაიჟენდა ჩხრეკის განხორციელებას. განმცხადებლების წინააღმდეგობის გამო, ციხის ადმინისტრაციამ დაიხმარა ჟანდარმები, რომლებიც იცდიდნენ ციხის გარეთ, რათა გაჰყოლოდნენ პატიმრებს სასამართლომდე. დაახლოებით 50 ჟანდარმი და ციხის 30 გუშაგი და ციხის ადმინისტრატორი ამის შემდგომ თავს დაესხნენ განმცხადებლებს და სხვა პატიმრებს ხელკეტებითა და ხის ფიცრებით. შედეგად, გამცხადებელს, თერზან ადიბელის გაუტყდა ერთი ნეკნი, და განმცხადებელს იაშარ ავცის დაუზიანდა ღვიძლი. სხვა განმცხადებლებს აღენიშნებოდათ სხეულის დაზიანებები.         მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფაქტები   მთავრობა დაობს ინციდენტის შესახებ განმცხადებლების ვერსიაზე. პროკურორის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე მითითებით (იხილეთ პარაგრაფი 19 et seq. ქვემოთ), ისინი ამტკიცებენ, რომ 20 პატიმარზე მეტმა უარი განაცხადა ჩხრეკაზე სასამართლოში წარდგენამდე. ისინი ერთმანეთთან შეჯგუფდნენ და წაიწიეს ციხის გასასვლელისკენ. სანამ ჩამოდიოდნენ კიბეებზე, ისევ შეჯგუფებულნი, ერთმანეთის ზემოთ ეცემოდნენ. ისინი ეხეთქებოდნენ კედელსა და სახელურს. ციხის ოთხი გუშაგი ასევე დაშავდა ამ შეხლა-შემოხლის დროს. იმავე დღეს განმცხადებლები გარკვეული დროის ლოდინის შემდეგ წაიყვანეს სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში, იზმირში, ციხის მანქანებით.         განმცხადებლების საჩივრები ხელისუფლების წარმომადგენლებს   იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში ზეპირი მოსმენისას, განმცხადებლების წარმომადგენლებმა საჩივრები აღძრეს იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ამ თავდასხმაზე. წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განმცხადებლები სცემეს სასამართლოში გადაყვანამდე და მოსთხოვეს სასამართლოს, გამოეკვლია და მხედველობაში მიეღო მათი (განმცხადებლების) დაზიანებები და გამოეძიებინა ინციდენტი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო განმცხადებლების მდგომარეობა და გადაწყვიტა, გადაედო სამართალწარმოება იმ საფუძვლით, რომ შეუძლებელი იყო ჩაეტარებინა ზეპირი მოსმენა ამგვარ გარემოებებში. თავის გადაწყვეტილებაში, სასამართლომ ბრძანა, რომ განმცხადებლები შეემოწმებინა ექიმს იმისათვის, რომ განესაზღვრა, იყვნენ თუ არა ისინი თავდასხმის მსხვერპლნი, როგორც ისინი ამტკიცებდნენ. სასამართლომ ასევე ბრძანა, რომ სამედიცინო დასკვნები ზეპირი მოსმენის ოქმებთან ერთად გაგზავნილიყო იზმირის პროკურატურაში გამოძიების გახსნის მიზნით. ამ შინაარსის მქონე წერილი იმავე დღეს გაეგზავნა პროკურორს. 1995 წლის 20 ივლისს ერთ-ერთი განმცხადებლის მამამ, აბდულკადირ ერასლანმა, პროკურატურაში, იზმირში, აგრეთვე შეიტანა საჩივარი ინციდენტის შესახებ. იმავე დღეს, პროკურორმა მისწერა ბუჩას ციხეში პროკურორს იმ მოთხოვნით, რომ აეღო აბდულკადირ ერასლანისგან ჩვენება და შეემოწმებინა სამედიცინო თვალსაზრისით, თუ ის თავისი წამების შესახებ იჩივლებდა. ჩვენება და სამედიცინო ანგარიში, რომელიც შედგებოდა, უნდა გადაგზავნილიყო მასთან (იზმირის პროკურორთან).         იზმირის პროკურორის გამოძიება   1995 წლის 20 ივლისს იზმირის პროკურორი მივიდა ციხეში, რათა აეღო რამდენიმე მსხვერპლისგან ჩვენება. იმავე დღეს ციხის ექიმმა გასინჯა ყველა დაკავებული. ისინი, ვისი დაზიანებებიც მიჩნეულ იყო როგორც სერიოზული, გადაიყვანეს საავადმყოფოში. მას შემდეგ რაც ორი განმცხადებელი ( მეჰმეთ ერმიში და თერზან ადიბელი) გადაიყვანეს საავადმყოფოში, პროკურორს მათგან ჩვენებების მიღების საშუალება ექნებოდა მხოლოდ 1995 წლის 14 აგვისტოს. (a)      განმცხადებლების ჩვენებები იზმირის პროკურორს   1995 წლის 20 ივლისს, მსხვერპლთაგან აღებულ იქნა ჩვენებები, მათ შორის 10 განმცხადებლიდან 8 პირისგან: კადირ სათიკისგან, მურატ სათიკისგან, ალი ჰაიდარ იოზდემირისგან, სონგიულ დირიბაშისგან, საიმე სეფერისგან, იაშარ იაგჩისგან, ფესიჰ ილმაზისა და აბდიულკადირ ერასლანისგან. დანარჩენი ორი განმცხადებლის, მეჰმეთ ერმიშისა და თერზან ადიბელის ჩვენებები აიღეს 1995 წლის 14 აგვისტოს, მათი საავადმყოფოდან გამოწერის შემდგომ (იხილეთ პარაგრაფი 19 ზემოთ და პარაგრაფი 23 ქვემოთ). განმცხადებლების ჩვენებები ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ ისინი გამოიყვანეს მათი საკნებიდან და ციხის კარის წინ შეჯგუფდნენ. მათ უბრძანეს ციხის ადმინისტრატორებმა და გუშაგებმა, რომ გაეხადათ თავიანთი ფეხსაცმელები. განმცხადებლების თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ბრძანება გაიცა. განმცხადებლებმა უარი თქვეს ბრძანების შესრულებაზე და განაცხადეს, რომ მათი ჩხრეკა შეიძლებოდა ჩატარებულიყო მეტალის დეტექტორების გამოყენებით. ციხის ადმინისტრატორებმა შემდეგ შემოიყვანეს ციხის გარეთ მყოფი ჟანდარმები, რომლებმაც ციხის გუშაგებთან ერთად დაიწყეს მათი ცემა. პროკურორისთვის მიცემულთან გაკეთებულ თავიანთ ჩვენებებში ზოგიერთმა განმცხადებელმა დაასახელა გუშაგის სახელები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში, ზოგიერთმა კი - მათი წოდებები. ზოგიერთი განმცხადებელი ასევე აცხადებდა, რომ შეეძლო იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც პასუხისმგებელნი იყვნენ ამ თავდასხმაზე. 1995 წლის 25 ივლისს მეორე ჩვენება აიღეს აბდიულკადირ ერასლანისგან. მან უთხრა პროკურორს, რომ ინციდენტის დღეს, ის და სხვა პატიმრები აპროტესტებდნენ იმას, რომ მათ მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. ის აცხადებდა, რომ გუშაგების გარკვეულმა ნაწილმა და ჟანდარმებმა სცემეს ხელკეტებითა და ხის ჯოხებით ის პირები, ვინც პროტესტს გამოთქვამდნენ. ცემის პროცესი გაგრძელდა მანამ, სანამ არ მიაღწიეს გასასვლელ ჭიშკარს. 1995 წლის 14 აგვისტოს, დარჩენილმა ოთხმა მსხვერპლმა, მათ შორის ორმა განმცხადებელმა: მეჰმეთ ერმიშიმ და ტერზან ადიბელიმ, ჩვენებები მისცეს პროკურორს. ეს ჩვენებები ემთხვეოდა სხვა განმცხადებლების მიერ მიცემულ ჩვენებებს.   (b)      ციხის თანამშრომლების ჩვენებები იზმირის პროკურორს   1995 წლის 20 ივლისს იზმირის პროკურორმა ციხის სამი თანამშრომელი დაკითხა. ყველას ჩვენება ერთმანეთს ემთხვეოდა, რომლის მიხედვითაც პატიმრებს განმეორებით აფრთხილებდნენ მათი უფროსები, რომ მათ მოუწევდათ ჩხრეკის პროცედურის გავლა. პატიმრები შეეკამათნენ და უარი განაცხადეს სასამართლოში გადაყვანაზე. ჟანდარმები შემდგომ ცდილობდნენ, რომ გაძღოლოდნენ მათ ქვემოთ, ციხის კიბეებზე, მკლავებში ხელის მოკიდებით. თუმცა, პატიმრებმა შექმნეს ჯაჭვი და ამან შექმნა აურზაური კიბეებზე. ზოგიერთ პატიმარს მოუხდა გადამხტარიყო უსაფრთხოებისთვის სანამ სხვები წაიქცეოდნენ. მათ მიიყენეს დაიზიანებები, როცა ეხეთქებოდნენ კედლებს, კიბეებს და რკინის მოაჯირებს. ასევე დაშავდა რამდენიმე გუშაგიც.   (c)       სამედიცინო ჩანაწერები განმცხადებლებზე   პროკურორის თანდასწრებით, რომელიც ბუჩას ციხეში მივიდა 1995 წლის 20 ივლისს 18:00 საათზე, 18 პატიმარს (მათ შორის 10 განმცხადებლიდან 8 პირს: კადირ სათიკს, მურატ სათიკს, ალი ჰაიდარ იოზდემირს, სონგიულ დირიბაშს, ფესიჰ ილმაზს, საიმე სეფერს, იაშარ იაგჩისა და აბდულკადირ ერასლანს) სასამართლო-სამედიცინო ექიმ-ექსპერტმა (adli tabip) სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა 20:30 საათზე. ჩანაწერები აჩვენებდა, რომ მათ დარტყმული ჰქონდათ თავი და/ან სხეულის სხვა ნაწილი. მაშინ, როცა დაზიანებები დეტალურად იყო აღწერილი, მის გამომწვევი მიზეზები არ იყო ახსნილი. განმცხადებლები: თერზან ადიბელი და მეჰმეთ ერმიში გააგზავნეს საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმებისათვის. 1995 წლის 21 ივლისს ბუჩას ციხის ადმინისტრაციამ გააგზავნა კიდევ 4 განმცხადებელი სამედიცინო შემოწმებისათვის. ფესიჰ ილმაზი გააგზავნეს იზმირის სტომატოლოგიურ საავამდყოფოში (İzmir Dental Hospital), კადირ სათიკი, მურატ სათიკი და ალი ჰაიდარ იოზდემირი გააგზავნეს იზმირის სახელმწიფო საავადმყოფოში (İzmir State Hospital). თერზან ადიბელის საავადმყოფოდან გამოწერის ჩანაწერი (თარიღი გაურკვეველია) ადგენდა, რომ მას აწუხებდა „ცემის შედეგად მიყენებული, სხეულის ზოგადი დაზიანებები.“ (darp). 1995 წლის 9 ოქტომბერს იზმირის სახელმწიფო საავადმყოფოდან სასამართლოს ექიმი წავიდა ბუჩას ციხეში, რათა შეემოწმებინა თერზან ადიბელი, მურატ სათიკი და იაშარ ავცი. მან წარმოადგინა ანგარიში, რომ თერზან ადიბელი და იაშარ ავცი საავამდყოფოში იყვნენ განთავსებულნი 1995 წლის 20 ივლისსა და 25 ივლისს შორის და მურატ სათიკი - 1995 წლის 20 და 28 ივლისს შორის. მან აღნიშნა, რომ საბოლოო სამედიცინო ანგარიში მომზადდებოდა მოგვიანებით. 1995 წლის 18 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ინსტიტუტიდან (Forensic Medicine Institute) ექიმმა შეამოწმა, inter alia, მეჰმეთ ერმიში და პროკურატურის წინაშე წარადგინა დეტალური ანგარიში, რომლის თანახმადაც, განმცხადებელს სხეულსა და თავზე აღენიშნებოდა მრავლობითი ჩალურჯებები (şişlik, ekimoz). ანგარიში ადგენდა, რომ დაზიანებები არ ემუქრებოდა მის სიცოცხლეს და რომ ის გამოჯანმრთელდებოდა 20 დღის განმავლობაში. 1995 წლის 17 ნოემბერს სასამართლო სამედიცინო ინსტიტუდიდან ექსპერტმა წარმოადგინა ანგარიში, რომ თერზან ადიბელს და იაშარ ავცის, რომლებიც ხელმეორედ შემოწმდნენ 1995 წლის 9 ოქტომბერს, აწუხებდათ „ცემის შედეგად მიყენებული ზოგადი დაზიანებები“. თერზან ადიბელს არ ექნებოდა შესაძლებლობა 15 დღის განმავლობაში შეესრულებინა ციხის რომელიმე სამუშაო, ხოლო იაშარ ავცის - 10 დღის განმავლობაში. ანგარიში ადგენდა, რომ ისინი გამოჯანმრთელდებოდნენ.         სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება 1995 წლის 9 აპრილს პროკურორმა გადაწყვიტა, არ განეხორციელებინა სისხლისსამართლებრივი დევნა ბუჩას ციხის დირექტორსა და თანამშრომლებზე პატიმრებზე სავარაუდოდ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის გამო. პატიმრების ორმა ადვოკატმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, თუმცა ეს გასაჩივრება უარყოფილ იქნა 1996 წლის 25 ივნისს კარშიაკას ასიზთა სასამართლოს (the Karşıyaka Assize Court) თავმჯდომარის მიერ. გამოძიება დაიწყო ბუჩას ციხის ჟანდარმების წინააღმდეგ. თუმცა, პროკურატურამ მიიჩნია, რომ მას არ ჰქონდა იურისდიქცია, გაეგრძელებინა ეს გამოძიება, ვინაიდან ინციდენტი წარმოიშვა ჟანდარმების მიერ თავიანთი ადმინისტრაციული ვალდებულებების შესრულებისას . 1996 წლის 11 აპრილს გამოძიების ფაილი, შესაბამისად, გადაიგზავნა იზმირის ადმინისტრაციულ საბჭოში (Administrative Council of İzmir). მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ საქმის ფაილი შემდგომში არასწორი გზით წავიდა მას შემდეგ, რაც ის გაიგზავნა ბუჩას ციხის ჟანდარმერიაში (Divisional Gendarme Command at Buca Prison). 2000 წლის 7 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრმა დანიშნა ინსპექტორი საქმის ვითარების გამოსარკვევად. გაიცა ნებართვა, რომ აღძრულიყო საქმე ჟანდარმერიის 3 ოფიცრის წინააღმდეგ საქმის დაკარგულ ფაილთან დაკავშირებით, №4483-ე კანონის დებულებების მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურეების სისხლისსამართლებრივ დევნას (იხილეთ პარაგრაფი 37 ქვემოთ). 2000 წლის 1 მაისს იზმირის ადმინისტრაციულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ არ დაიწყებოდა გამოძიება ჟანდარმერიის ოფიცრების წინააღმდეგ, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი, გადაეყვანათ განმცხადებლები ბუჩას ციხიდან იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში 1995 წლის 20 ივლისს. 1997 წლის 29 ივლისს, ინციდენტის თაობაზე ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, იზმირის პროკურორმა მისწერა იუსტიციის სამინისტროს. მან შეატყობინა სამინისტროს, რომ ინციდენტის მიზეზი იყო პატიმრების უარი, დაქვემდებარებოდნენ ჩხრეკას ბუჩას ციხეში. პატიმრებმა უარი განაცხადეს ციხეში მათ გადაყვანაზე და ისინი შეჯგუფდნენ ერთად, როცა ჩადიოდნენ მთავარი ჭიშკრისკენ მიმავალ კიბეზე. ზოგიერთი მათგანი წაიქცა, დაიზიანა რა საკუთარი თავი.. ასევე დაშავდა ციხის ზოგიერთი თანამშრომელიც.         შესაბამისი შიდა სამართალი     სისხლისსამართლებრივი პროცედურა   პროკურორი, რომელსაც ნებისმიერი საშუალებით აცნობეს ნებისმიერი გარემოების არსებობაზე, რომელიც ბადებს ეჭვს, რომ ჩადენილია დანაშაული, ვალდებულია, გამოიძიოს ფაქტები საჭირო გამოძიების განხორციელებით, რათა მოახდინოს დამნაშავეების ინდენტიფიცირება. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 153-ე მუხლი – ‘‘CCP’’). პროკურორს შეუძლია დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ ის გადაწყვეტს, რომ სამხილი ადასტურებს ეჭვმიტანილის საბრალდებო დასკვნას (CCP 163-ე მუხლი). თუ აღმოჩნდება, რომ სამხილი ეჭვმიტანილის წინააღმდეგ არის უსაფუძვლო, რათა გაამართლოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, პროკურორს უფლება აქვს, დახუროს გამოძიება. თუმცა, პროკურორს შეუძლია გადაწყვიტოს, არ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მაშინ, და მხოლოდ მაშინ, თუ სამხილი აშკარად უსაფუძვლოა. იმდენად, რამდენადაც სისხლისსამართლებრივი საჩივარი იქნა შეტანილი, მომჩივანს შეუძლია გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილება, რათა არ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა. ეს აპელაცია შეიძლება შეტანილ იქნეს მომჩივნისთვის გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 15 დღის ვადაში (CCP 165-ე მუხლი). თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი არის საჯარო მოსამსახურე და თუ დანაშაული ჩადენილი იყო მისი მოვალეობების შესრულებისას, საქმის წინასწარი გამოძიება წარმართული იყო იმ მოვლენების დროს, რომელიც უბიძგებდა საჯარო მოსამსახურეების სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ 1914 წლის კანონის მყისიერ გამოყენებას, რომელმაც შეზღუდა ratione personae პროკურორის იურისდიქცია დევნის ეტაპზე.. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ადგილობრივი ადმინისტრაციული საბჭო (ან რეგიონი ან პროვინცია, დამოკიდებულია ეჭვმიტანილის სტატუსზე) ვალდებული იქნებოდა, ჩაეტარებინა წინასწარი გამოძიება და შესაბამისად, გადაეწყვიტა, დაიწყებდა თუ არა სისხლისსამართლებრივ დევნას. მაშინ, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა, პროკურორს უნდა გამოეძიებინა საქმე. უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში (Supreme Administrative Court) საბჭოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა. თუ მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება, არ დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა, საქმე ავტომატურად გადაეცემოდა იმ სასამართლოს. 1999 წლის 2 დეკემბერს მიიღეს ახალი კანონი, რომელიც აუქმებდა 1914 წლის კანონის დებულებებს. ახალი კანონი - კანონი N 4483 - განსაზღვრავს იმ ორგანოებს, რომელთაც უფლება აქვთ , გასცენ ნებართვა სახელმწიფო მოხელისა ან საჯარო მოსამსახურის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც ჩადენილ იქნა ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას და არეგულირებს იმ პროცედურებს, რომლებიც უნდა დაიცვან.. №4483-ე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილებაზე ნებართვის გაცემა ახლა ეკუთვნის იმ სფეროს უმაღლეს ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც სახელმწიფო მოხელე მუშაობს. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უფლების გაცემის ან მასზე უარის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ პროკურორის მიერ დაპატიმრებიდან 30 დღის ვადაში. მანამ, სანამ ფაილი გადაეცემა სახელმწიფო წარმომადგენლობას, პროკურორს შეუძლია შეაგროვოს მხოლოდ ისეთი სამხილები, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება დაიკარგოს, შეიცვალოს ან განადგურდეს. უფლებამოსილი ორგანო იწყებს გამოძიებას ან ნიშნავს უფროს სამოქალაქო მოსამსახურეს, რათა გამოიძიოს მისი სახელით. მე-9 მუხლის მიხედვით ადგილობრივ ადმინისტრაციულ სასამართლოებსა და სახელმწიფო საბჭოს (Council of State) აქვს იურისდიქცია, რომ განიხილოს აპელაციები უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე     ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა   თურქეთის კონსტიტუციის 125-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტები ითვალისწინებს შემდეგს:   ‘‘ ადმინისტრაციის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლო გადახედვას ... ... სახელმწიფო წარმომადგენლობები იქნებიან პასუხისმგებელნი მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისა და ღონისძიებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.’’   ეს დებულება არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას, სახელმწიფოში საგანგებო სიტუაციისა და ომის შემთხვევაშიც კი. მეორე პარაგრაფი არ მოითხოვს ადმინისტრაციის მიერ რაიმეს დარღვევის არსებობის მტკიცებას, ვისი პასუხიმგებლობაც არის აბსოლუტური, ობიექტური ხასიათის, დაფუძნებული კოლექტიურ პასუხიმგებლობაზე და ეყრდნობა „სოციალური რისკის’’ თეორიას. ამგვარად, ადმინისტრაციამ შეიძლება ზიანის ანაზღაურების გარანტია შეუქმნას ხალხს, რომლებსაც მიადგათ ზიანი იმ ქმედებებისგან, რომელიც ჩადენილია უცნობი ან ტერორისტი პირების მიერ, როცა სახელმწიფომ შეიძლება ითქვას, რომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, დაეცვა საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება, ან თავისი ვალდებულების ფარგლებში, დაეცვა ინდივიდუალურ პირთა სიცოცხლე და საკუთრება.     სამოქალაქო პასუხისმგებლობა   სამოქალაქო სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელსაც მიადგა ზარალი როგორც უკანონო ქმედების ან დელიქტის შედეგი, შეუძლია აღძრას სამოქალაქო მოქმედებები ზიანის ანაზღაურებისათვის, როგორც მატერიალური (41-46 მუხლები) და არამატერიალური ზიანისთვის. სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოები არ არიან შებოჭილნი სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი სასამართლოების არც დასკვნებითა და არც ვერდიქტით დაცვის მხარის ბრალეულობის საკითხთან დაკავშირებით (53-ე მუხლი).       სამართალი           კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა   განმცხადებლები ჩივიან, რომ მათ მიმართ განხორციელდა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობა, რომელიც ადგენს:   ‘‘არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას.’’        მთავრობის წინასწარი პრეტენზია   მთავრობამ სამართალწარმოების დასაშვებობის ეტაპზე თავის არგუმენტებში გაამახვილა ყურადღება იმ ზომებზე, რომლებიც მიიღო სახელმწიფო ორგანოებმა, რათა გამოეძიებინა განმცხადებლების განცხადებები. ამასთან დაკავშირებით, მათ მიუთითეს პროკურორის მიერ ინიცირებული ორი გამოძიება, პირველი, როგორც იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს 1995 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების პასუხი, და მეორე - განმცხადებლების, მათი ოჯახების და მათი იურისტების მიერ პროკურორთან შეტანილი საჩივრების შედეგად დაწყებული გამოძიება. მთავრობამ განაცხადა, რომ 1996 წლის 9 აპრილს პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. 1996 წლის 25 ივნისს კარშიაკას ასიზთა სასამართლოს თავმჯდომარემ უარი უთხრა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. რაც შეეხება ჟანდარმერიის ოფიცრებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდინეტში ბუჩას ციხეში, მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს 2000 წლის 7 აგვისტოს დათარიღებული წერილით, რომ იურისდიქციის მიზეზებით, გამოძიების ფაილი უნდა გადასცემოდა იზმირის ადმინისტრაციულ საბჭოს. თუმცა, საქმის მასალები მომდევნოდ გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ის გადაეცა ბუჩას ციხის ჟანდარმერიას, იმ შედეგით, რომ ადმინისტრაციული გამოძიება ვეღარ განხორციელდებოდა. 2000 წლის 7 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრმა დანიშნა ინსპექტორი, რათა გარკვეულიყო სიტუაციაში. ინსპექტორის გამოძიების მიხედვით, იზმირის ადმინისტრაციულმა საბჭომ 2000 წლის 1 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეწყო სამართალწარმოება ჟანდარმების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ 1995 წლის 10 ივლისს სასამართლოში განმცხადებლების გადაყვანაზე. შემდგომში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჟანდარმერიის 3 თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თაობაზე, ზემოთ აღნიშნული საქმის მასალების გაუჩინარების გამო N 4483-ე კანონის დებულებების მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურეების სისხლისსამართლებრივ დევნის საკითხებს. მთავრობის მოსაზრების მიხედვით, გაცემულ იქნა ავტორიზაცია, რათა დაედოთ ბრალი ამ თანამშრომლების წინააღმდეგ და დოსიე გამქრალი საქმის მასალების შესახებ გაიგზავნებოდა რეგიონალურ ადმინისტრაციულ სასამართლოში „როგორც კი საჭირო მინიშნებები იქნებოდა გაკეთებული’’. მთავრობა ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო წარმომადგენლებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული ინტერესი განმცხადებლების საჩივრების გამოძიების საკითხში. ამასთან დაკავშირებით მათ შენიშნეს, რომ იუსტიციის მინისტრმა მოსთხოვა იზმირის პროკურორს, შეეტყობინებინა მისთვის სამართალწარმოების მდგომარეობის შესახებ. განმცხადებლები საპასუხოდ დაეთანხმნენ, რომ პროკურორმა განახორციელა გამოძიება მათ მიერ შეტანილი საჩივრების საპასუხოდ. თუმცა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ არ გაეგრძელებინათ სამართალწარმოება ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ამავე ციხის პატიმრების მიერ უშედეგო აღმოჩნდა. მათ მიუთითეს, რომ კარშიაკას ასიზთა სასამართლოს 1996 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება ემსახურებოდა მხოლოდ 1997 წლის 23 ივნისს, როცა ისინი წავიდნენ პროკურატურაში. განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეატყობინეს ჟანდარმებისა და პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების დროს ჩატარებული გამოძიების შედეგები. სასამართლო შენიშნავს, რომ მის მიერ 1999 წლის 31 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებაში დასაშვებობის შესახებ აღნიშნულია, რომ საკითხს, შეიძლება თუ არა დაცვის ეფექტურ საშუალებად მიჩნეულ იქნეს განმცხადებლების საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიება, რომელსაც ჩაატარებს მთავრობა, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეცეს პასუხი, თუ მოხდება კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით გაკეთებული საჩივრების არსებითი მხარის ფრთხილი გამოკვლევა. ამ მიზეზით, მან (სასამართლომ) გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა მე-3 მუხლის მიხედვით განმცხადებლების მიერ გაკეთებულ საჩივრებზე მთავრობის წინასწარი პრეტენზიისთვის. სასამართლო ადასტურებს ამ მიდგომას.          სარჩელის არსებითი მხარე       აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების მიხედვით, ისინი თვითნებურად სცემეს ჟანდარმებმა და ციხის გუშაგებმა ბუჩას ციხეში და მხოლოდ შემთხვევითი იყო ის, რომ არცერთი მათგანი არ გარდაიცვალა ამ თავდასხმის შედეგად. დაზიანებების ხარისხი, რომლებიც მათ მიადგათ, აშკარად ჩანდა სამედიცინო ანგარიშებიდან, რომელიც შედგა. განმცხადებლების მტკიცებით, ციხის ადმინისტრაციას არ ჰქონდა იურიდიული ვალდებულება, რომ გამოეყენებინა ძალა, რათა უზრუნველეყო მათი ყოფნა სასამართლოში. მათი არგუმენტების მიხედვით, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გასცეს ბრძანება ძალის გამოყენების შესახებ, როცა ამას მიიჩნევს საჭიროდ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატიმარი უარს ამბობს სასამართლო პროცესზე დასწრებაზე, სასამართლოს აქვს დისკრეცია, უნდა იყოს თუ არა ეს პატიმარი ძალის გამოყენებით მიყვანილი სასამართლოში. განმცხადებლებმა მიუთითეს შიდასახელმწიფოებრივი პრეცედენტები ამასთან დაკავშირებით. აპლიკანტები აცხადებდნენ, რომ ისინი წაიყვანეს იზმირის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში 1995 წლის 13 ივნისს. სასამართლომ მომდევნო ზეპირი მოსმენა ჩანიშნა 1995 წლის 20 ივლისს, თუმცა არ გაუცია ბრძანება იმის შესახებ, რომ ძალისმიერი მეთოდებით მიეყვანათ იმ მოსმენაზე (მომდევნო მოსმენაზე). მთავრობა აცხადებდა, რომ ჩხრეკის პროცედურის განხორციელება ციხეში მყოფ პატიმრებზე იყო ციხის ცხოვრების ნორმალური ნაწილი და უსაფრთხოების ინტერესებისთვის გატარდა. განმცხადებლების ფეხსაცმელების ჩხრეკის გადაწყვეტილება არ შეიძლება განმარტებული იყოს როგორც თვითნებური და დამამცირებელი პროცედურა, როგორც ამას განმცხადებლები ამტკიცებდნენ. მთავრობის ხედვით, არსებობდა იმის საფუძვლები, რომ განმცხადებლებმა, რომლებიც სასამართლოს წინაშე ყველა ტერორიზმში იყო ბრალდებული, განზრახ დაგეგმეს ჩხრეკაზე უარის თქმა, რათა ინციდენტის პროვოცირება მოეხდინათ. განმცხადებლები, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, ვალდებულნი იყვნენ დასწრებოდნენ სასამართლო სხდომას და არ ჰქონდათ უფლება დამუქრებოდნენ ციხის ადმინისტრაციას მოჩვენებით საფუძვლებზე მათი სასამართლოში დასწრებაზე ბოიკოტით. მთავრობამ მოიხმო ინციდენტის გამოძიების შედეგები, რათა შედავებოდა განმცხადებლების ანგარიშის სარწმუნოობას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ განმცხადებლებმა განზრახ შეარჩიეს მომენტი, როცა ყველა პატიმარი ერთხმად უარს ამბობდა ჩხრეკაზე და სასამართლოში გადაყვანაზე. მათ იცოდნენ, რომ ციხის ადმინისტრაციას ექნებოდა რეაქცია მათ უარზე. თუმცა, არც ჟანდარმებს და არც ციხის გუშაგებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩარევისა იმ ფაქტის გამო, რომ პატიმრებმა დაიწყეს დავარდნა კიბებზე მას შემდეგ, რაც ისინი ერთად მჭიდროდ შეჯგუფდნენ. გარდა ამისა, მთავრობამ მიუთითა განმცხადებლების განცხადებებში ზოგიერთ შეუსაბამობაზე. პირველი განმცხადებელი, ბ-ნი სათიკი, 4 სხვა განმცხადებელთან ერთად ჩიოდა პროკურორთან, რომ მათგან ჩვენებები არ აუღიათ მათი საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ. ამ მოთხოვნის პასუხად, რომ მათთვის მოესმინათ, პროკურორმა უბრძანა ციხის ადმინისტრაციას, რომ მიეყვანათ ბ-ნი სათიკი პროკურატურაში. თუმცა, მან უარი თქვა დასწრებაზე. უფრო მეტიც, ბ-ნი სათიკი და რამდენიმე სხვა განმცხადებელი ჩიოდნენ, რომ ისინი სერიოზულად დაშავდნენ და ახლოს იყვნენ სიკვდილთან, და სამჯერ უარი ეთქვათ საავადმყოფოში დარჩენაზე შემდგომი სამედიცინო შემოწმებისათვის. სასამართლო მიუთითებს, რომ მე-3 მუხლი იცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებებს. ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი, როგორიცაა ბრძოლა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, კონვენცია უპირობოდ კრძალავს წამებას და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას, მიუხედავად დაზარალებულის ქმედებისა. კონვენციის და მისი პირველი და მე-4 ოქმების არსებითი მუხლებისგან განსხვავებით, მე-3 მუხლი არ ადგენს გამონაკლისს და არ შეიძლება მისი ნაწილობრივ შეზღუდვა მე-15(2) მუხლის მიხედვით, თუნდაც საგანგებო სიტუაციისას, როცა ერის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. (ნახეთ Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 95, ECHR 1999-V; the Assenov and Others v. Bulgaria 1998 წლის 28 ოქტომბრის განჩინება, Reports of Judgments and Decisions 1998-VIII, p. 3288, § 93; the Chahal v. the United Kingdom judgment of 15 November 1996, Reports 1996-V, p. 1855, § 79). სასამართლო შემდგომში იხსენებს, რომ როცა პიროვნება გადაჰყავთ პოლიციის დაკავების იზოლატორში სრულიად ჯანმრთელი და აღმოჩნდება რომ ის დაზიანებულია მისი გათავისუფლების დროს, სახელმწიფო თანამდებობის პირი ვალდებულია, წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანებები, რომლის წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც წარმოიშობა აშკარა საკითხი მე-3 მუხლით (იხილეთ ზემოთ ხსენებული შელმუნის განჩინება, §87). სასამართლოს აზრით, იგივე პრინციპი ვრცელდება ციხეში დაპატიმრებულებზეც იმ ფაქტის გამო, რომ მათ აღკვეთილი აქვთ თავისუფლება და ციხის ადმინისტრაციის კონტროლისა და პასუხიმგებლობის სუბიექტები არიან. რაც შეეხება პირს, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება, ფიზიკური ძალის გამოყენება რომელიც არ იყო მკაცრად საჭირო მისი საქციელიდან გამომდინარე, ბღალავს ადამიანურ ღირსებას და პრინციპში არის მე-3 მუხლში გაწერილი უფლების დარღვევა (იხილეთ 1998 წლის 9 ივნისის განჩინება Tekin v. Turkey , Reports 1998-IV, pp. 1517-18, §§ 52 and 53).     დამატებით, სასამართლო შენიშნავს, რომ ბრალდებები არასათანადო მოპყრობაზე უნდა იყოს განტმკიცებული შესაბამისი სამხილით (იხილეთ, mutatis mutandis, the Klaas v. Germany 1993 წლის 22 სექტემბრის განჩინება, Series A no. 269, გვ. 17, § 30). ამ სამხილის შეფასებისათვის, სასამართლო ადგენს მტკიცების სტანდარტს „გონივრულ ეჭვს მიღმა’’, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს ფაქტის საკმაოდ ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებისა ან მსგავსი უდავო პრეზუმფციების თანაარსებობისას (იხილეთ the Ireland v. the United Kingdom 1978 წლის 18 იანვრის განჩინება, Series A no. 25, გვ. 65, § 161 in fine). ამ საქმეში განმცხადებლები ჩივიან, რომ სახელმწიფო აგენტების მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა სასტიკი და გაუმართლებელი ცემა. მთავრობის არგუმენტების მიხედვით, განმცხადებლებმა დაზიანებები მიიღეს დაცემის შედეგად, რომელიც პროვოცირებული იყო მათი საპროტესტო ქმედებით. სასამართლო შენიშნავს, რომ მთავრობის ახსნა-განმარტებები არასათანადოა განმცხადებლების დაზიანებების ხასიათიდან გამომდინარე, როგორც ეს სამედიცინო ანგარიშებშია ჩაწერილი, რომელიც გამომდინარეობს ინციდენტის დღესვე მათზე ჩატარებული სამედიცინო გამოკვლებებიდან. სამედიცინო ჩანაწერები აჩვენებდა, რომ განმცხადებლებს და სხვა პატიმრებს, რომლებიც შეამოწმეს, მიყენებული „ჰქონდათ თავში და/ან სხეულის სხვა ნაწილში დარტყმები’’ (იხილეთ პარაგრაფი 26-ე ზემოთ). მოგვიანებით, დადგინდა, რომ ერთ-ერთ განმცხადებელს აწუხებდა „ცემის შედეგად მიყენებული სხეულის ზოგადი ტრავმა“ (იხილეთ 27-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლომ ასევე უნდა გაამახვილოს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ განმცხადებლები, როდესაც ისინი დაკითხა პროკურორმა, ცალსახად პასუხობდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ ჟანდარმები და ციხის პერსონალი (იხილეთ 21-24 პარაგრაფები ზემოთ). მთავრობას არ წარმოუდგენია არც ერთი ელემენტი, რომელიც გააბათილებდა პრეზუმფციას, რომ განმცხადებლები განზრახ სცემეს, როგორც ამას ამტკიცებდნენ, როცა საპროტესტო ქმედებას გეგმავდნენ. კერძოდ, მთავრობის მხრიდან არ ყოფილა მინიშნება, რომ ჟანდარმერიის ოფიცრების ჩარევა მიჩნეული იყო საჭიროდ, რათა ჩაეხშოთ ბუნტი ან დაგეგმილი შეტაკება ბუჩას ციხის შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს არ შეუძლია იგნორირება გაუკეთოს ციხის გარემოცვაში ძალადობის შესაძლებლობას, ასევე საშიშროებას, რომ პატიმრების დაუმორჩილებლობა შეიძლება გადაიზარდოს სისხლისღვრაში, რომელიც მოითხოვს ციხის ადმინისტრაციისგან, მოითხოვონ უსაფრთხოების ძალების დახმარება. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ როცა ციხის ადმინისტრაცია ითხოვს დახმარებას გარედან, რათა გაუმკლავდეს ინციდენტს ციხის ფარგლებს შიგნით, უნდა არსებობდეს ქმედების შემფასებელი დამოუკიდებელი მონიტორინგის რაიმე ფორმა, რათა უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხთან დაკავშირებით. თავდაპირველად, პროკურორი ვალდებული იყო, აღედგინა საკითხის შესახებ მოვლენები განმცხადებლებისა და სხვა პატიმრების ჩვენებებზე და ციხის სამი წარმომადგენელისგან აღებული გასაუბრებების საფუძველზე (იხილეთ პარაგრაფი 25-ე ზემოთ). თითქოს ჩანს, რომ ის ჩვენებები, რომლებიც პროკურორმა აიღო ამ უკანასკნელი სამი წარმომადგენლისგან საკმარისი იყო, რომ დარწმუნებულიყო ოფიციალური ანგარიშის საიმედოობაში, თუ რა გახდა ცნობილი იმ სადაო დღეს. ეს შემდგომ აისახა თავის 1997 წლის 29 ივლისის პასუხში იუსტიციის მინისტრის მოთხოვნაზე, თუ რა მოხდა ბუჩას ციხეში (იხილეთ 33-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლოს აზრით, ეს ჩვენება იყო მთლიანად შეუსაბამო პროკურორის ვალდებულებებთან და ფუნქციებთან იმ დროს, როცა გამოძიება მიმდინარეობდა ინციდენტში ჟანდარმერიის ოფიცრების ჩართულობაზე. სასამართლო ასევე შენიშნავს, რომ 2000 წლის 1 მაისს იზმირის ადმინისტრაციულმა საბჭომ გადაწყვიტა, არ მიეცა უფლება სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყებაზე ინციდენტის დროს ბუჩას ციხეში ჟანდარმების საქციელზე. ეს გადაწყვეტილება მიღწეულ იქნა 4 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საქმის მასალები გადაეცა საბჭოს. ამ დროის განმავლობაში საქმის მასალები გაუჩინარდა მას შემდეგ რაც ის გაეგზავნა ჟანდარმერიის თანამშრომლებს ბუჩას ციხეში. ხელმძღვანელობის მარცხი, რომ დაეცვა საქმის მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელშეუხებლობა უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საგამოძიებო პროცესის ყველაზე სერიოზული დეფექტი. მართლაც, აღნიშნული საქმის ფაილის არარსებობა ეჭვის ქვეშ აყენებს იზმირის ადმინისტრაციული საბჭოს მიერ 2000 წლის 1 მაისს საბოლოოდ მიღებულ არსებით გადაწყვეტილებას. ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ თავის 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაში Kılıç v. Turkey (N: 22492/93 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2000 წელს გამოქვეყნებული, §72) სასამართლოს ჰქონდა შემთხვევა, აღენიშნა, რომ ადმინისტრაციული საბჭოები, გუბერნატორის ბრძანებით, ვინც თავის მხრივ პასუხისმგებელი იყო უშიშროების ძალებზე, რომელთა ქმედებაც იყო ამ საქმეში განსახილველი საკითხი, შედგება საჯარო მოსამსახურეებისგან. გარდა ამისა, გამოძიებები, რომლებსაც ისინი იწყებდნენ, ხშირად აწარმობდნენ ჟანდარმები, რომლებიც იერარქიულად დაკავშირებული იყვნენ იმ ერთეულებთან, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ამ ინციდენტთან. სასამართლოს აზრით, გადაწყვეტილება, რომ დაეკისრებინათ იზმირის ადმინისტრაციული საბჭოსთვის გამოძიებასთან ერთად განმცხადებლებისთვის მიყენებული დაზიანებებისთვის პასუხისმგებელი ჟანდარმების პასუხისმგებლობის საკითხი ბუჩას ციხეში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შესაძლებლობას, გაეკეთებინათ დამოუკიდებელი განსაზღვრა, თუ რა მოხდა მაშინ არსებულ დროს. სასამართლოს აზრით, იზმირის ადმინისტრაციული საბჭოსათვის გამოძიების დაკისრების გადაწყვეტილება ჟანდარმების პასუხისმგებლობის შესახებ, ბუჩას ციხეში განმცხადბლებისთვის მიყენებული დაზიანებების თაობაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა აყენებდეს რაიმე დამოუკიდებელი განსაზღვრების გაკეთების შესაძლებლობას იმის თაობაზე, თუ რა მოხდა განსახილველ დროს. ხელისუფლების წარმომადგნელების მხრიდან დამაჯერებელი ახსნა-განმარტების არარსებობისას, სასამართლო მინიშნებას აკეთებს, რომ განმცხადებლები იყვნენ ნაცემები და დაზიანებულნი სახელმწიფო აგენტების მიერ, როგორც ისინი ამას ამტკიცებდნენ. მოპყრობა, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ, მოიცავს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. სასამართლო ადგენს, რომ მთავრობის წინასწარ პრეტენზიას არ დაუჭერს მხარს, ინციდენტის გამოძიებისას სერიოზული ნაკლოვანებების გამო. ამ გამოძიების არაადეკვატურობა, თავის მხრივ, შეუსაბამოა მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით გადაცემულ ვალდებულებებთან, სადაო საჩივარზე დაეწყო გამოძიება იმის თაობაზე, რომ პიროვნების მიმათ განხორციელდა სერიოზული არასათანადო მოპყრობა თავისი აგენტების მხრიდან, რომელი გამოძიებაც შეძლებდა პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებასა და დასჯას (იხილეთ ზემოთ აღნიშნული Assenov განჩინება, გვ. 3290, §102).         კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა   განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ სახელმწიფო აგენტები, რომელთა განზრახვაც იყო მათი მოკვლა. მათ მოიხმეს კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს:          ‘‘ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.        სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა: a)          ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან; b)          კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად; c)           კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.’’   მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი განმცხადებლების ბრალდებებზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლების მიერ კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებზე მის მიერ გაკეთებული დასკვნების გამო, არ არის საჭირო განიხილონ მათი საჩივარი მე-2 მუხლის მიხედვით.       კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება   კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:   ,,თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.’’          ზარალის ანაზღაურება     განმცხადებლებმა: იაშარ იაგჩიმ, კადირ სათიკმა, მეჰმეთ ერმიშმა, ალი ჰაიდარ იოზდემირმა და აბდიულკადირ ერასლანმა მოითხოვეს 30 000 ფუნტი სტერლინგი მიყენებული არამატერიალური ზიანის კომპენსაციისათვის. განმცხადებლებმა სონგიულ დირიბაშმა, საიმე სეფერმა და ფესიჰ ილმაზმა მოითხოვეს 20 000 ფუნტი სტერლინგი. განმცხადებელმა მურატ სათიკმა მოითხოვა 50 000 ფუნტი სტერლინგი, მაშინ როდესაც თერზან ადიბელმა მოითხოვა 35 000 ფუნტი სტერლინგი.   მთავრობამ მოსთხოვა სასამართლოს, რომ უარი ეთქვა განმცხადებლების საჩივრებისთვის, ვინაიდან ისინი იყო გაზვიადებელი და დაუმტკიცებელი.   სასამართლო, სამართლიანობაზე დაყრდნობით, გადასცემს თითოეულ განმცხადებელს 5 000 ფუნტ სტერლინგს.        ხარჯები და დანახარჯები     განმცხადებლებმა მოითხოვეს 20 000 ფუნტი სტერლინგი კონვენციის პროცედურებისას განცდილი ხარჯებისა და დანახარჯებისათვის. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოუხდათ 250 000 000 თურქული ლირის გადახდა თარგმნის ღირებულებისათვის და წარმოადგინეს ამ შინაარსის მქონე ინვოისი.   მთავრობა აცხადებს, რომ განმცხადებლებმა ამ თავის მიხედვით ვერ დაამტკიცეს თავიანთი სარჩელები და ამის გამო სარჩელებზე უარი უნდა ეთქვათ.   სასამართლო სამართლიანობაზე დაყრდნობით, განმცხადებლების გადასცემს მთლიანად 5 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით ამ თავის მიხედვით.     C.  საურავი 73.  სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, დადგენილი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მოქმედებს გაერთიანებულ სამეფოში წინამდებარე განჩინების მიღების დღეს, არის წლიური 7,5%.     ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად          უარყოფს მთავრობის წინასწარ პრეტენზიას, რომელიც დაფუძნებული იყო შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურაობაზე;        ადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას;        ადგენს, რომ არ არის საჭირო ცალკე განხილულ იქნეს განმცხადებლების საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით.        ადგენს (a)       რომ პასუხისმგებელმა სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს თითოეულ განმცხადებელს 5 000 (ხუთი ათასი) ფუნტი სტერლინგი არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც უნდა კონვერტირდეს თურქულ ლირაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსის მიხედვით. (b)       რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებლებს ხარჯებისა და დანახარჯების საერთო თანხა 5 000 (ხუთი ათასი) ფუნტი სტერლინგი, რაიმე დამატებითი ღირებულების გადასახადთან ერთად, რომელიც გადასახდელი იქნება, რომელიც უნდა კონვერტირდეს თურქულ ლირაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსის მიხედვით. (c)        რომ ზემოთ მითითებული თანხები გადახდილ უნდა იქნეს კონვენციის 44(2)-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების საბოლოოდ გახდომიდან სამი თვის ვადაში. (d)      რომ საწყისი სადეპოზიტო თანხის წლიური 7,5% გადაიხდება ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.        უარს ამბობს დარჩენილი განმცხადებლების საჩივრების სამართლიან დაკმაყოფილებაზე.   შესრულებულია ინგლისურად, შეტყობინებულია წერილობით 2000 წლის 10 ოქტომბერს სასამართლოს რეგლამენტის 77(2)-ე და 77(3)-ე მუხლების მიხედვით.        მაიკლ ო’ბოილი ელიზაბეტ პალმი  რეგისტრატორი თავმჯდომარე

© Rada Europy / Europejski Trybunał Praw Człowieka, źródło: HUDOC (hudoc.echr.coe.int), pozyskano 15.07.2026. · Źródło