515/02

WyrokETPCz2004-11-02ECLI:CE:ECHR:2004:1102JUD000051502

Analiza orzeczenia

Sekcja wygenerowana przez AI na podstawie treści orzeczenia — nie stanowi cytatu.

Zagadnienie prawne
Czy przewlekłość postępowania karnego trwającego sześć lat naruszyła prawo do rozpoznania sprawy w rozsądnym terminie z art. 6 ust. 1 Konwencji?
Ratio decidendi
Trybunał stwierdził, że choć nie było pojedynczego, wyjątkowo długiego okresu bezczynności, to liczne opóźnienia w postępowaniu karnym, w tym te po lipcu 1998 r. związane z ponownym rozpoznaniem sprawy, świadczą o tym, że postępowanie nie toczyło się w wymaganym tempie. Trybunał podkreślił, że państwo ma obowiązek zapewnić system sądowy zgodny z Konwencją i wykazać szczególną staranność w sprawach, gdzie skarżący jest pozbawiony wolności, a powaga zarzutów nie umniejsza tej potrzeby.
Stan faktyczny
Skarżący, Frank Henworth, obywatel brytyjski, odbywa karę dożywotniego pozbawienia wolności w Zjednoczonym Królestwie za morderstwo. Złożył skargę dotyczącą długości postępowania karnego przeciwko niemu, które trwało sześć lat, od lipca 1996 r. do stycznia 2001 r., i zakończyło się wyrokiem skazującym za morderstwo. Skarżący zarzucił naruszenie prawa do rozpoznania sprawy w rozsądnym terminie.
Rozstrzygnięcie
Stwierdza naruszenie art. 6 ust. 1 Konwencji.

Pełny tekst orzeczenia

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმისწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, როდესაც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ ვერ გამოიტანა ვერდიქტი ორი მიზეზით: დადგინდა დარღვევა.     საქმე „ჰენვორთი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ “ CASE OF HENWORTH v. THE UNITED KINGDOM განაცხადი N515/02 გადაწყვეტილება სტრასბურგი 2004 წლის 2 ნოემბერი     ფაქტობრივი გარემოებები განმცხადებელი, ფრენკ ჰენვორთი ბრიტანეთის მოქალაქეა. მოცემულ დროს, ის სასჯელს იხდის მუდმივი პატიმრობის ვერდიქტით გაერთიანებულ სამეფოში. მისი განაცხადი, რომელიც ეფუძნება მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, შეეხება მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ხანგრძლივობას, რომელიც ექვს წელს გაგრძელდა და დასრულდა მკვლელობის ჩადენისთვის ვერდიქტის გამოტანით. სასამართლომ ერთპიროვნულად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.   სამართალი კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა 16. განმცხადებლის განაცხადი შეეხება სასამართლო პროცესის ხანგრძლივობას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის ნაწილში მე-6 მუხლის პირველი პუნქტი მდგომარეობს შემდეგში: „...წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს ... საქმის... განხილვის უფლება ... გონივრულ ვადაში ... სასამართლოს მიერ...“   სასამართლოს შეფასება 24. სასამართლო შეგვახსენებს, რომ სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის ვითარებიდან გამომდინარე და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით გათვალისწინებული კრიტერიუმები, კერძოდ საქმის კომპლექსურობა, განმცხადებლის და შესაბამისი ორგანოების მოქმედება და რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს განმცხადებელი სადავო საქმეში სამართალწარმოებისას. 25. ეჭვგარეშეა, რომ სისხლისსამართლებრივი დანაშაული და სამუდამო პატიმრობის ვერდიქტი, განმცხადებლისთვის მნიშვნელოვანი როლის მატარებელია. 26. რაც შეეხება სამართალწარმოების კომპლექსურობას, ხელისუფლებამ მიუთითა არაერთ მოწმეზე, ბრალის სერიოზულობასა და მკვლელობის სისასტიკეზე, როგორც კომპლექსურობის მაჩვენებელზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ საქმეს თან ახლდა გარკვეული სირთულეები. მართალია განმცხადებელმა აღიარა, რომ ბრალდების სიმძიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ სამართალწარმოება მკვლელობის საქმეზე შედარებით მარტივი იყო. 27. ხელისუფლება ასევე ეყრდნობოდა პროცესუალურ კონტექსტს, რამდენადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ დიდი ალბათობით პროფესიონალ მოსამართლეთა შემადგენლობა უფრო დაეთანხმებოდა, ვიდრე ნაფიცი მსაჯულთა შემადგენლობა. მათ ვერ დაასაბუთეს ეს მტკიცება, თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობისაგან თავისი სასამართლო სისტემა ისე მოეწყოთ, რომ უზრუნველყოფილიყო მისი შესაბამისობა კონვენციასთან, როგორც ეს განმცხადებელმა აღნიშნა. 28. სასამართლო მიიჩნევს, რომ პერიოდი განმცხადებლის პირველი ბრალდებიდან - 1996 წლის ივლისიდან 1998 წლის თებერვლის სააპელაციო გადაწყვეტილებამდე - რომელიც დაახლოებით 19 თვეს შეადგენს, ზედმეტად ხანგრძლივია რაიმე კონკრეტული   ახსნა-განმარტების არარსებობის პირობებში. მთავრობამ ვერ წარმოადგინა რეალური ახსნა-განმარტება საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ გაჭიანურება განმცხადებლის მიერ სააპელაციო განაცხადის ორი თვის დაგვიანებით შეტანით აიხსნებოდა. თუმცა, აღნიშნულის გარდა მაინც არსებობს 17-თვიანი გაუთვალისწინებელი პერიოდი. 29. შესაძლოა არ ყოფილიყო სადავო ის ხუთ თვიანი პერიოდი, 1998 წლის თებერვალიდან როდესაც გაუქმდა ბრალდება 1998 წლის ივლისამდე, განმცხადებლის პირველ განმეორებით სასამართლო პროცესამდე, მაგრამ ამის შემდგომ იყო 12-თვიანი შეფერხება საქმის ხელახალ გადასინჯვამდე, რომელიც პრობლემის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ექვსთვიანი შეფერხება, 1999 წლის იანვარსა და ივლისს შორის განმცხადებლის ადვოკატის არყოფნით აიხსნებოდა. თუმცა განმცხადებელი აცხადებდა, რომ აღნიშნულ საკითხს იგი ვერ გააკონტროლებდა, მაგრამ აღნიშნული მიზეზით საქმის გაჭიანურება მაინც განმცხადებელს უნდა მიეწეროს და არა მოპასუხე სახელმწიფოს. დარჩენილი ექვსთვიანი პერიოდი, რომელიც სახელმწიფოს მიზეზით გაჭიანურდა, თავისთავად არ წარმოადგენდა ზედმეტად ხანგრძლივ დროს. ასევე, ხანმოკლე გაჭიანურება წარუმატებელ საქმის გადასინჯვასა და საბოლოო სასამართლო პროცესს შორის განმცხადებელს მიეწერებოდა. როგორც ჩანს, ის 16-თვიანი პერიოდიც განმცხადებლის 1999 წლის სექტემბრის განაჩენიდან 2001 წლის იანვრის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ზედმეტად ხანგრძლივი არ იყო. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს იმ დროისათვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამართალწარმოება განსაკუთრებული სიფრთხილით წარემართა. განმცხადებელი არა მარტო პატიმრობაში იმყოფებოდა, არამედ სამეფო სასამართლომ გადაწყვიტა საქმის გადასინჯვა და ამგვარ ვითარებაში, ხელისუფლებისთვის ვალდებულებას წარმოადგენდა ნებისმიერი საქმის გაჭიანურების მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველეყოფა. სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი, თუ როგორ გადაწყვეტდა საქმეს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა, წაუყენებდნენ თუ არა ბრალს განმცხადებელს, ასევე დაინტერესება იყო სათანადო მართლმსაჯულების განხორციელების თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით როცა სერიოზული დანაშაული იყო ჩადენილი. თუმცა, ეს არ ამცირებს სამართალწარმოებისას განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენის საჭიროებას. 30. მხარეები ამჯერად თანხმდებიან, რომ განმცხადებელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 1999 წლის 29 ოქტომბერს, მსჯავრის დადებიდან და დამნაშავედ ცნობიდან ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ. თუმცა, 2001 წლის 19 იანვრამდე სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა მისი განხილვა 14 თვის და 20 დღის ვადით. სამართალწარმოების დასკვნით პერიოდში, რომელიც ლორდთა პალატაში წარიმართა, გაუმართლებელ გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ დაახლოებით ერთთვიან პერიოდს, რომელიც განმცხადებელს მიეწერებოდა. 31. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უმოქმედობის განსაკუთრებულად ხანგრძლივი პერიოდი, არსებობს არაერთი გაჭიანურება, რომელიც საქმის გადასინჯვასთან ერთად აღებული, 1998 წლის ივლისის შემდეგ, ნათლად გვაჩვენებს, რომ სამართალწარმოება საჭირო ტემპით არ წარიმართა და ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნა გონივრულ ვადასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.

© Rada Europy / Europejski Trybunał Praw Człowieka, źródło: HUDOC (hudoc.echr.coe.int), pozyskano 13.07.2026. · Źródło