34382/97
WyrokETPCz2000-04-05ECLI:CE:ECHR:2000:0405JUD003438297
Analiza orzeczenia
Sekcja wygenerowana przez AI na podstawie treści orzeczenia — nie stanowi cytatu.
Zagadnienie prawne
Czy traktowanie duńskiego obywatela, pana Kemala Koça, przez władze tureckie podczas jego zatrzymania i przesłuchania stanowiło tortury lub nieludzkie traktowanie naruszające art. 3 Konwencji? Czy metody przesłuchań stosowane wobec pana Koça stanowiły powszechną praktykę w Turcji?Ratio decidendi
Trybunał uznał, że ugoda polubowna osiągnięta przez strony była oparta na poszanowaniu praw człowieka, zgodnie z Konwencją i jej Protokołami. Ugoda obejmowała wypłatę odszkodowania, wyrażenie ubolewania przez rząd turecki z powodu indywidualnych przypadków tortur i złego traktowania, a także zobowiązania Turcji do kontynuowania udziału w projekcie Rady Europy dotyczącym szkolenia policji, realizacji dwustronnego projektu szkoleniowego oraz ustanowienia długotrwałego dialogu politycznego z Danią w kwestiach praw człowieka. W świetle tych ustaleń i zmian w tureckim systemie prawnym i administracyjnym, Trybunał uznał, że sprawa powinna zostać skreślona z listy.Stan faktyczny
Pan Kemal Koç, obywatel Danii, został zatrzymany w Turcji w lipcu 1996 roku po przybyciu na pogrzeb brata. Dania zarzuciła, że pan Koç był poddawany torturom i nieludzkiemu traktowaniu podczas przesłuchań w dniach 8 i 9 lipca 1996 roku przez turecką policję, co Turcja zaprzeczyła. Pan Koç został oskarżony o pomoc członkom PKK i skazany zaocznie. Złożył również skargę krajową dotyczącą złego traktowania, co doprowadziło do postawienia zarzutów dwóm policjantom, którzy zostali uniewinnieni, a odwołanie od tego wyroku było w toku.Rozstrzygnięcie
Trybunał jednogłośnie: 1. Oświadcza, że sprawa powinna zostać skreślona z listy. 2. Przyjmuje do wiadomości decyzję stron, aby nie wnosić o ponowne rozpatrzenie sprawy przez Wielką Izbę.Pełny tekst orzeczenia
დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
პირველი სექცია
დანია თურქეთის წინააღმდეგ
განაცხადი 34382/97
განჩინება
(მეგობრული მორიგება)
სტრასბურგი
2000 წლის 5 აპრილი
საქმეზე დანია თურქეთის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველმა სექციამ), რომელიც პალატის სახით შეიკრიბა შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით:
ქ-ნი ე.პალმი, თავმჯდომარე
ბ-ნი ჯ.კასადევალი,
ბ-ნი გაუკურ იორუდსონი,
ბ-ნო კ.ბირსანი
ბ-ნი პ.ლორენცენი
ბ-ნი რ.მარუსტე, მოსამართლეები
ბ-ნი ფ.გოლკოკლუ, ად ჰოც მოსამართლე
აგრეთვე სექციის რეგისტრატორი ბ-ნი მ.ობოილე,
განიხილა რა კონფიდენციალურად 2000 წლის 4 აპრილს,
გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ამავე დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო 1997 წლის 7 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის (“კომისიის”) წინაშე დანიის სამეფოს მიერ წარდგენილი განაცხადი (N:34382/97) თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ადრე მოქმედი 24-ე მუხლის შესაბამისად. დანიის მთავრობა (“განმცხადებელი მთავრობა”) სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი იყო ბ-ნი ჰ.კლინგენბერგის და ბ-ნი ტ.ტრიერიეს მიერ. თურქეთის მთავრობა (“მოპასუხე მთავრობა”) წარმოდგენილი იყო ბ-ნი მ.იოზმენის და ქ-ნი დ.აკჩაის მიერ.
2. 1997 წლის 7 იანვრის განცხადებაში განმცხადებელმა მთავრობამ წარმოადგინა შემდეგი:
“დანიის მთავრობა მოითხოვს, კომისიამ შეამოწმოს თურქეთის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენელი პირების მიერ დანიელი მოქალაქის ბ-ნი კემალ კოჩისადმი განხორციელებული მოპყრობა, 1996 წლის 8 ივლისიდან 1996 წლის 16 აგვისტომდე, როდესაც იგი იყო დაკავებული თურქეთში, უფრო კონკრეტულად კი მოპყრობა, რომელსაც იგი დაექვემდებარა 1996 წლის 8 და 9 ივლისს.
ამას გარდა, დანიის მთავრობა მოითხოვს, კომისიამ შეამოწმოს არის თუ არა ბ-ნი კემალ კოჩის მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მეთოდები, თურქეთში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იმისათვის, რომ მიიღონ აღიარებითი ჩვენებები და სხვა განცხადებები სასტიკი ტკივილისა და ტანჯვის მიყენებით , არის თუ არა პირი ბრალეული, მართალი თუ მტყუანი.”
3. 1997 წლის 9 იანვარს კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, გაეგზავნა შეტყობინება მოპასუხე მთავრობისთვის და ისინი მიწვეულ იქნენ წარედგინათ დაკვირვებები განცხადების დასაშვებობის შესახებ. მოპასუხე მთავრობამ წარადგინა მისი შენიშვნები, დანართებითურთ, 1997 წლის 20 მარტს.
4. 1997 წლის 25 მარტს განმცხადებელ მთავრობას სთხოვეს, წარედგინა მისი საპასუხო შენიშვნები. დადგენილი ვადების გაგრძელების შედეგად, განმცხადებელმა მთავრობამ თავისი შენიშვნები დანართებითურთ, წარადგინა 1997 წლის 12 ივნისს.
5. მოპასუხე მთავრობამ შემდგომი შენიშვნები წარადგინა 1997 წლის 27 ივნისს.
6. კომისიამ 1997 წლის 10 ივლისს იმსჯელა პროცედურულ საკითხებზე და გადაწყვიტა, მიეწვია მოპასუხე მთავრობა დამატებითი შენიშვნების წარსადგენად დასაშვებობასთან დაკავშირებით. მოპასუხე მთავრობამ დამატებითი შენიშვნები, დანართების ჩათვლით, წარადგინა 1997 წლის 29 სექტემბერს. შემდგომი შენიშვნები წარდგენილ იქნა 1998 წლის 16 აპრილს.
7. 1998 წლის 28 აპრილს განმცხადებელ მთავრობას ეთხოვა წარედგინა თავისი საპასუხო შენიშვნები და კომენტარები. განმცხადებელმა მთავრობამ ასეთი შენიშვნები, დანართების ჩათვლით, წარადგინა 1998 წლის 29 ივნისს.
8. 1998 წლის 10 სექტემბერს მოპასუხე მთავრობამ წარადგინა შემდგომი კომენტარები და შენიშვნები.
9. კომისიამ პროცედურული საკითხები განიხილა 1998 წლის 17 სექტემბერს და გადაწყვიტა დაესრულებინა შემდგომი პროცედურული ნაბიჯების გადადგმა ამ საქმეში.
10. 1998 წლის 1 ნოემბერს კონვენციის მე-11 ოქმის ძალაში შესვლის შემდგომ, მე-5 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, განაცხადი განხილულ იქნა სასამართლოს მიერ.
11. სასამართლომ (პირველმა სექციამ) განიხილა 1999 წლის 19 იანვრის პროცედურული საკითხები და გადაწყვიტა მიეღო მხარეთა ზეპირი განმარტებები განცხადების დასაშვებობის შესახებ. მოსმენა დაინიშნა 1999 წლის 27 აპრილს.
12. ზეპირი მოსმენის შემდეგ, 1999 წლის 8 ივნისს სასამართლომ ცნო განცხადება დასაშვებად .
13. შესაბამისად, 2000 წლის 30 და 31 მარტს, დანიის მთავრობის და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა წარადგინეს ოფიციალური განცხადებები, რომლის თანახმადაც მათ მიაღწიეს მორიგებას საქმეზე.
ფაქტები
14. რაც შეეხება ფაქტებს, რომელიც უკავშირდება ბ-ნი კემალ კოჩის ყოფნას თურქეთში 1996 წლის ივლის-აგვისტოში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ-ნი კოჩი ანკარაში ჩამოვიდა 1996 წლის 5 ივლისს, პარასკევს, იმ მიზნით, რომ დასწრებოდა თავისი ძმის დაკრძალვას. ჩასვლისთანავე იგი დაკავებულ იქნა რამდენიმე საათის განმავლობაში, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, იგი იძებნებოდა თურქეთის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ. გარკვეული შეკითხვების დასმის შემდეგ ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი კუბუკის პოლიციის განყოფილებაში, ბ-ნი კოცი გაანთავისუფლეს, ინტერ ალია, იმ პირობით, რომ იგი გამოცხადდებოდა პოლიციის განყოფილებაში მომდევნო ორშაბათს. ორშაბათს 8 ივლისს ის დაუკავშირდა კუბუკის პოლიციის განყოფილებას, სადაც მიიყვანეს პოლიციის თანამშრომლებმა და წარდგენილ იქნა პოლიციის მთავარ სამმართველოში ანკარაში. განმცხადებელი მთავრობა ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ ბ-ნი კოჩი დაექვემდებარა გამოძიების მეთოდებს, რომლებიც მოიცავდა წამებას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას. მოპასუხე მთავრობა უარყოფს ამ ფაქტს.
15. პოლიციის მთავარი სამმართველოს დაკითხვების შემდეგ ბ-ნი კოჩი იმყოფებოდა პატიმრობაში 1996 წლის 9 ივლისიდან. 1996 წლის 11 ივლისის საბრალდებო აქტით, იგი ბრალდებულ იქნა ანკარის ეროვნული უშიშროების სასამართლოს წინაშე PKK-ს (ქურთისტანის მუშათა პარტია) წევრების დახმარებისთვის, რაც ეწინააღმდეგება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლს.
16. 1996 წლის 15 აგვისტოს ეროვნული უშიშროების სასამართლომ გაანთავისუფლა ბ-ნი კოჩი და იგი დაბრუნდა დანიაში 1996 წლის 16 აგვისტოს.
17. 1997 წლის 12 ივნისის განჩინებით ანკარის ეროვნულმა უშიშროების სასამართლომ ბ-ნი კოჩი დამნაშავედ ცნო იმ ბრალდებებში, რომელიც მის წინააღმდეგ იყო დაყენებული და მიუსაჯა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვით. 1998 წლის 25 მარტს განაჩენი ძალაში დატოვა საკასაციო სასამართლომ.
18. სანამ მის მიმართ მიმდინარეობდა სისხხლის სამართლის საქმის წარმოება, ბ-მა კოჩმა 1996 წლის 23 დეკემბერს წარადგინა საჩივარი არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი დაკავების და დაკითვის დროს პოლიციის მთავარი სამმართველოს მხრიდან 1996 წლის 8 და 9 ივლისს. იგი ეყრდნობოდა სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლს. ანკარის პროკურატურის გამოძიების შემდგომ, 1997 წლის 19 მარტს, გამოიცა საბრალდებო აქტი პოლიციის ორი ოფიცრის მიმართ, რომლითაც მათ ბრალი ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 245-ე მუხლის დარღვევაში. 1998 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა პოლიციის ოფიცრები.
19. 1991 წლის 4 იანვარს ბ-მა კოჩმა გაასაჩივრა ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში. საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
20. განმცხადებელი მთავრობის მოთხოვნასათან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა “არის თუ არა ბ-ნი კოჩის მიმართ განხორციელებული დაკითხვის მეთოდები ფართოდ გამოყენებული პრაქტიკა თურქეთში”, განმცხადებელმა მთავრობამ მოიხსენია არაერთი ინსტიტუტის მიერ გაკეთებული რიგი საერთაშორისო განცხადებები, კერძოდ, ევროპული კომიტეტი წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ და სასჯელის თავიდან აცილებაზე, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, საერთაშორისო ამნისტია და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია.
სამართალი
21. 2000 წლის 31 მარტს სასამართლომ მიიღო მხარეთა შემდეგი ოფიციალური განცხადებები:
“N:34382/97 დანია თურქეთის წინააღმდეგ განცხადების მხარეთა მორიგება”
1999 წლის 8 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველმა სექციამ დასაშვებად ცნო განაცხადი 34382/97 დანია თურქეთის წინააღმდეგ. განაცხადი ეხება დანიის მოქალაქის მტკიცებების გადამოწმებას თურქეთის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან კონვენციის მე-3 მუხლის დარღვის ფაქტზე. კერძოდ, არასათანადო მოპყრობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1996 წლის 8 ივლისიდან 16 ივლისამდე, როდესაც იგი დაკავებული იყო თურქეთში, და მტკიცებების გამოკვლევას, არის თუ არა ხსენებული დანიელი მოქალაქის მიმართ განხორციელებული დაკითხვის მეთოდები ფართოდ გამოყენებული პრაქტიკა თურქეთში.
1999 წლის 8 ივნისს სასამართლო ასევე ჩაერთო მხარეთა შორის დავაში, იმისათვის რომ უზრუნველეყო მათ შორის მორიგება კონვენციის 38.1(ბ) მუხლის შესაბამისად. ამას გარდა, სასამართლომ განაცხადა რომ იგი მიიღებდა ნებისმიერ შემოთავაზებას მხარეთა მხრიდან ამ მორიგების მიღწევისთვის.
მხარეთა შორის კონსულტაციების შემდეგ, განმცხადებელი და მოპასუხე მთავრობების წარმომადგენლებმა სასამართლოს წარუდგინეს ერთობლივი გეგმა 34382/97 დანია თურქეთის წინააღმდეგ განცახადებაზე მორიგების მისაღწევად. იგი იკითხება შემდეგნაირად:
1. იმისათვის, რომ მოხდეს მორიგება განაცდახის პირველ ნაწილზე, მოპასუხე მთავრობა თანახმაა, გადაუხადოს განმცხადებელ მთავრობას ეხ გრატია 450.000 დანიური კრონა, რომელიც მოიცავს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ხარჯებს.
2. განმცხადებელი მთავრობა კმაყოფილებით აღნიშნავს მოპასუხე მთავრობის თანდართულ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც შეადგენს მორიგების განუყოფელ ნაწილს.
3. მორიგების პირველ ნაწილთან დაკავშირებით, განმცხადებელი მთავრობა აფასებს სინანულის აღიარებას მოპასუხე მთავრობის მხრიდან რიგ ინდივიდუალურ შემთხვევებში წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების არსებობაზე.
4. განმცხადებელი მთავრობა მიესალმება თურქეთის მხრიდან განხორციელებულ ნაბიჯებს არასათანადო მოპყრობასა და წამებასთან ბრძოლაში, მას შემდეგ, რაც 1997 წლის 7 იანვარს შევიდა განაცხადი ამასთან დაკავშირებით.
5. განმცხადებელი და მოპასუხე მთავრობები თანხმდებიან, რომ პოლიციის მხრიდან დაკითხვის არასათანადო მეთოდების გამოყენება არის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა და რომ მომავალში მსგავსი მეთოდები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ორივე მთავრობა აღიარებს, რომ ეს მიზანი ყველაზე უკეთ შეიძლება მიღწეულ იქნეს სწავლებით.
დასასრულ განმცხადებელმა და მოპასუხე მთავრობებმა გაიხსენეს, რომ ევროპის საბჭომ მუშაობა დაიწყო ფართომასშტაბიან პროექტზე, რომლის მიზანია წევრი სახელმწიფოების პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი და მენეჯერული სწავლების ძირეული რეორგანიზაცია. განმცხადებელი მთავრობა მიესალმება მოპასუხე მთავრობის მოხალისეობრივ მონაწილეობას ამ ღია პროექტში. პროექტის ერთ-ერთი ელემენტია პოლიციის დაკითხვის მეთოდებზე ვარჯიში. პროექტი დამოკიდებულია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა და თურქეთის მხრიდან დაფინანსებაზე. მოპასუხე მთავრობა შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ევროპის საბჭოს ხსენებულ პროექტში.
ამას გარდა, განმცხადებელი მთავრობა დააფინასებს ორმხრივ პროექტს. ეს პროექტი, რომელიცმხარეთა შორის შეთანხმების შედეგია, მიზნად ისახავს თურქეთის პოლიციის თანამშრომლების სწავლებას, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას შემდგომი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ადამიანის უფლებათა სფეროში.
6. თურქეთსა და დანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების სამოქმედო გეგმის საფუძველზე, რომელიც მიღებულ იქნა დანიის და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ კოპენჰაგენში 1999 წლის 26 ნოემბერს, ორივე ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, საფუძველი ჩაეყარათ მათ შორის ორმხრივი ხანგრძლივი პოლიტიკური დიალოგისთვის.
ეს დიალოგი ფოკუსირებას მოახდენს ასევე ადამიანის უფლებებზე და პრობლემების გამოსწორებაზე კონკრეტულ სფეროებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინდივიდუალური საქმეები, მათ შორის საქმეები, რომლებიც ეხება წამებას ან არასათანადო მოპყრობას, ისევე როგორც ზოგადი პრობლემები – როგორებიც მაგალითად თურქეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ განცხადებაშია (დეკლარაციაშია) დასახელებული – წამოყენებულ იქნეს მეორე მხარის მიერ ამ დიალოგის ფარგლებში.
“თურქეთის მთავრობის ოფიციალური განცხადება”
თურქეთის მთავრობა სინანულს გამოთქვამს რიგ ინდივიდუალურ საქმეებში წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენაზე მიუხედავად მთავრობის მხრიდან მტკიცე ქმედებებისა და არსებული კანონმდებლობისა, ისევე როგორც ადმინისტრაციული რეგულაციებისა. მიღებულ იქნა ახალი სამართლებრივი და ადმინისტრაციული კონრტოლისა და სასჯელის რეგულაციები, რომლის შედეგადაც მსგავსი ინდივიდუალური ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა.
უკანასკნელი წლის განმავლობაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებში 243, 245 და 354... შეტანილ იქნა ცვლილებები იმისათვის რომ ხელახლა განსაზღვრულიყო და აღკვეთილიყო წამება და არასათანადო მოპყრობა საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად და გაიზარდა სასჯელის ზომა მსგავს სისხლისსამართლებრივ დანაშაულებზე. ცვლილება 354-ე მუხლში ითვალისწინებს იმ ექიმების და სხვა სამედიცინო პერსონალის სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლებიც ბრალდებულ არიან წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ცრუ მოხსენებების წარდგენისათვის.
‘დაკავების, დაპატიმრებისა და გამოძიების რეგულაციის’ შედეგად, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წლის 1 ოქტომბერს, შესაბამისობაში მოვიდა წამების აკრძალვის ევროპული კონვენციის და წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების კონვენციის სტანდარტების პროცედურები. ადამიანის უფლებების დაცვის გაზრდასთან დაკავშირებით 1998 წლის 25 ივნისს პრემიერ მინისტრის მიერ გამოცემული ცირკულარი, ადგენდა ზემოხსენებული რეგულაციების ეფექტური განხორციელებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფას ყველა მნიშვნელოვანი საჯახო ხელისუფლების ორგანოების მიერ და ასევე მოიცავდა ამ ღონისძიებების გატარების პროცესის კონტროლს. ცირკულარი ითვალისწინებს, რომ გუბერნატორები, საოლქო გუბერნატორები, პროკურორები, საჯარო ინსპექტორები, სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც უფლებამოსილი არიან ინსპექციაზე, ასევე ჟანდარმერიის და პოლიციის განყოფილების უფროსები, უფლებამოსილი არიან, განახორციელონ შემთხვევითი კონტროლი და ინსპექტირება. ცირკულარი ასევე ადგენს, რომ სასწრაფოდ იქნება მიღებული აუცილებელი ღონისძიებები იმ დანაკლისების ასანაზღაურებლად, რომლებიც ამ ინსპექციების დროს გამოვლინდება და გატარდება აუცილებელი პროცედურები დამნაშავე ოფიციალური პირების მიმართ. დამატებით, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, 2000 წლის 1 იანვრიდან, ყოველ სამ თვეში ერთხელ წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას პრემიერ მინისტრის ადამიანის უფლებათა მაკოორდინირებელ უმაღლეს კომიტეტს, ამ კონტროლის და ინსპექტირების თაობაზე მომზადებული მოხსენებების შედეგებთან დაკავშირებით.
დასასრულ, საჯარო მოხელეების და სხვა ოფიციალური პირების სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა დამტკიცებული 1999 წლის 2 დეკემბერს და ძალაში შევიდა, აადვილებს გამოძიების დაწყებას და საჯარო ოფიციალური პირების სისხლისსამართლებრივ დევნას.
ამ კონტექსტში, პროკურატურის მოთხოვნა გამოძიების დაწყებაზე იმ საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში, რომელიც მათ მოვალეობებს უკავშირდება, განხილულ უნდა იქნეს 4,5 თვის განმავლობაში, რაც გასაჩივრების ვადასაც მოიცავს. ახალი კანონი განმარტავდა ბევრ პრობლემას, რომელიც უკავშირდება საჯარო ოფიციალური პირების სასამართლო განხილვებს, განსაზღვავდა უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც გამოძიების ნებართვას გასცემდნენ და ითვალისწინებდა იმ ხელისუფლების ორგანოებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, განახორციელონ წინასწარი სასამართლო და მოსამზადებელი საგამოძიებო მოქმედებები.
განცხადებები წამებაზე და არასათანადო მოპყრობაზე მნიშვნელოვნად შემცირდა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად. ეს პროგრესი აღიარებულ იქნა ასევე ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერაც 1997 წლიდან, წამების აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, რომლის მონაწილეც არის თურქეთი.
იმისათვის რომ უზრუნველყოს ამ რეფორმების გაგრძელება, ჩვენი მთავრობა განახორციელებს ადამიანის უფლებების სფეროს შემდგომ სრულყოფას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წამების და არასათანადო მოპყრობის ინციდენტების გამოვლენის ფაქტებს.
თურქეთი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანოებთან, როგორც ეს განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით, რომლის მონაწილე არის თურქეთიც – კერძოდ კი ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი. თურქეთი ასევე გააგრძელებს ამ ორგანოების ინფრომირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიმდინარეობს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება ზოგად ნორმებთან და პროცედურებთან შესაბამისობაში.
დანართები:
1. თურქეთის 1999 წლის 26 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე, 245-ე და 354-ე მუხლების ცვლილებების შესახებ კანონი.
2. 1999 წლის აგვისტოში ძალაში შესული დებულება, რომელიც ცვლის დაკავებას, დაპატიმრებასა და გამოძიებასთან დაკავშირებულ მუხლებს, რომლითაც შეიცვალა 1998 წლის ოქტომბრის დებულება
3. 1999 წლის 25 ივნისს პრემიერ მინისტრის მიერ გამოცემული ცირკულარი დაკავების, დაპატიმრებისა და გამოძიების დებულების გამკაცრებასა და მის ეფექტურ აღსრულებასთან დაკავშირებით
4. 1999 წლის დეკემბერში ძალაში შესული კანონი საჯარო მოხელეების და სხვა საჯარო ოფიციალური პირების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.
22. 2000 წლის 30 და 31 მარტის წერილებით მხარეებმა სასამართლოს აცნობეს, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არ მოეთხოვათ საქმის დიდ პალატაში განხილვა.
23. სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა შორის მიღწეულ მორიგებას. იგი აღნიშნავს, რომ შეთანხმება, ინტერ ალია, უზრუნველყოფს განმცხადებელი მთავრობისთვის შესაბამისი თანხის გადახდას, მოიცავს სინანულის აღიარებას მოპასუხე მთავრობის მხრიდან ინდივიდუალურ შემთხვევებში წამების და სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით, მიუთითებს თურქეთის განგრძობად მონაწილეობას ევროპის საბჭოს პოლიციის ტრენინგის პროექტში, ხაზს უსვამს თურქი პოლიციის თანამშრომლების დატრენინგების მნიშვნელიობაზე და დამატებით საფუძველს უყრის ახალი, ორმხრივი პროექტის განხორციელებას ამ სფეროში. ამას გარდა, გადაწყვეტილ იქნა დანია-თურქეთს შორის ხანგრძლივი პოლიტიკური დიალოგის დამყარება, რომელიც ფოკუსირებას მოახდენს ადამიანის უფლებათა პრობლემებზე და რომლის ფარგლებშიც ინდივიდუალური საქმეები შეიძლება იქნეს განხილული.
24. სასამართლო ასევე შეისწავლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ჩარჩოების ცვლილებას, რომელიც თურქეთში განხორციელდა წამების და სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოვლენის საპასუხოდ, ასევე მოპასუხე მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს იმისათვის, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა ადამიანის უფლებათა სფეროში – განსაკუთრებით წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით – და მათი თანამშრომლობის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანოებთან, კერძოდ ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტთან.
25. ზემოხსენებულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო კმაყოფილია რომ მორიგება (კონვენციის 39-ე მუხლი) ეყრდნობა ადამიანის უფლებათა პატივისცემას, როგორც ეს განმარტებულია კონვენციასა და მის დამატებით ოქმებში (კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფი და სასამართლოს რეგლამენტის 62-ე წესის მე-3 პარაგრაფი)
26. შესაბამისად, საქმე ამოღებულ უნდა იქნას განსახილველ საქმეთა სიიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს, რომ საქმე ამოღებულ იქნეს სიიდან
2. ითვალისწინებს მხარეთა გადაწყვეტილებას, არ მოითხოვონ საქმის დიდ პალატაში განმეორებით მოსმენა
შესრულებულია ინგლისურ ენაზე, შეტყობინებულ იქნა წერილობით 2000 წლის 5 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77.2 და 77.3 მუხლების შესაბამისად.
მაიკლ ობოლე ელიზაბეტ პალმი
რეგისტრატორი თავმჯდომარე
© Rada Europy / Europejski Trybunał Praw Człowieka, źródło: HUDOC (hudoc.echr.coe.int), pozyskano 13.07.2026. · Źródło