37950/97
WyrokETPCz2001-05-29ECLI:CE:ECHR:2001:0529JUD003795097
Analiza orzeczenia
Sekcja wygenerowana przez AI na podstawie treści orzeczenia — nie stanowi cytatu.
Zagadnienie prawne
Czy dwukrotne skazanie za ten sam czyn (prowadzenie pojazdu pod wpływem alkoholu skutkujące śmiercią), najpierw w postępowaniu administracyjnym, a następnie karnym, narusza zakaz ponownego sądzenia lub karania (ne bis in idem) z art. 4 Protokołu nr 7 Konwencji?Ratio decidendi
Trybunał orzekł, że art. 4 Protokołu nr 7 Konwencji zabrania ponownego sądzenia lub karania za ten sam czyn, za który osoba została już prawomocnie uniewinniona lub skazana. Kluczowe jest, czy istotne elementy przestępstw są takie same, a nie czy postępowania były prowadzone w określonej kolejności (np. administracyjne przed karnym czy odwrotnie) lub czy kwalifikacja prawna czynu była nominalnie różna. W niniejszej sprawie, prowadzenie pojazdu pod wpływem alkoholu (wykroczenie administracyjne) i nieumyślne spowodowanie śmierci (przestępstwo karne) miały, w interpretacji sądów krajowych, zasadniczo te same elementy, co doprowadziło do podwójnego ukarania za ten sam czyn.Stan faktyczny
Skarżący, Franz Fischer, w dniu 6 czerwca 1996 roku, prowadząc pojazd pod wpływem alkoholu, spowodował wypadek, w którym zginął rowerzysta. Po zdarzeniu odjechał z miejsca wypadku, a później zgłosił się na policję. Został ukarany grzywną przez organ administracyjny za wykroczenia drogowe, w tym prowadzenie pod wpływem alkoholu. Następnie sąd rejonowy skazał go na karę pozbawienia wolności za nieumyślne spowodowanie śmierci. Sąd apelacyjny podtrzymał wyrok, odróżniając sprawę od precedensu Gradinger v. Austria.Rozstrzygnięcie
Stwierdza naruszenie art. 4 Protokołu nr 7 Konwencji.Pełny tekst orzeczenia
დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2001 წლის აგვისტო
ფრანც ფიშერი ავსტრიის წინააღმდეგ (FRANZ FISCHER v. AUSTRIA) – No.
37950/97
გადაწყვეტილება, 29 მაისი, 2001 [მე-3 სექცია]
მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი
ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა
ფაქტები – 1996 წლის 6 ივნისს, მომჩივანი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა მანქანას, დაეჯახა ველოსიპედით მოძრავ პირს, რომელიც შეჯახების შედეგად გარდაიცვალა. მომჩივანმა ინციდენტის შემდეგ გზა განაგრძო ისე, რომ დაზარალებულს არ დაეხმარა, ხოლო მოგვიანებით იმავე ღამით იგი ჩაბარდა პოლიციას.
1996 წლის 13 დეკემბერს, პოლტენის რაიონის ადმინისტრაციულმა ორგანომ, მომჩივანი დამნაშავედ ცნო მთელ რიგ საგზაო დანაშაულებში, რაც მოიცავდა 1960 წლის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მე-5 და 99-ე მუხლები საწინააღმდეგოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვას. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 22.010 ავსტრიული შილინგის ოდენობით, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში 20 დღიანი პატიმრობა. აღნიშნული სასჯელი ასევე მოიცავდა ჯარიმას 9.000 ავსტრიული შილინგის ოდენობით და 9 დღიან პატიმრობას გადაუხდელობის შემთხვევაში.
1997 წლის 18 მარტს, პოლტენის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და სასჯელის სახით 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
1997 წლის 24 ივნისს, ვენის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო მომჩივნის სააპელაციო საჩივარი. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 1995 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების - გრადინგერი ავსტრიის წინააღმდეგ (სერია A N328_C)[1] მიხედვით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო. სააპელაციო სასამართლომ აღიარა, რომ ორმაგი მსჯავრდება არღვევდა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლს. თუმცა, დაადგინა, რომ მიუხედავად გრადინგერის საქმისა, ავსტრიული კანონმდებლობა დარჩებოდა უცვლელი. მან გრადინგერის გადაწყვეტილება გამოარჩია, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საქმეში ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოსდევდა სისხლის სამართლის სამართალწარმოებას, ხოლო წინამდებარე საქმეში ეს რიგითობა არ იყო. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ორმაგი სასჯელი შესაძლებელი იყო, რადგან არ არსებობდა დებულება ავსტრიულ კანონმდებლობაში, რომელიც მოცემულ გარემოებებში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პროცესს შორის “სუბსიდიარობის“ პრინციპს ითვალისწინებდა. მან დაასკვნა, რომ ეს ხელს არ შეუშლიდა სისხლის სამართლის სამართალწარმოებას, რომელიც ბევრად ფართო მასშტაბისაა. შესაბამისად, მომჩივნის მსჯავრდება ძალაში დატოვა.
1999 წლის 19 მაისს, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მომჩივნისთვის შეფარდებული 6 თვის ვადით პატიმრობის სასჯელი შემცირდა 5 თვემდე.
სამართალი – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი (ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა). სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად საკმარისი იყო მომჩივნის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლომ განაცხადა, რომ მე-4 მუხლის ფორმულირება არ ითვალისწინებს „იმავე დანაშაულს“, არამედ პირის ხელმეორედ გასამართლებას ან დასჯას სისხლის სამართლის წესით იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე იქნა საბოლოოდ გამართლებული ან მსჯავრდებული. ამრიგად, მართალია, ის ფაქტი, რომ ცალკეული ქმედება შეიძლება მოიცავდეს ერთზე მეტ დანაშაულს, არ ეწინააღმდეგება ონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლს, თუმცა სტრასბურგის სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს იმით, რომ მომჩივანი ერთი ფაქტის საფუძველზე იყო გასამართლებული ან დასჯილი ნომინალურად განსხვავებული დანაშაულისათვის.
სტრასბურგის სასამართლო, ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსად, აღნიშნავს, რომ არსებობს შემთხვევები როდესაც, ერთი შეხედვით, ცალკეული ქმედება მოიცავს ერთზე მეტ დანაშაულს, ხოლო უფრო მჭიდრო გამოკვლევა აჩვენებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს მხოლოდ ერთ დანაშაულზე, რადგან იგი მოიცავს ყველა სხვა დარღვევას. აშკარა მაგალითი იქნება ქმედება, რომელიც მოიცავს ორ დანაშაულს, რომელთაგან ერთ-ერთი ზუსტად იმავე ელემენტებს შეიცავს, როგორსაც მეორე ერთის გამოკლებით. შეიძლება არსებობდეს სხვა შემთხვევებიც, სადაც დანაშაულები ნაწილობრივ ფარავენ ერთმანეთს. ერთ შემთხვევაზე დაფუძნებულ სხვადასხვა დანაშაულზე საქმე შესაბამისად აღიძრება. საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლომ უნდა შეისწავლოს მოიცავს თუ არა ეს დანაშაულები ერთსა და იმავე არსებით ელემენტებს.
წინამდებარე საქმეში, მომჩივანი პირველად ადმინისტრაციულმა ორგანომ ცნო დამნაშავედ, შემდგომი სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს იგი დამნაშავედ ცნეს დაუდევრობით გამოწვეული სიკვდილის გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ გრადინგერისა და მოცემულ საქმეს შორის არსებობს ორი განსხვავება: სამართალწარმოება განხორციელდა საპირისპიროდ, ასევე თანმიმდევრული იყო ადმინისტრაციული ორგანოსა და სისხლის სამართლის სასამართლოების ფაქტობრივი შეფასება, რადგან ორივემ დაადგინა, რომ სისხლში ალკოჰოლის შესრულების დონე იყო 0.8 გრამი ერთ ლიტრზე.
თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს განსხვავებები არ არის გადამწყვეტი. როგორც ზემოთ ითქვა, საკითხი - ირღვევა თუ არა ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა, ეხება ორ დანაშაულს შორის კავშირს და არ არის დამოკიდებული შესაბამისი სამართალწარმოებების თანმიმდევრულობაზე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბ-ნი გრადინგერის შემთხვევაში იგი გაამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 81§2-ე მუხლის საფუძველზე, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო, ხოლო მომჩივანი წინამდებარე საქმეში დამნაშავედ იქნა ცნობილი ორივე დანაშულისთვის, სასამართლო იმეორებს, რომ მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი არ შემოიფარგლება იმ უფლებით, რომ პირი ორჯერ არ უნდა იქნეს დასჯილი, არამედ ვრცელდება იმ უფლებაზეც, რომ პირი არ უნდა იქნეს იმავე დანაშაულზე სასამართლო წესით ორჯერ გასამართლებული.
სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი ასევე ვრცელდება შემთხვევებზე, სადაც პირი ორჯერ არის გასამართლებული. წინამდებარე საქმეში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მომჩივანი გასამართლებული და დასჯილი იქნა ორჯერ, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა და სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დანაშაული. ამ ორი დანაშაულის არსებითი ელემენტები, როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა განმარტეს, არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
რაც შეეხება პატიმრობის ვადის შემცირებას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი ვერ შეცვლის ზემოხსენებულ დასკვნას, რომ მომჩივანი ორჯერ გაასამართლეს არსებითად ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
ამრიგად, სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის დარღვევას.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
[1] Gradinger v. Austria; N15963/90; 23.10.1995
© Rada Europy / Europejski Trybunał Praw Człowieka, źródło: HUDOC (hudoc.echr.coe.int), pozyskano 14.07.2026. · Źródło