43258/98

WyrokETPCz2000-07-11ECLI:CE:ECHR:2000:0711JUD004325898

Analiza orzeczenia

Sekcja wygenerowana przez AI na podstawie treści orzeczenia — nie stanowi cytatu.

Zagadnienie prawne
Czy brak skutecznego środka odwoławczego przeciwko nakazowi deportacji, który mógłby narazić skarżących na ryzyko naruszenia art. 2, 3 i 8 Konwencji, stanowił naruszenie art. 13 Konwencji, biorąc pod uwagę brak "przekonującej skargi" w początkowej fazie postępowania?
Ratio decidendi
Trybunał uznał, że obowiązek zapewnienia skutecznego środka odwoławczego na podstawie art. 13 w kontekście art. 3 Konwencji powstaje, gdy skarżący ma "przekonującą skargę" (arguable claim) dotyczącą ryzyka nieludzkiego traktowania. W niniejszej sprawie, w momencie wydania nakazu deportacji i początkowych decyzji, skarżący nie przedstawili wystarczających dowodów na istnienie takiego ryzyka, a ich wnioski o azyl były odrzucane. Dopiero późniejsze pojawienie się nowych okoliczności (zabójstwa pisarzy w Iranie) wzmocniło ich sprawę, co doprowadziło do zmiany stanowiska władz tureckich i przesiedlenia. W związku z tym, Trybunał stwierdził, że w początkowej fazie nie istniała "przekonująca skarga" pod art. 3, co wykluczało naruszenie art. 13.
Stan faktyczny
Skarżący, irańscy obywatele, w tym pisarz i aktywista polityczny, uciekli z Iranu do Turcji, obawiając się prześladowań i zagrożenia życia z powodu ich działalności opozycyjnej. Władze tureckie wydały nakaz deportacji po tym, jak ich wnioski o azyl zostały początkowo odrzucone przez UNHCR. Po pojawieniu się nowych dowodów dotyczących zagrożeń w Iranie, UNHCR zmieniło swoją decyzję, a władze tureckie zezwoliły skarżącym na tymczasowy pobyt do czasu ich przesiedlenia do Stanów Zjednoczonych, co nastąpiło w październiku 1999 r.
Rozstrzygnięcie
Trybunał jednogłośnie: 1. Stwierdza, że nie ma potrzeby badania skargi skarżących na podstawie art. 2, 3 i 8 Konwencji. 2. Stwierdza, że nie doszło do naruszenia art. 13 Konwencji.

Pełny tekst orzeczenia

დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.   The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.     პირველი სექცია     გ.ჰ.ჰ. და სხვები თურქეთის წინააღმდეგ     განაცხადი N: 43258/98     განჩინება   სტრასბურგი   2000 წლის 11 ივლისი   საბოოლოო გადაწყვეტილება   2000 წლის 11 ოქტომბერი           ეს განჩინება იქნება საბოლოო იმ გარემოებებში, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგარაფით. იგი ექვემდებარება სარედაქციო შესწორებებს სანამ მოხდება მისი საბოლოო ფორმით რეპროდუცირება სასამართლოს რჩეული განჩინებებისა და გადაწყვეტილებების ოფიციალურ ანგარიშებში. საქმეზე გ.ჰ.ჰ. და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველმა სექციამ), რომელიც პალატის სახით შეიკრიბა შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: ქ-ნი ე.პალმი, თავმჯდომარე, ქ-ნი ვ.ტომასენი, ბ-ნი გაუკურ იორუნდსონი, ბ-ნი ც.ბირსანი, ბ-ნი ჯ.კასადევალი, ბ-ნი რ.მარუსტე, მოსამართლეები, ბ-ნი ფ.გოლცუკლუ, ად ჰოკ მოსამართლე, და ბ-ნი მ.ბოილი, სექციის რეგისტრატორი, განიხილეს რა კონფიდენციალურად 1999 წლის 31 აგვისტოს და 2000 წლის 20 ივნისს, გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული უკანასკნელად ხსნებულ თარიღს: პროცედურა 1. საქმეს საფუძვლად დაედო თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ ირანელი მოქალაქეების – ბ-ნი გ.ჰ.ჰ. და სხვების (“განმცხადებლები”) მიერ, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (“კონვენცია”) ადრე მოქმედი 25-ე მუხლის საფუძველზე, 1998 წლის 26 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის (“კომისიის”) წინაშე წარდგენილი განცხადები (N: 43258/98). 2. განმცხადებლები პირველად სასამართლოში წარმოდგენილი იყვნენ ორივე, საერთაშორისო უფლებების და ირანის ლტოლვილთა ალიანსის, აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. საქმის განხილვის ბოლო სტადიაზე უკანასკნელი ორგანიზაცია გახდა განმცხადებლის ერთადერთი წარმომადგენელი. თურქეთის მთავრობამ (“მთავრობამ”) არ დანიშნა თავისი წარმომადგენელი სასამართლო განხილვებში მონაწილეობის მიზნით. პალატის თავმჯდომარე დაეთანხმა განმცხადებლის მოთხოვნას არ გაესაჯაროებინა მათი ვინაობა (წესი 47 §3). 3. განმცხადებელთა მტკიცებით, ისინი ირანში დეპორტაციის შემთხვევაში მოექცეოდნენ სიკვდილის, წამების და მათი ოჯახის დანგრევის რისკის ქვეშ და რომ მათ არ ჰქონდათ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება მოპასუხე სახელმწიფოს შიდა სამართლის ფარგლებში, იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ დეპორტაცია კონვენციით დაცული უფლებებიდან გამომდინარე. 4. განცხადება გადაეცა სასამართლოს 1998 წლის 1 ნოემბერს, როდესაც კონვენციის მე-11 დამატებითი ოქმი შევიდა ძალაში (მე-11 ოქმის მე-5 მუხლის §2). 5. განცხადებაგანაწილდა სასამართლოს პირველ სექციაში (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე წესის §1). ამ სექციის ფარგლებში, პალატა, რომელსაც უნდა განეხილა საქმე (კონვენციის 27-ე მუხლის §1), დამტკიცებულ იქნა, როგორც ამას ითვალისწინებს სასამართლოს რეგლამენტის 26-ე მუხლის §1. ბ-ნი თურმენი, თურქეთის წარმომადგენელი მოსამართლე ჩამოშორდა საქმეს (მუხლი 28). მთავრობამ, შესაბამისად, დანიშნა ბ-ნი ფ.გოლცუკლუ, როგორც ად ჰოც მოსამართლე (კონვენციის 27-ე მუხლის §2 და 29-ე მუხლის §1). 6. კომისიამ გადაწყვიტა, გამოეყენებინა სასამართლოს ადრინდელი პროცედურული წესების 36-ე მუხლი (სასამართლოს ამჟამინდელი რეგლამენტის 39-ე მუხლი), მიუთითა რა მთავრობას, რომ მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და სასამართლო განხილვების ჯეროვნად წარმართვის მიზნით, არ მომხდარიყო განმცხადებლების დეპორტაცია ირანში კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე. მე-11 ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ და მე-5 მუხლის §2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ დაამტკიცა 39-ე მუხლის გამოყენება შემდგომ შეტყობინებამდე. 7. 1999 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით პალატამ განცხადება ცნო ნაწილობრივ დასაშვებად . 8. განმცხადებელმა და მთავრობამ, თითოეულმა წარმოადგინა შენიშვნები საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით (მუხლი 59 §1). პალატამ, მას შემდეგ რაც კონსულტაცია გაიარა მხარეებთან, გადაწყვიტა, რომ საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით არ იყო საჭირო სასამართლოს ზეპირი მოსმენის დანიშვნა (მუხლი 59 §2), მხარეებმა წერილობით გასცეს პასუხი ერთმანეთის შენიშვნებს. ფაქტები 9. 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში პირველი განმცხადებელი (გ.ჰ.ჰ.), იყო მარქსისტულ-ლენინური ორგანიზაციის, მის ქალაქში არსებული ფედაიელი უმცირესობების ორგანიზაციის (“ტჰე OFM”), ფილიალის მხარდამჭერი. ამ ლოკალურ ფრთას ხელმძღვანელობდა მისი ბიძაშვილი. პირველი განმცხადებლის აქტიურმა მონაწილეობამ ორგანიზაციის საქმიანობაში განაპირობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ყურადრების ცენტში მისი მოხვედრა და იგი დაკავებულ იქნა ორი შემთხვევის გამო 1980 წელს. მთავრობის მიერ ორგანიზაციის და მისი წევრების დარბევის შემდეგ, პირველმა განმცხადებელმა დაკარგა კავშირი ორგანიზაციასთან. 1984 წლიდან იგი ჩაერთო მთავრობის წინააღმდეგ მიმართული შინაარსის მქონე სტატიების შემცველი გაზეთის, ასევე დისიდენტური ლიტერატურის წარმოებასა და დისტრიბუციაში. პირველი განმცხადებელი თავად აწვდიდა გაზეთს პოლიტიკურ სტატიებს და ლექსებს. იგი ამტკიცებს, რომ 1984 წლიდან 1990 წლამდე იმყოფებოდა სპეცსამსახურების ზედამხედველობის ქვეშ, მათ შორის, მისი სამხედრო სამსახურის პერიოდში. 10. 1992 წელს იგი დაქორწინდა მეორე განმცხადებელზე, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში იყო მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტი ირანელი ხალხის ფედაი ორგანიზაციაში (“ტჰე OIPFG”). სტუდენტობის დროს მან უნივერსიტეტისგან მიიღო არაერთი გაფრთხილება მის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით. 11. უნივერსიტეტში სწავლის დროს პირველმა აპლიკანტმა დააფუძნა წინააღმდეგობრივი ლიტერატურული ჟურნალი და ჩაერთო კულტურულ, ინტელექტუალურ და სოციალურ აქტივობებში, როგორც თავისი უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის გარეთ, რომელიც განიცდიდა ფუნდამენტალისტური ჯგუფების მხრიდან მტრულ დამოკიდებულებას და მიიყვანა საბოლოოდ უნივერსიტეტის სპეცსასმსახურების მიერ მის დაკითხვამდე. იგი ამტკიცებს, რომ მისი აკადემიური და კვლევითი საქმიანობა, ისევე როგორც მისი დასავლური ჩაცმის სტილი გაკრიტიკებულ იქნა, როგორც ისლამის საფუძვლებთან შეუფერებელი. იგი ამტკიცებს, რომ 1987 წელს დააკავეს და დააპატიმრეს ერთი კვირით ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ ალკოჰოლის დალევისთვის და პატიმრობის დროს მიიღო მათრახით 80 დარტყმა. 12. 1993 წელს პირველმა განმცხადებელმა სცადა გამოექვეყნებინა თავისი პირველი წიგნი, ლექსების კრებული, რომელთა ნაწილი ეძღვნებოდა იმ ადამიანებს, მისი ბიძაშვილის მსგავსად, რომელთაც ეჭვის თვალით და მტრულად უყურებდა ხელისუფლება. ლექსები შეიცავდნენ რომანტიკულ, სეკულარიზმის და რევოლუციის იდეებს, მაგრამ იგი მათ ისე ქმნიდა, რომ არ დაქვემდებარებოდნენ ცენზურას. პირველმა განმცხადებელმა ბოლოს და ბოლოს მიიღო თანხმობა წიგნის ოფიციალურ გამოცემაზე, იმ პირობით, რომ მან გარკვეული შესწორებები შეიტანა მათ შინაარსში. მესამე მხარის მხარდაჭერით, მან მოტყუებით მოიპოვა მოწმობა პირობით თანხმობაზე, რათა დაებეჭდა წიგნი, რაც მას აძლევდა საშუალებას ჰქონოდა 3000 ასლი. ვიდრე ელოდებოდა ოფიციალური თანხმობის მიღებას წიგნის გამოცემაზე, პირველმა განმცხადებელმა მოახერხა ბევრი ასლი მიეწოდებინა თავისი მეგობრებისა და წიგნის მაღაზიებისთვის. მან ამის შემდგომ გაიგო, რომ ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა უარი განაცხადეს თანხმობის გამოცემაზე. იგი ამტკიცებს, რომ 1994 წლიდან მან წარადგინა ოთხი სხვა წიგნი ისლამური კულტურის და ხელმძღვანელობის სამინისტროში, რათა მიეღო დაბეჭდვის თანხმობა, მაგრამ არასოდეს მიუღია პასუხი, გარდა მისი წიგნების შინაარსის ზეპირი დაწუნებისა ოფიციალური პირების მხრიდან. პირველი განმცხადებელი ამტკიცებს, რომ ეს ფაქტიურად აწესებს აკრძალვას მის ნაშრომებზე. 13. 1996 წლის 15 მარტს პირველი განმცხადებელი ესტუმრა მის მშობლიურ ქალაქს. იგი მაშინვე დააკავეს ირანის უშიშროების ძალების წევრებმა და წაიყვანეს სპეცსამსახურის განყოფილებაში. იგი იქნა დაკითხული, ინტერ ალია , მის პოლიტიკურ აქტივოვბებზე, მის ლიტერატურულ პარტნიორებზე და მათი შეხვედრის ადგილებზე და იმაზე, თუ როგორ მოახერხა მან წინასწარი თანხმობის მოპოვება თავისი წიგნის დასაბეჭდად. უშიშროების ძალებმა იგი ასევე დაკითხეს მისი ბიძაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ. იგი ამტკიცებს, რომ დაკავების პერიოდში არაერთხელ სცემეს. იგი გაანთავისუფლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ძმა დათანხმდა დასდგომოდა თავდებში. განთავისუფლებამდე პირველი განმცხადებელი დავალებული იქნა ჩაებარებინა ანგარიში უშიშროების ძალებისთვის. იგი არ დაემორჩილა ბრძანებას და ამტკიცებს, რომ ამის შედეგად მისი ძმა შევიწროებულ იქნა და ამჟამად მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხსლისსამართლებრივი დევნა, იმ საფუძვლით, რომ მან პატივისცემა არ გამოიჩინა მისი პირობითი განთავისუფლების დადგენილი პირობებისადმი. 14. პირველი განმცხადებელი ამტკიცებს, რომ 1997 წლის 29 მარტს, ლიტერატურული ჟურნალის გამომცემელი, რომელთანაც მას ჰქონდა კავშირები, მოკლული იქნა ნაპოვნი და რომ დაახლოებით იმავე დროს უამრავი სხვა პირი, ლიტერატურული საზოგადოებიდან, რომლებიც მისი ნაცნობები იყვნენ, დააკავეს, გაქრნენ, გარდაიცვალნენ საეჭვო გარემოებებში ან განხორციელდა თავდასხმა მათ მიმართ. 15. პირველი განმცხადებლის თანახმად, ეს მოვლენები ხდებოდა მისი დაკავების და წამების პარალელურად და დისიდენტური წარსულის გამო შიშობდა თავის სიცოცხლეზე და აიძულა გაქცეულიყო ირანიდან. იგი ასევე ამტკიცებს, რომ ირანიდან გაქცევის შემდეგ, მისი მეუღლე, მეორე განმცხადებელი, მისი გაუჩინარების გამო გახდა შევიწროების და მუქარების მსხვერპლი, ე.წ. წესრიგისდამცველი ჯგუფების მხრიდან. სპეცსამსახურების მიერ მათი სახლის ჩხრეკის დროს, ნაპოვნი იქნა რამდენიმე კასეტა, რომელიც შეიცავდა აკრძალული სიმღერების და პირველი განმცხადებლის და მისი ლიტერატურული პარტნიორების შეხვედრების ჩანაწერებს. პირველი განცმხადებელი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა შეხვედრების ჩანაწერები გამოიყენეს მისი და სხვა მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის, რიმელთაგან უმეტესობა დააკავეს და დაკითხეს. 16. 1997 წლის 16 აპრილს, პირველმა განმცხადებელმა მიიღო პასპორტი, ერთ-ერთი ოფიციალური პირის მოქრთამვით და ერთი კვირის შემდეგ გაიქცა თურქეთში. იგი ჩავიდა თურქეთში დაახლოებით 1997 წლის 23 აპრილს ტურისტული ვიზით და გაემგზავრა სტამბულში. მას იქ აცნობეს, რომ უნდა დაკავშირებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას ანკარაში, რომელმაც თავის მხრივ აცნობა რომ უნდა დარეგისტრირებულიყო როგორც თავშესაფრის მაძიებელი, რადგან იგი იმყოფებოდა თურქეთში უკვე 6 დღით და თავშესაფრის რეგულაციები მოითხოვდა, რომ თავშესაფრის მაძიებლები უნდა დარეგისტრირდნენ მათი ქვეყანაში ჩასვლიდან 5 დღის განმავლობაში. 17. პირველმა განმცხადებელმა გადაწყვიტა განეახლებინა მისი ტურისტული ვიზა, იმის შიშით რომ თუ იგი შეიტანდა თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადს, დეპორტირებული იქნებოდა ირანში, იმის გამო, რომ არ დაიცვა 5 დღიანი ვადა. 18. 1997 წლის 1-ელ მაისს პირველ განმცხადებელს გაესაუბრა გაეროს ლტოლვილთა სააგენტო, რომელმაც უარი უთხრა მას თავშესაფრის მოთხოვნაზე 1997 წლის 13 ივნისს. მან გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება 1997 წლის 12 აგვისტოს და 1997 წლის 21 ნოემბერს ლტოლვილთა სააგენტომ უარი უთრხა მის საჩივარს. 19.  გარკვეულ ეტაპზე, პირველ განმცხადებელს შეუერთდნენ მეორე და მესამე განმცხადებლები, რომლებიც გაიქცნენ ირანიდან საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პირველი განმცხადებელი თურქეთში რეალურად ჩავიდა 1997 წლის 7 ნოემბერს მეორე და მესამე განმცხადებლების თანხლებით. განმცხადებლის აზრით, მთლიანი ოჯახი იმყოფებოდა თურქეთში ამ თარიღამდე, მაგრამ იძულებული იყვნენ ერთი დღით გადასულიყვნენ საქართველოში, იმისათვის რომ განეახლებინათ ვიზები. ისინი კვლავ შევიდნენ თურქეთში 1997 წლის 7 ნოემბერს. განმცხადებლები არ დაობენ, რომ ისინი დარეგისტრირდნენ როგორც თავშესაფრის მაძიებლები ანკარის პოლიციის განყოფილებაში 1997 წლის 11 ნოემბერს. მათ მიიღეს ცხოვრების ნებართვა 1997 წლის 20 დეკემებრს და მიეცათ ბრძანება ეცხოვრათ ქალაქ ბილეციკში. 20. 1998 წლის 5 იანვარს, პირველმა განცმხადებელმა მოითხოვა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსგან განეხილათ მისი მოთხოვნა თავშესაფარზე, და შესაბამისად, მას ამის შემდეგ გაესაუბრნენ 1998 წლის 7 ივნისს. 1998 წლის 8 ივლისს ლტოლვილთა სააგენტომ არ დააკმაყოფილა პირველი განმცხადებლის ხელახალი მოთხოვნა და დახურა მისი საქმე. 21. 1998 წლის 18 აგვისტოს განმცხადებლებმა მიიღეს დეპორტაციის განკარგულება თურქეთის პოლიციისგან. მათ აცნობეს, რომ მათ 15 დღე ჰქონდათ იმისათვის, რომ გაესაჩივრებინათ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინააღმდეგ დეპორტაციის განკარგულების აღსრულება. განმცხადებლებმა გაასაჩივრეს და მათი ცხოვრების უფლების ვადა გაგრძელდა 1998 წლის 11 სექტემბრამდე. განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ 1998 წლის დეკემბრის დასაწყისში და კომისიის 1998 წლის 2 და 17 სექტემბრის მოთხოვნების საპასუხოდ, რომლებიც წარედგინა მთავრობას, რათა არ მოეხდინა ოჯახის დეპორტაცია. 22. 1998 წლის 21 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ განმცხადებლები არ აკმაყოფილებდნენ ლტოლვილის სტატუსის მიღების კრიტერიუმებს. განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ მათ არასოდეს ეცნობათ ამ გადაწყვეტილების შესახებ. 23. 1999 წლის 23 მარტის წერილით, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ შეატყობინა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მან განახორციელა პირველი განმცხადებლის ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის ახალი შემოწმება. ამ გადასინჯვის შემდგომ, და ახალი გარემოებების ფონზე, რომლებიც პირველმა განმცხადებელმა მიუთითა, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ გადაწყვიტა მიეცა ლტოლვილის სტატუსი. გადაწყვეტილების მიღებისას გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ განსაკუთრებით გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ განმცხადებელი აქტიურად იყო ჩართული ირანელი ავტორების ასოციაციაში და მისმა ქმედებებმა იგი დააკავშირა სხვა ინტელექტუალებს, რომლებიც მოკლულ იქნენ 1998 წელს, ცხადია ასოციაციის საქმიანობის გამო. გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ დაასკვნა, რომ თუ განმცხადებელი დაბრუნდება ირანში, არსებობდა იმის საფუძვლიანი ალბათობა რომ იგი დევნის ქვეშ მოექცეოდა. 24. ამის შემდგომ, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წერილის მიღებისთანავე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმცხადებლებს მისცა თურქეთში დროებითი დარჩენის უფლებამოსილება ჰუმანიტარული მიზეზებით, ვიდრე ისინი გადასახლდებოდნენ მესამე ქვეყანაში. 1999 წლის 26 მარტს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მოეთხოვათ, გაეგრძელებინათ განმცხადებლების დროებითი დარჩენა თურქეთში, სხვა ქვეყანაში გადასახლებამდე. 25. 1999 წლის ოქტომბერში განმცხადებლებმა დატოვეს თურქეთი და გადავიდნენ საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლების პროგრამის ფარგლებში. სამართალი I. კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევა 26.  მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებლებმა დატოვეს თურქეთი 1999 წლის ოქტომბერში და ამჟამად დასახლებულნი არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, განმცხადებლების დაჟინებული მოთხოვნა საჩივრის განხილვაზე გაუმართლებელია. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ ის ფაქტი რომ განმცხადებლები დაექვემდებარნენ დეპორტაციის ბრძანებას, რომლის აღსრულების შემთხვევაში აღმოჩნდებოდნენ ზემოხსენებული მუხლების დარღვევის რისკის ქვეშ არ წამოჭრის ამჟამად არსებულ გარემოებებში კონვენციის გამოყენების საკითხს. 27. საპასუხოდ განმცხადებლებმა წარმოადგინეს, რომ მიუხედავად მათი მესამე სახელმწიფოში გადასახლებისა სასამართლომ მკაცრად უნდა გადაამოწმოს სარჩელების არსებითი მხარე. მათ გაამახვილეს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე წარადგინეს, ნათლად ადგენდნენ, რომ მათ ჰქონდათ საფუძვლიანი შიში დევანაზე და უნდა დაეცვათ ისინი ირანში დაბრუნებისგან. ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილება მათ გაძევებაზე, იყო დაუსაბუთებელი და არასათანადოდ შეფასებული იმ რისკის რეალობა, რომელიც მათი ირანში გაგზავნას უკავშირდებოდა. 28. სასამართლო ადასტურებს, რომ განმცხადებლები ახლა ცხოვრობენ აშშ-ში. იმის გათვალისწინებით, რომ აღარ არსებობს ის შიში, რომელიც უკავშირდებოდა ირანში მათ იძულებით დაბრუნებას , სასამართლო მიიჩნევს რომ განმცხადებლებს აღარ შეუძლიათ ამტკიცონ, რომ ისინი არიან მსხვერპლი კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებულ ფაგრლებში. ამის საფუძველზე, იგი მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს მათი საჩივრების კონვენციის მე-2 მე-3 და მე-8 მუხლის ფარგლებში შემოწმების საჭიროება. II. კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა 29.  განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ უარი ეთქვათ სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე, იმისათვის რომ აეცილებინათ მათი ირანში გაძევების გადაწყვეტილება, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას, რომელიც განსაზღვრავს:  “ყველას ვისაც დაერღვა კონვენციით დაცული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლერბივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისგან, თუნდაც ეს დაღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა”. 30. განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა თავშესაფარზე არ განიხილა საერთაშორისოდ აღიარებული სამართლიანობის სტანდარტებთან შესაბამისად. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ მათი განცხადება განიხილეს ანკარის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის უცხოელების დეპარტამენტის პოლიციის ოფიცრებმა, რომლებიც არ იყვნენ გათვითცნობიერებული ლტოლვილთა სამართალში და არასენსიტიურები თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარების მიმართ. მათ არ ჰქონდათ ხელმწისაწვდომობა მათი ენის კარგად მცოდნე თარჯიმანთან და აქედან გამომდინარე ვერ შეძლეს სრულყოფილად გადმოეცათ მათი მდგომარეობა. ამას გარდა, არსებობდა დამოუკიდებელი და სპეციალიზებული უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ვალდებული იქნებოდა შეეფასებინა მათი თავშესაფარზე მოთხოვნის არსებითი მხარე. მათ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ წარდგენილი შეხედულების სათანადოდ. განმცხადებლებმა ასევე მიანიშნეს იმ ფაქტზე, რომ მათ არ მიეცათ უფლება ზეპირ მოსმენაზე შესაბამისი ინტერპრეტაციის საშუალებებით გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წინაშე და არ მიეწოდათ არანაირი ინფორმაცია მათი გასაჩივრების ან სხვა პროცედურულ უფლებებზე, რომელთა შესაბამისად მათ უნდა შეეტანათ სააპელაციო სარჩელი. 31. დამატებით განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს თავშესაფრის არსებითი რეგულაციები არ ითვალისწინებდა დეპორტაციის ბრძანების შეჩერებას შინაგან საქმეთა სამინისტროში მათი საჩივრის განხილვაზე. აქედან გამომდინარე, ისინი იმყოფებოდნენ ნებისმიერ დროს მოულოდნელი გადაცემის რისკის ქვეშ. მათ არ განემარტათ უარი სააპელაციო სარჩელზე და არ მიეთითათ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იმ უარყოფითი წარდგინებების შინაარსი, რომელთაც გავლენა უნდა მოეხდინათ უკანასკნელის უარყოფით გადაწყვეტილებაზე მათ სააპელაციო სარჩელთან დაკავშირებით. განმცხადებლების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სავალდებულოდ თვილს გაეროს ლტოვლითა უმაღლესი კომისარიატის უარყოფით განმარტებას თავშესაფრის მოთხოვნაზე, კომისარიატის პროცედურების ხარვეზებზე მითითების და თავშესაფრის მაძიებელთა ინფორმირების გარეშე, იმ მიზეზებზე რამაც განაპირობა კომისარიატის უარი თავშესაფრით უზრუნველყოფის განცხადებაზე. 32. განმცხადებლებმა შემდგომში განმარტეს, რომ დეპორტაციის ბრძანების გასაჩივრების სამართლებრივი განხილვის პროცედურები არ უზრუნველყოფდა მათ სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებით. პირველ რიგში, საერთოდ არ ეცნობათ, რომ ეს სამართლებრივი საშუალება იყო ხელმისაწვდომი მათთვის და როგორ უნდა გამოეყენებინათ იგი. მეორე რიგში, თუნდაც ევარაუდათ, რომ მოიპოვებდნენ სამართლებრივ დახმარებას, რომელიც მათ დეპორტაციის ბრძანების აცილების საშუალებას მისცემდა სამართლებრივი განხილვის გზით, ისინი არასდროს ყოფილან ინფორმირებული ამ შესაძლებლობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ მოქმედი ბინადრობის ნებართვა, არ შეეძლოთ მიეღოთ ცნობა სიღარიბეზე კომპეტენტური უფლებამოსილი ორგანოებისგან. მესამედ, ისინი ამტკიცებდნენ რომ განცხადებას სამართლებრივ განხილვაზე არ ექნებოდა რაიმე შემაჩერებელი ეფექტი დეპორტაციის ბრძანების აღსრულებაზე და ადმინისტრაციულმა სასამარლომ, რომელიც ინფორმირებული იყო მათი განცხადების თაობაზე, არ იქნებოდა კომპტერტენტური იმისათვის რომ განეხილა მათი საჩივრის შინაარსი, არამედ შეაფასებდა მხოლოდ მათი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებას. ამ მიზეზით, სამართლებრივი განხილვა არ ქმნიდა წარმატების საფუძვლიან პერსპექტივებს, გამომდინარე იქიდან, რომ სადაო ღონისძიება ნათლად დასაშვები იყო თავშესაფრის შიდა რეგულაციებით და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა უკვე მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მათ ლტოლვილის სტატუსის განცხადებასთან დაკავშირებით. და ბოლოს, ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი განხილვა, არ გაითვალისწინებდა მათი დეპორტაციის საკითხს იმ მიმართულებით, დაირღვეოდა თუ არა მათი კომნვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლება. განხლვის საფუძველი იქნებოდა ის, რომ მათი გაძევებით დაირღვეოდა თუ არა ჟენევის 1951 წლის კონვენციის 1-ლი მუხლი. 33. ხელისუფლებამ იდავა ამ არგუმენტებზე. უკვე გადაწყვეტილ საქმეებზე მითითებით, ხელისუფლებამ დაადგინა, რომ სასამართლო განხილვა არის საშუალება, რომელსაც ხშირად იყენებენ თავშესაფრის მაძიებლები თურქეთში. მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, ადმინისტრაციულმა სასამართლომ შესაძლებელია, შეაჩეროს დეპორტაციის გადაწყვეტილების აღსრულება, თუ გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს დეპორტირებულ პირს და გადაწყვეტილება იყო აშკარად უკანონო. ამ მიზეზით, ხელისუფლებამ მიმართა სასამართლოს, დაედგინა, რომ განმცხადებლის საქმეში ადგილი არ ჰქონია მე-13 მუხლის დარღვევას. 34. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის ფუნქციაში არ შედის ინ აბსტრაცტო განიხილოს მოპასუხე სახელმწიფოს თავშესაფრის რეგულაციების კონვენციასთან შესაბამისობა. ის მიუთითებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, მყარად დადგენილი საერთაშორისო სამართლის და მათი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის კონვენციის საფუძველზე, აკონტროლონ მათ ტერიტორიაზე უცხოელების შესვლა, ბინადრობა და გაძევება. ამას გარდა, უფლება პოლიტიკურ თავშესაფარზე არ არის გათვალისწინებული კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით (იხ. ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1991 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სერია ა, N:215. გვ.34, §102) 35. თუმცა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ გაძევებამ შესაძლოა, დააყენოს მისი პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, თუ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ პირი რომელიც გაძევებულ იქნა, მიმღებ სახელმწიფოში აღმოჩნდება მე-3 მუხლით დაცული უფლების დარღვევის საფრთხის ქვეშ. ასეთ გარემოებებში, მე-3 მუხლი მოიცავს ვალდებულებას არ იქნეს პირი გაძევებული იმ სახელწმიფოში სადაც მას ასეთი საფრთხე ემუქრება (იხ. ზოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1989 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, სერია ა N:161, გვ.35-36, §§90-91; კრუზ ვერასი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ, 1991 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, სერია ა N:201, გვ.28, §§69-70; ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, გვ.34, §103). 36. ამას გარდა, სასამართლო აღნიშნავს, როდესაც თავშესაფრის მაძიებელს აქვს სადაო საჩივარი, იმის თაობაზე, რომ მისი გაძევება აყენებს მას კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის ქვეშ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა სამართლის სისტემამ უნდა უზრუნველყოს იგი სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე ხელმისაწვდომობით, იმისათვის რომ მან შეძლოს ზემოხსენებული მუხლით დაცული უფლების არსის აღსრულება. ეს ვალდებულება გამომდინარეობს კონვენციის მე-13 მუხლიდან, რომლის შედეგია სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალების არსებობა, რომელიც კომპეტენტურ ეროვნულ ხელისუფლების ორგანოს მისცემს როგორც კონვენციის საფუძველზე აღძრული საჩივრის განხილვის, ისე შესაბამისი დახმარებით უზრუნველყოფის საშუალებას, თუმცა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ დისკრეცია, თუ რა მეთოდით აღასრულებენ ისინი ამ დებულებით დაკისრებულ ვალდებულებას (იხ. ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, გვ. 39, §122). 37. სასამართლო აღნიშნავს, რომ დეპორტაციის ბრძანება განცმხადებლებს ჩაბარდათ 1998 წლის 18 აგვისტოს. განმცხადებლებს ჰქონდათ 15 დღე ბრძანების აღსრულების გასასაჩივრებლად. ამ აპელაციის მოლოდინში მათ შეეძლოთ დარჩენილიყვნენ თურქეთში. 1998 წლის 21 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა დეპორტაციის ბრძანების პირობები, დაასკვნა რა, რომ განმცხადებლები არ აკმაყოფილებდნენ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს, რომლებიც ჟენევის 1951 წლის კონვენციის 1-ლი მუხლით არის გათვალისწინებული (იხ. ზემოთ პარაგრაფები 21-22). სასამართლოს აზრით, განცმხადებლებს იმ ეტაპზე არ ჰქონდათ წარდგენილი საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, რომელიც სადაო იქნებოდა საქმის არსებითი გარემოებების ფარგლებში. 38. ამასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს განმცხადებლების თავშესაფრის მიღების განცხადებაზე უკვე სამჯერ ჰქონდა უარი ნათაქვამი სხვადასხვა გარემოებებში (იხ. პარაგრაფები 19 და 20). მხოლოდ მას შემდეგ, რაც განმცხადებლებმა მიაწოდეს დეტალური იფნორმაცია მწერალთა მკვლელობებზე რომელსაც ადგილი ჰქონდა ირანში 1998 წლის ბოლოს და ხაზი გაუსვეს ამ გარემოებების მნიშვნელობას პირველ განმცხადებელთან მიმართებაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და, საბოლოო ჯამში, საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდნენ შეეცვალათ შეხედულება იმ რისკზე რასაც განმცხადებლების დეპორტაცია შეიცავდა (იხ. პარაგრაფი 23-24). მართალია, განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება წარუდგინეს რისკის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს (იხ. პარაგრაფი 27), სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაციის არ არსებობის დროს, ხელისუფლების შიდა ორგანოები შეიძლება ბრალდებული იყვნენ იმაში, რომ მათ არასათანადოდ შეაფასეს რისკი დეპორტაციის ბრაძანების გამოცემისას და განმცხადებლების გასაჩივრების უარყოფისას. 39. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც განმცხადებლების საქმის არსებითი გარემოებები გამყარებულ იქნა ზემოხსენებული გარემოებებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1999 წლის 26 მარტს დაადგინა, რომ მათ შეეძლოთ თურქეთში დარჩენა მესამე სახელმწიფოში გადასახლებამდე (იხ. პარაგრაფი 23). ამ მომენტიდან განმცხადებლები აღარ იმყოფებოდნენ ირანში დეპორტაციის რისკის ქცეშ. აქედან გამომდინარე არ წარმოიშობა პრობლემა კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების თარიღსა და განმცხადებლების თურქეთიდან წასვლის თარიღს შორის. 40. ითვალისწინებს რა დასკვნას, რომ განმცხადებლებს არ ჰქოდნათ მიზეზი სადაო საჩივრის დაყენების კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევის შესახებ მათი ირანში გაგზავნის შემთხვევაში, სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე გარემოებების ფარგლებში ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად 1. ადგენს, რომ არ არის აუცილებელი განხორციელდეს განმცხადებლის საჩივრის შემოწმება კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების საფუძველზე; 2. ადგენს, რომ არ ჰქონია ადგილი კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას შესრულებულია ინგლისურ ენაზე, შეტყობინებულ იქნა 2000 წლის 11 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77.2 და 77.3 მუხლების შესაბამისად. მაიკლ ობოლე              ელიზაბეტ პალმი რეგისტრატორი              თავმჯდომარე

© Rada Europy / Europejski Trybunał Praw Człowieka, źródło: HUDOC (hudoc.echr.coe.int), pozyskano 13.07.2026. · Źródło